კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ბრძნული აზრები

მელიხანი: თუ ორი უბედურებიდან ერთ-ერთს არჩევ, შეიძლება, მაშინ არც ისე ცუდად ყოფილა საქმე.

ჰემინგუეი: თუ გეუბნებიან: „ჩემი სიმდიდრე სიმწრით მაქვს მოპოვებული“, თქვენ შეგიძლიათ შეეკითხოთ: „ვისი სიმწრით?“

ტვენი: ადამიანებს ის კი არ უნდათ, უბრალოდ მდიდრები იყვნენ, მათ სურთ, სხვაზე მდიდრები რომ იყვნენ.

ვოლტერი: ბევრს სჯერა ღმერთის, მაგრამ ძალიან ცოტასი სჯერა ღმერთს.

უაილდი: ამერიკის ყველაზე ძველი ტრადიცია ახალგაზრდობაა, ის სამასი წლისაა.

ნიცშე: მუსიკა ბადებს გრძნობებს, რომელიც ცხოვრებაში არ არსებობს.

ეშენბახი: ადამიანი, რომელიც არასოდეს ცდება, იღებს ბრძანებებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდებიან.

რასელი: დავიწყებული აზრი ყოველთვის მნიშვნელოვნად გვეჩვენება.

მანი: ფიქრი ადვილია, წერა – ძნელი.

ლერმონტოვი: აღზრდა ძნელი რამ არის, გგონია, მოვრჩიო და ახლა იწყება.

ბელინსკი: ადამიანს ეშინია მხოლოდ იმის, რაც არ იცის. ცოდნა ამარცხებს შიშს.

ბუასტი: დავა შეიძლება მასთან, ვისაც არ ეთანხმები და თანაც კარგად გესმის.

ილია: ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი მარტო უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს.

აკაკი: სოლომონმა თქვა: ბრძენი ის კი არ ყოფილა, ვინც მარტო თავის ჭკუაზე დადის, – ის ყოფილა, ვინც სხვებსაც დაეკითხება ხოლმეო.

კონსტანტინე: სანამ დედა ჰყავს კაცს, მუდამ ახალგაზრდად ითვლება.

ლონგფელო: სახიფათოა მოყვარე შტერი, ჯობია, გყავდეს ჭკვიანი მტერი.

ფრანკლინი: შენი შრომა აიძულე; ნუ დაელოდები, რომ მან გაიძულოს.

კომენსკი: მხოლოდ ის არის ადამიანში მტკიცე და საიმედო, რაც მის არსებაში ცხოვრების პირველ პერიოდში დაინერგა.

ბონაპარტე: იცით, რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება. საბოლოოდ გონება მუდამ სჯობნის ხმალს.

სტენდალი: სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს.

დიდრო: ჭეშმარიტებას უყვარს კრიტიკა, მისგან მხოლოდ მოგებული რჩება; სიცრუეს სძულს კრიტიკა, რაც მისთვის ხელსაყრელი არაა.

გოეთე: ქალიშვილები გვიყვარს იმის გამო, რაც არიან, ვაჟები კი იმის გამო, რაც უნდა გახდნენ.

ლაროშფუკო: ქალებს მამაკაცების გასულელება უფრო მოსწონთ, ვიდრე მათი საყვარლებად ქცევა.

скачать dle 11.3