კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-17(643) 

 

გახსოვდეს საკუთარი თავი

მამაკაცების რიცხვი დღითი დღე კატასტროფულად მცირდება. ამიტომაც ამბობენ, რომ მოთხოვნა ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე იზრდება. ამბობენ, ვითომ, შეესაბამება ეს რეალობას?! საეჭვოა... უბრალოდ, ვიღაცას აშკარად უნდა, იმედი გადაუწუროს სუსტი სქესის იმ ნაწილს, ვისაც ჯერ არ გაუმართლა: ნუღარ ნერვიულობთ და დარდობთ, ჩვენო ძვირფასებო! არ არის ყველასთვის სამყოფი ეს „ბედნიერება“ და შეეგუეთ რეალობასო.

ქალბატონებო! მტერი გყავთ... ფასეული, მაგრამ – ვერაგი. „ვიღაცას“ (და ამ „ვიღაცის“ სქესი ჯერ დადგენილი არ არის) ძალიან უნდა, აღარ იფიქროთ და იზრუნოთ საკუთარ თავზე და, სამაგიეროდ, მთელი რესურსები მამაკაცებისკენ მიმართოთ. სულერთია, ვინ იქნება ეს მამაკაცი – ქმარი, საყვარელი თუ... ჰო, აი, ეს „თუ“ არის განსაკუთრებით საინტერესო. ჯერ რომ კონკრეტული არაფერია, თან რომ „ფერია“... ეჰ, რატომ არის ქალი მზად მსხვერპლშეწირვისთვის მაშინაც კი, როცა მისგან ამას არავინ ითხოვს?! ისინი ხომ ღირსნი არ არიან! ვინ ისინი? – კაცები! სინამდვილეში, ყველა ქალი ხვდება და გრძნობს ამას. მაგრამ არავინ ყვირის – შეჩერდიო; არც ერთი არ ამბობს ხმამაღლა, რომ თითქმის ყოველ წუთს უშვებენ გამოუსწორებელ შეცდომას...

„გახსოვდეს საკუთარი თავი!“ – ნებისმიერმა ქალმა დევიზად უნდა გაიხადოს ეს ფრაზა და ყველაფერი მალევე დალაგდება, მაგრამ, ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს?..

***

ქეთიმ მალულად გახედა ქმარს. ვახო ტელევიზორის წინ, სავარძელში იჯდა და ტელეფონზე მესიჯს კრეფდა. „არ ვკითხავ, ვის სწერს... არ ვკითხავ“... – ჯიუტად გაიმეორა გუნებაში ქალმა, მაგრამ, წუთის შემდეგ, სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარი, ცდილობდა, მობილურის ეკრანისთვის ცალი თვალით მაინც დაეხედა.

– რა გინდა, ქეთი? – დაღლილი ხმით ჰკითხა ქმარმა, – თუ გაინტერესებს, ვინ მომწერა მესიჯი და ვის ვწერ პასუხს, მკითხე და გეტყვი. ეს თვალთვალი რა უბედურებაა?

– სულაც არ გითვალთვალებ. ეს რა ლაპარაკია? რატომ იცი ხოლმე რაღაც ისეთის თქმა, რაც გულს მატკენს? ისე ჩამოვჯექი, რა, არ შეიძლება? – აბუზღუნდა ქეთი.

– შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ, არ მსიამოვნებს შენი ასეთი საქციელი. არ მსიამოვნებს კი არა, მაღიზიანებს, თანაც საშინლად.

– რატომ? რამეს მიმალავ?

– ეგ საიდანღა მოიგონე? რას უნდა გიმალავდე? ან, რამის დამალვა რომ მინდოდეს, შენ თვალწინ დავიწყებდი მესიჯების წერას?

ქეთი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, ქმარს მხარზე მიეხუტა ლოყით და დამნაშავესავით ჩაილაპარაკა:

– ნუ მიბრაზდები. შეიძლება, ცუდად გამომივიდა, მაგრამ, უცებ ძალიან მომინდა შენ გვერდით ყოფნა.

ვახომ გაიცინა:

– არ გატყდე და არ აღიარო, რომ ცნობისმოყვარეობამ მოგიყვანა აქ... ან – ეჭვმა. სულ ტყუილად ეჭვიანობ, ჩემო ძვირფასო. ძალიან ერთგული ქმარი გყავარ. თან, უკეთ რომ მიცნობდე, იმასაც მიხვდებოდი, რომ ძალიან არ მიყვარს სკანდალები, სიმშვიდე მირჩევნია. გარდა ამისა, ძალიან ზარმაციც გახლავარ და ოჯახსგარე რომანებისთვის არ გამოვდგები.

– რაღაც, ძალიან ბევრს ლაპარაკობ ამ თემაზე, – თვალები მოჭუტა ქეთიმ, – მე ხომ არაფერი მიკითხავს?

– ვერ გავიგე, რა უნდა გეკითხა?

– არაფერი, – ქეთიმ გაჩუმება ამჯობინა, მაგრამ, ამჯერად ვახო აღარ მოეშვა:

– აბა, მითხარი, რა უნდა გეკითხა? ბოლოს და ბოლოს, დავილაპარაკოთ და გავარკვიოთ, რაც ჩვენ შორის გასარკვევი დაგროვდა. ეტყობა, საამისოდ უკვე მომწიფდა სიტუაცია.

ქეთიმ თვალები დაახამხამა:

– არაფრის გარკვევას არ ვაპირებ, მით უფრო – დღეს არა. ხომ შევთანხმდით, რომ დღეს ვისვენებთ. გახსოვს, რას დამპირდი?

კაცმა თავი დაუქნია:

– ჰო, მახსოვს. დღევანდელ დღეს ერთად ვატარებთ. ბავშვებსაც მივხედავ... კიდევ რა? თუ ამინდი გამოვიდა, გავისეირნებთ კიდეც. მაგრამ, სათქმელი მაინც უნდა ითქვას. 

– რისი თქმაც მინდოდა, უკვე ვთქვი.

– არა, – თავი გააქნია ვახომ, – ბოლო დროს თითქმის სულ გაღიზიანებული ხარ.  შეიძლება, ამის მიზეზი რაღაც გაურკვევლობა იყოს, რომელიც ჩვენ შორის არსებობს. მე არ მინდა მუდმივი კონფლიქტები. მიყვარხარ და მირჩევნია, ყოველ წუთს გასამეორებლად არ მქონდეს საქმე... ბოლომდე დავიცალოთ და მოვრჩეთ ამით.

ქეთი თავდახრილი იჯდა.

– კარგი... გეტყვი... ზოგჯერ ცოტას ვეჭვიანობ. არ მინდა, მაგრამ, ვეჭვიანობ. შენ ისეთი ყურადღებიანი აღარ ხარ ჩემ მიმართ, როგორც ადრე. სახლში რომ მოდიხარ, მე ზედაც არ მიყურებ...

– აბა, რას ამბობ? – გააწყვეტინა ვახომ და ცალი ხელი წელზე შემოხვია, მაგრამ, ქეთი არ დაჰყვა მის ალერსს:

– არა. რადგან გინდა, ყველაფერი ვთქვა, მოსმენა მოგიწევს... მოკლედ, ჩემთვის უკვე ნორმად იქცა, სანამ შენ – ჩემს ძვირფას მამაკაცს ისევ გძინავს, დილით ადრე ადგომა და ყველაფრის მოსწრება, დაწყებული საკუთარი თავის მოწესრიგებიდან, დამთავრებული საუზმითა და სადილით. იცი, როგორი შეგრძნება მაქვს? – როგორც ციყვს მბრუნავ ბორბალში. ვიცი, რომ სიყვარული – ეს არის ზრუნვა ერთმანეთზე... მაგრამ, ჩემზე რატომ არავინ ზრუნავს? ურთიერთობის მთელი ხიბლი ხომ ისაა, რომ ორივესთვის კომფორტული იყოს, – ქეთიმ შუბლზე მოისვა ხელი, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო: – სანამ შენი ცოლი გავხდებოდი, არ გიჭირდა ჩემთვის საღამოს პაემანი დაგენიშნა. მინიმუმ ოცი მესიჯი მოგეწერა დღის განმავლობაში და პატარ-პატარა სიურპრიზებით გაგენებივრებინე. ოღონდ, არ მითხრა, რომ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი საზრუნავი გაქვს – და რომანტიკისთვის დრო აღარ გრჩება. სულელი არ ვარ, ბევრს ვფიქრობ, ძალიან ბევრს და ბოლოს ერთ დასკვნამდე მივედი: ზედმეტი სიყვარულითა და ერთგულებით მომაბეზრებელი ხდები... ტყუილად აქნევ თავს უარყოფის ნიშნად. მშვენივრად ხვდები, რომ ასეა. ისიც კარგად იცი, რომ შენი მოტანილი გამხმარი ფოთოლიც კი გამახარებს, მაგრამ, არ აკეთებ ამას. აღარ აკეთებ. რატომ? გაუგებარია. მე ეს მწყინს, წყენა ნელ-ნელა გროვდება და ვიწყებთ ერთმანეთის ნერვებზე თამაშს. გგონია, მომწონს, როცა გეშპილკავები? არანაირად. მაგრამ, რა ვქნა, თავს ვერ ვიკავებ. არადა, პრობლემის გადაჭრის უმარტივესი გზაა – საერთოდ არ შექმნა ის...

– ქეთი, მომისმინე. ის, რაც ბოლოს თქვი, სიმართლეა და ბოლომდე გეთანხმები, – ვახომ აცრემლებული ცოლი ჩაიხუტა, – კარგი ქენი, რომ ეს ყველაფერი მითხარი. იცი, რას გეტყვი? ნუღარ წამოხტები დილაუთენია, ჯანდაბას საუზმეც და სადილიც. ერთად გავიღვიძოთ ხოლმე, ჩახუტებულებმა...

– სათქმელად ადვილია, – ამოიოხრა ქეთიმ, – რეალობაში არ გამოგვივა, დამიჯერე.

– ჩვენც, ვცადოთ, მოვსინჯოთ. ოღონდ, ამ სულელურ წვრილმანებზე ნუღარ ვიჩხუბებთ.

– კარგი, ნუღარ ვიჩხუბებთ. არც მე მინდა, – ბოლომდე მოლბა ქეთი, – ძალიან მიყვარხარ.

– მეც, მეც მიყვარხარ და მართლა ნერვები მეშლება – რის გამო ვჩხუბობთ... შეხედე, ვინ გაიღვიძა! – ვახომ საძინებლის შეღებული კარისკენ გაიშვირა ხელი, – უყურე, ლოგინიდან ჩამოსვლაც რომ მოახერხა... იყავი, მე მივხედავ. ჩავაცმევ და მერე ერთად ვჭამოთ... ქეთუშ, დამპირდი, რომ აღარ იეჭვიანებ. არ ვაპირებ თქვენს ღალატს, ასეთი რამ გუნებაშიც არასდროს გამივლია...

ქეთიმ თვალებში შეხედა ქმარს და გაუღიმა...

***

... მოკლედ, დროა, გავიხსენოთ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ; რომ ვართ სუსტი, ნაზი და ჰაეროვანი არსებები... იქნებ, ამის მერე მაინც,  ყველაფერი თავის ადგილას დადგეს... მამაკაცებმა ისევ იგრძნონ საკუთარი პერსონის მნიშვნელობა და სიძლიერე, ქალებმა კი ღირსების განცდით მიიღონ მათგან საქმენი საგმირონი... კიდევ – გვირილები და შოკოლადი... ახლა რა ხდება? ქალებმა სიმშვიდე და ნდობა დაკარგეს. იშვიათია ქალი, რომელსაც გვერდით საიმედო საყრდენი ჰყავდეს და ამიტომაც ვერ მშვიდდება. სულ შფოთავს და ნერვიულობს. აფორიაქებულია... გიყვარს ქმარი?! მაშინ, მთელი ცხოვრება კულისებში მოგიწევს ყოფნა. თუ რამეს მიაღწევს, დაფნის გვირგვინი შენ არ შეგხვდება. მაშ, რატომ უნდა გაიღო მსხვერპლი და არ იფიქრო საკუთარ სიამოვნებაზე?! – საკმარისია, ეს შეკითხვა დაუსვა საკუთარ თავს, რომ პასუხიც აღარ არის საჭირო, მაშინვე შვებას იგრძნობ. ხოლო, თუ პრაქტიკაშიც განახორციელებ, კიდევ უკეთესი – ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, რომ მასში უსიამოვნო სიურპრიზებს დაუთმო ადგილი. ამიტომ, ყოველთვის გახსოვდეს საკუთარი თავი...

***

ლიზამ ხმაურით დახურა კარი, თავის მაგიდასთან მივიდა და ზედ შემოჯდა. სახე ერთიანად უბრწყინავდა. ღრმა დეკოლტე მთელი სისრულით უჩენდა ლამაზ მკერდს. მოკლე კაბა მუხლებს ძლივს უფარავდა.

– არაჩვეულებრივ გუნებაზე ვარ და საშინლად არ მინდა მუშაობა. წავიდეთ რა, სადმე?! თქვენ გეუბნებით... დღეს ხომ ორშაბათია, არც იმდენი საქმე გვაქვს, როგორი სახეებითაც სხედხართ... დროზე მოიფიქრეთ, თორემ, მარტო წავალ და გავაფუჭებ რამეს.

მიხომ ალმაცერად გახედა ქალს:

– ჯერ ერთი, მაგიდიდან ჩამოდი და, მეორეც, – ცივი წყალი დალიე, ძალიან აჟიტირებული ხარ.

– მერე ეს ცუდია? აბა, შენსავით რომ ჩამომტიროდეს ცხვირ-პირი, გავგიჟდებოდი. სულ მაინტერესებს, როგორი ხარ, როცა ასეთი არ ხარ, – ლიზამ გადაიკისკისა, – მინდოდა მეთქვა, როგორი ხარ თავისუფალი და სტერეოტიპებისგან შორს, როცა პატარ-პატარა სიამოვნებებზე უარს არ ეუბნები საკუთარ თავს. თუ, არასდროს არ ხარ ასეთი?! მაშინ, მეცოდები... ნინიც არასოდეს გაგიღიმებს ისე, როგორც გიგის უღიმის...

– ლიზა, გაჩუმდი! – ვეღარ მოითმინა ნინიმ, – მოეშვი მიხოს, რას ერჩი? და, საერთოდაც, რა გჭირს დღეს?

– არაფერი, რა უნდა მჭირდეს? მშვენიერ გუნებაზე ვიყავი და მინდოდა, თქვენც გამემხიარულებინეთ. მაგრამ, ისე მიყურებთ, თითქოს რაღაც საშინელება ვიყო... ეჰ, იმუშავეთ, იმუშავეთ, თქვენგან მაინც არაფერი გამოვა... მე კი ისე მინდა, ვიყვირო, ვიხტუნო, ვიმღერო, ვიცეკვო, ბოლოს და ბოლოს.

– ლიზა, ხმას ნუ უწევ და დაწყნარდი. ამ ოფისში ჩვენ გარდა ორმოცი კაცი მაინც მუშაობს. რა გინდა, ყველა აქ შემოვიდეს ცირკის საყურებლად?!

– რატომაც არა, ზოგჯერ ცირკიც კარგია, – მხრები აიჩეჩა ლიზამ, – თორემ, საინტერესო არაფერი ხდება.

ნინიმ მკლავზე მოჰკიდა ხელი და თითქმის ძალით ჩამოიყვანა მაგიდიდან.

– წამოდი, აქვე კაფეში ყავა დავლიოთ და ვილაპარაკოთ. მინდა, რაღაც მოგიყვე.

ლიზამ ჩანთა აიღო და მიხოს ნიშნისმოგებით გაუცინა, მერე ენაც გამოუყო:

– ესეც შენ... მოგტაცე თუ არა?! ეს რა არის, გიგიც რომ მოგტაცებს, მერე უარესად იგრძნობ თავს, შე, მუდო, შენა...

ნინიმ კომპიუტერი გამორთო და ლიზას სახელოში მოქაჩა:

– წამოდი, წამოდი, სანამ ჩხუბი ატეხილა...

კაფეში თბილოდა. ლიზამ პალტო დაუდევრად მიაგდო სკამზე და ოფიციანტს ხელი დაუქნია.

– ორი შავი ყავა და ტირამისუ. ნინი, ცოტაც ხომ არ დაგველია?

– მე არ მინდა. საღამომდე ესკიზები მზად უნდა მქონდეს, მართლა ბევრი სამუშაო მაქვს. აბა, რისი მოყოლა გინდოდა?!

– გული უნდა გადაგიშალო...

ნინი შეიჭმუხნა:

– გულახდილად რომ გითხრა, არ მიყვარს და არც მინდა მოძღვრის როლში ყოფნა – არ არის ეს ჩემი სტილი...

– მოიცა, ნუ კომპლექსდები. შენ გენდობი და შემიძლია, გულახდილი ვიყო, ემოციებისგან დავიცალო. ვიცი, რომ გამიგებ და საყვედურებით არ ამიკლებ. თუმცა, ესეც არ არის პრობლემა.

– კარგი, მელაპარაკე, – ამოიოხრა ნინიმ.

ლიზამ გაიღიმა:

– ვიცი, რასაც ფიქრობ ჩემზე, მაგრამ, ისე მარტივადაც არ არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ყველას უდარდელი და ძალიან ბედნიერი ვგონივარ. მეც ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: „ბედნიერი ვარ? გამიმართლა ცხოვრებაში და როგორც მინდოდა, მართლაც ისე მაქვს ყველაფერი?“

– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ. განა ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელში არ არის? რაც არ მოგვწონს, ყოველ წუთს შეგვიძლია, შევცვალოთ. თუ, სინდისი გაწუხებს, ქმარს რომ ატყუებ?

– არა, არა, სინდისი არაფერ შუაშია. უბრალოდ, ხომ უნდა არსებობდნენ ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანები, ლოგიკა ხომ ამას მოითხოვს?!

– შენ ეჭვობ, რომ მათ რიცხვში არ ხარ?

– არ ვიცი და პრობლემაც ამაშია. დავიმსახურე თუ არ დავიმსახურე ის სიკეთეები, რაც მაქვს, ნაკლებად საინტერესოა. ფაქტია, რომ მატერიალურად არ მიჭირს. მიჭირს კი არა, სხვებთან შედარებით ფუფუნებაშიც კი ვცხოვრობ, მაგრამ, სრული ბედნიერებისთვის ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. რაღაც მუდმივად მაკლია და ეს დეფიციტი დისკომფორტს მიქმნის.

– სიყვარულია, რაც გაკლია?

ლიზამ გაიცინა და ხელი ჩაიქნია:

– სიყვარულზე განსაკუთრებული წარმოდგენის არასდროს ვყოფილვარ – ამაზე ერთხელ უკვე გელაპარაკე... ისე, კარგად ვგრძნობ თავს იმ ბიჭთან...

– მართლა? ერთად ხართ?

– ნუ, ერთად ვართ – შეიძლება, პირობითად ასეც ითქვას. რამდენჯერმე ერთად ვიწექით... ოო, ფანტასტიკური იყო, მაგრამ...

– რა – „მაგრამ“... უკვე მოგბეზრდა? – ნინის ჩაეღიმა.

– ტყუილად იღიმები. შენი ირონია საერთოდაც უადგილოა.

– ჰო, ცუდად გამომივიდა... მოკლედ, რა ხდება, მითხარი.

– მგონი, ვუყვარდები საცოდავს და მეშინია... – ამოიოხრა ლიზამ...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3