კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

ელ-შაარავის კლუბური გერლფრენდი

„მილანის” ექსცენტრიკული ფორვარდი სტეფან ელ-შაარავი, მეტსახელად „ფარაონი,” კლუბური ცხოვრების მოყვარული აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, მნიშვნელოვანი მატჩების წინა ღამით „ფარაონი” ადრე იძინებსო, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით, ცნობილი გახდა, რომ ელ-შაარავი ღამეებს ერთ-ერთ მილანურ კლუბში ატარებდა, სადაც მისი გერლფრენდი – ესტერ ჯიორდანო ფიარმენეჯერად მუშაობს. ამავე დროს, იტალიური პრესა ირწმუნება, რომ კლუბური ცხოვრებისადმი სიყვარულის მიუხედავად, ელ-შაარავი საკმაოდ სერიოზულია და მარიო ბალოტელივით თავქარიანი არ გახლავთ. 

 

რაშიდ უოლესის მეორედ დასრულებული კარიერა

„ნიუ-იორკს ნიქსის” ვარსკვლავმა რაშიდ უოლესმა გადაწყვიტა კარიერა დაასრულოს. როგორც ჩანს, კალათბურთელმა მას შემდეგ, რაც ფეხი მოიტეხა, სრულად მომჯობინება ვერ მოახერხა და მეორედ გადაწყვიტა კარიერის დასრულება. პირველად სპორტიდან წასვლა უოლესს 2010 წელს უნდოდა, თუმცა გადაიფიქრა. ამჟამინდელი გადაწყვეტილება კი, სავარაუდოდ, საბოლოო იქნება. უოლესი ფეთქებადი ხასიათითაა ცნობილი, რომელსაც NBA-ს  რეკორდი ეკუთვნის ტექნიკური ჯარიმების რაოდენობით – სულ 304 კარიერის განმავლობაში. მისი დებიუტი ნაციონალურ ლიგაში 1995 წელს შედგა. 2004 წელს კი, საჩემპიონო ტიტული მოიპოვა „დეტროიტთან” ერთად.

 

რომის პაპი – კოლექციონერი

რომის პაპი – ფრანცისკი ფეხბურთის დიდი ქომაგი და არგენტინული „სან-ლორენცოს” ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია. პონტიფიკოსი, ასევე, საფეხბურთო მაისურების კოლექციონერიც ყოფილა და რამდენიმე ხნის წინ, მას „ბარსელონას” ვარსკვლავის, ლიონელ მესის ავტოგრაფიანი მაისური გადასცეს საჩუქრად. მანამდე კი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჰოიმ უსახსოვრა რომის პაპს ესპანეთის ნაკრების მაისური ფეხბურთელთა ავტოგრაფებით. ცნობილია, რომ აგვისტოში პაპის საყვარელი კლუბი ამხანაგურ მატჩებს გამართავს რომში – „რომასთან” და „ლაციოსთან”.

 

ნეიმარის კომიქსები

ბრაზილიის ნაკრების ახალი თაობის ვარსკვლავი – ნეიმარი საბავშვო კომიქსების გმირი გახდა. „სანტოსის” თავდამსხმელი პელეს, რონალდოსა და რონალდინიოს შემდეგ, მეოთხე ფეხბურთელია, რომლის შესახებაც კომიქსების სერია გამოიცემა. კომიქსების ავტორი, კარიკატურისტი მაურისიო დე სოუზაა. ნახატებში ნეიმარს თავისი საფირმო ვარცხნილობა შენარჩუნებული აქვს. კომიქსების პირველი სერია სახელწოდებით „ნიჭიერი ბიჭი” ბრაზილიაში გაყიდვაში სულ მალე გამოვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს კომიქსი ისევე წარმატებული იქნება, როგორც რონალდოს ან პელეს კომიქსებია.

სერენას ახალი ფოტოსესია

სერენა უილიამსმა მაიამის პლაჟზე ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ჩოგბურთელმა ფოტოობიექტივის წინ შავ-თეთრ საცურაო კოსტიუმში იპოზიორა და როგორც ჩანს, ხაზი თავისი სხეულის სისავსეს გაუსვა. უილიამსს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომელთა თქმით, მსგავსი საცურაო კოსტიუმის ჩაცმა პირველ ჩოგანს არ მოუხდა და დროა უილიამსმა თავი შეიკავოს მსგავსი ფოტოსესიებისგან. ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ 31 წლის სპორტსმენმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ასაკის მატებას განიცდის და სიბერის ეშინია.


შეიკის კონკურენტი

„რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს არაერთი ცნობილი ლამაზმანი ეტრფის და რუსი სუპერმოდელის, ირინა შეიკის ადგილზე ყოფნას ოცნებობს. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მოდელი რაიან საგდენი ძალიან ახლოსაა მიზანთან, – მისი სასიყვარულო კავშირი რონალდუსთან დადასტურდა. ჯერჯერობით პაპარაცებს რონალდუ და საგდენი ერთად არ დაუფიქსირებიათ, თუმცა ეს მხოლოდ დროის ამბავია. ცნობილია, რომ ფეხბურთელს ხშირი მიმოწერა აქვს მოდელთან, სანამ ის სხვადასხვა პროექტით მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში იმყოფება.

 

განქორწინება 12 მილიონზე

ურუგვაის ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის” ვარსკვლავი – ედინსონ კავანი შესაძლოა, გაკოტრდეს. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელი განქორწინების პროცესშია და თუკი სასამართლო მარია სოლდადოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, კავანის 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს ექსმეუღლისთვის. კავანის სახელთან დაკავშირებული სკანდალი დიდი ხანია, გახმაურდა იტალიურ პრესაში, ჯერ იყო და ფეხბურთელი ვიღაც 22 წლის ლამაზმანთან ერთად დააფიქსირეს კლუბში, რასაც მარია სოლდადოს სარჩელი მოჰყვა განქორწინებაზე. მოკლედ, ნეაპოლში დიდი ამბები დატრიალდა და შესაძლოა, კავანიმ გუნდის გამოცვლაზეც კი იფიქროს.

 

ტოტი წასვლას არ ჩქარობს

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და იტალიური „რომას” ლიდერი, 36 წლის ფრანჩესკო ტოტი დიდი ფეხბურთიდან წასვლას არ ჩქარობს და აცხადებს, რომ სანამ ლეგენდარული სილვიო პიოლას რეკორდს არ მოხსნის, ბუცებს ლურსმანზე არ დაკიდებს. ამ მომენტისთვის ტოტის ანგარიშზე 227 გოლია, სილვიო პიოლა 274 გოლით ლიდერობს იტალიის ყველა დროის ბომბარდირთა შორის. ფეხბურთელი 2016 წლამდე, ანუ 40 წლის ასაკამდე, აპირებს თამაშს და 300-გოლიანი ნიშნულის მიღწევას ეცდება. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სეზონში ტოტიმ 12 გოლის გატანა მოახერხა, მოსალოდნელია, პიოლას რეკორდს საფრთხე შეექმნას.

скачать dle 11.3