კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

პირველი Samsung Galaxy S4 – „შენი ცხოვრების კომპანიონი“ – უკვე საქართველოშია!

პირველი Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია და საბურთალოს ქუჩაზე მდებარე „ალტას“ შოურუმში განთავსდა. ტექნოლოგიურ სამყაროში წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენას Samsung-ის სმარტფონს Galaxy S4-ს დაცვის თანხლებით აეროპორტში დახვდნენ და 30-მანქანიანი საგანგებო კორტეჟით, დროშების ფრიალითა და „პეტარდების“ იასამნისფერი კვალით მიაცილეს „ალტას” საბურთალოს მაღაზიაში, სადაც ხალხი მას დილიდან ელოდებოდა. სახალისო და მასობრივი გათამაშების შემდეგ პირველი Galaxy S4-ის მფლობელი  სტუდენტი რუსუდან ტყემალაძე გახდა.

– 24 აპრილიდან დაიწყება წინასწარი შეკვეთების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შეეძლებათ, გააკეთონ წინასწარი შეკვეთები Samsung Galaxy S4-ზე ექსკლუზიურად „ალტას“ მაღაზიაში და 29 აპრილს, ოფიციალურ გაყიდვებამდე 10 დღით ადრე, მიიღონ სმარტფონი „სამსუნგის“ ინოვაციურ აქსესუართან ერთად. სმარტფონის ღირებულება 1 499 ლარი იქნება; ამ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, მომხმარებელი სახლში მიტანის უფასო სერვისით ისარგებლებს, – აცხადებს „ალტას“ დირექტორი ირაკლი კაკაბაძე.  

Galaxy S4 მისი წინამორბედი მოდელის –Galaxy S3-ის ყველა ღირსებით არის აღჭურვილი, მაგრამ, ამავდროულად, იმდენი ტექნოლოგიური ინოვაცია აქვს დამატებული, რომ მას არა მხოლოდ წინამორბედზე, არამედ, ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სმარტფონზე ერთი თავით მაღლა აყენებს. Galaxy S3-მა თავის მხრივ უდიდეს წარმატებას მიაღწია და მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონზე მეტი ოდენობით გაიყიდა.

ახალი მოდელის Galaxy S4-ის მეშვეობით 5-დუიმიან ეკრანზე ინტერნეტგვერდების გადაფურცვლა შეხების გარეშე, მზერითაა შესაძლებელი. სმარტფონს აქვს დახვეწილი დიზაინი, დიდი  ეკრანი და გამძლე ელემენტი, წინამორბედზე უფრო თხელია (7,9 მილიმეტრი) და მსუბუქი (130 გრამი). ამ ეტაპზე გაიყიდება მხოლოდ ორი ფერი: შავი და თეთრი. 

სმარტფონს გააჩნია მსოფლიოში პირველი Full HD რეზოლუციის Super AMOLED ეკრანი, რომელიც საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს. მის 5-დუიმიან ეკრანს გააჩნია 441 პიქსელ/დუიმიანი ჩვენების PPI ხარისხი. ორივე მხარეს  განლაგებულ კამერებს აქვს ერთდროულად გადაღების ფუნქცია. ძირითადი კამერა იღებს 13 მეგაპიქსელს, ხოლო ფრონტალური კამერა – 2 მეგაპიქსელამდე გაფართოებით. სმარტფონი იღებს ერთდროულად ფოტოსა და ვიდეოს. გადაღების 8 სხვადასხვა რეჟიმის საშუალებით შესაძლებელია ორი კამერის მიერ გადაღებული სურათების ერთში გაერთიანება, ორმაგი კამერა კი საშუალებას იძლევა, ვიდეოზარის განხორციელებისას დაენახვოთ მოსაუბრეს და, ამავდროულად, აჩვენოთ ის გარემო, სადაც იმყოფებით. 

ნამდვილად რევოლუციურია ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას, მართო სმარტფონი ეკრანზე შეხების გარეშე.  მაგალითად, თუ მომხმარებელი მოწყვეტს მზერას და მას აღარ უყურებს, ვიდეო თავისით პაუზდება. სმარტფონი აანალიზებს მაჯისა და მზერის მოძრაობას, რის შედეგადაც თავად ფურცლავს ელექტრონულ წერილებს ან ინტერნეტ-გვერდებს. Galaxy S4-ს Samsung-ის ინჟინრებმა სურათიდან არასასურველი ობიექტების ან ადამიანების წაშლის, ანიმაციური ფაილებისა და სერიული გამოსახულებების ფუნქციებიც რეალობად აქციეს.

Galaxy S4-ის მფლობელს, სურვილისამებრ, შეუძლია, სმარტფონის საშუალებით აკონტროლოს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც: დისპლეიზე მუდმივად ჰქონდეს წნევისა და სისხლში შაქრის დონის შესახებ ინფორმაცია, ასევე, გამოიყენოს ბარომეტრი  და თერმომეტრი. 

Galaxy S4 აპრილის ბოლოსთვის 155 ქვეყანაში გაიყიდება, საქართველოში კი უკვე 24 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. Galaxy S4-ის სლოგანია – „შენი ცხოვრების კომპანიონი“.

скачать dle 11.3