კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მარკის ავტომობილი შეიძინა 850 ათას დოლარად მაჰარაჯას შვილიშვილმა და რა კავშირი აქვს ესპანეთის მეფის „მერსედესს“ ადოლფ ჰიტლერთან

მიუხედავად იმისა, რომ მონარქიული მმართველობა მსოფლიოს რადენიმე სახელმწიფოშია შემორჩენილი, ტერმინი – სამეფო ეკიპაჟი, დღემდე აქტუალურია. თუმცა,  ცხენები და „კარეტები” დიდი ხანია, ჩაანაცვლა ოთხბორბლიანმა ავტომობილებმა, რომელთა შორისაც უნიკალური ეგზემპლარებიც მოიძებნება. „ფორბსმა” შეისწავლა, თუ რომელი ავტომობილებით გადაადგილდებიან მონარქიული ოჯახები და საინტერესო ტოპ-რეიტინგი შეადგინა.

იორდანიის მეფე აბდალა მეორე – „მერსედეს-ბენც 300SL”

იორდანიის სამეფო ოჯახი გადაადგილებისთვის რეტრო-ავტომობილს „მერსედეს-ბენც 300SL-ს“ გამოიყენებს. ეს არის ომის შემდგომი პირველი სპორტული ავტომობილი, რომელიც 1954 წელს გაიტანა გერმანულმა ავტოგიგანტმა ნიუ-იორკის ავტოსალონის ჩვენებაზე. ამ ავტომობილის მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ სოფი ლორენი, პაბლო პიკასო, ელვის პრესლი... იორდანიის მეფე ჰუსეინ პირველი არ ჩამორჩა დასავლელ ვარსკვლავებს და ეს ავტომობილი შეიძინა, რომლითაც ამჯერად მისი მემკვიდრე აბდალა მეორე სარგებლობს. 

დანიის დედოფალი მარგრეტე  – „როლს-როის Silver Wraith,” 1958 წლის გამოშვება

40-წლიანი „სტაჟის“ მქონე მონარქი, დანიის დედოფალი, მარგრეტე 50-მდე ავტომობილის მფლობელია. თუმცა, მისი ავტოფარეხის ფლაგმანი ავტომობილია რარიტეტული „როლს-როის Silver Wraith.” ის სულ 25 ეგზემპლარი იყო გამოშვებული. ავტომობილი მარგრეტეს მამამ, მეფე ფრედერიკ მეცხრემ შეიძინა და ოფიციალური სტუმრების მიღებისას გამოიყენებდა. იგივე დანიშნულება აკისრია ავტომობილს დღესაც. დიდი გაბარიტების მიუხედავად, ის საკმაოდ სწრაფი ავტომობილია, რადგან 4,8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და შეუძლია, 190 კილომეტრ-საათი სიჩქარე განავითაროს. დანიური კანონის თანახმად, დედოფლის ავტომობილს სერიული ნომრის ნაცვლად, სამეფო გვირგვინი ამშვენებს.

ესპანეთის მეფე ხუან-კარლოს პირველი – „მერსედეს-ბენც G4”, 1939 წლის გამოშვება

ესპანეთის მეფე ავტომობილების დიდი მოყვარულია და თავადაც სიამოვნებით მართავს საჭეს. ზუსტად რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული სამეფო ავტოფარეხში უცნობია, თუმცა მათი უმეტესობა რომ რარიტეტულია, ეს საიდუმლო არ გახლავთ. მათ შორის აღსანიშნავია 1939 წლის გამოშვება „მერსედეს-ბენც G4”, რომლის რესტავრაცია მონარქის თხოვნით რამდენიმე ხნის წინ მოხდა. ეს ავტომობილი ნაცისტური გერმანიის ლიდერებისთვის დამზადდა და მისი სერიული წარმოება არ მომხდარა. მსგავსი ავტომობილი ამჟამად სულ სამი ცალია დარჩენილი. ხუან-კარლოსის „მერსედესი” წარსულში გენერალ ფრანკოს ეკუთვნოდა, რომელიც მან პირადად ადოლფ ჰიტლერისგან მიიღო საჩუქრად.

ყატარის ემირი ჰამად ბინ ჰალიფა ალ-ტანი – „პაგანი ზონდა უნო”

აღმოსავლელი მონარქები სპორტული ავტომობილების სიყვარულით გამოირჩევიან და არც ყატარის ემირია გამონაკლისი. ის რამდენიმე ათეული ავტომობილის მფლობელია. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია იტალიური ავტომწარმოებლის „პაგანი აუტომობილის” მიერ გამოშვებულ ერთადერთ, ექსკლუზიურ ეგზემპლარს – „პაგანი ზონდა უნოს”. ეს სუპერავტომობილი, აღჭურვილია 7,3-ლიტრიანი ძრავით და შეუძლია, 300 კილომეტრ-საათი სიჩქარე რამდენიმე წამში განავითაროს. ამ ავტომობილით მგზავრობა უყვარს ემირის შვილს, პრინც ტამიმ ალ-ტანის.

საუდის არაბეთის მეფე აბდალა იბნ აბდელ აზიზი – „BMW M5 E60”

საუდის არაბეთის 89 წლის მონარქის ავტომობილი „BMW M5 E60” პლანეტის ერთ-ერთი უსწრაფესი სპორტული მანქანაა. 367 კილომეტრ-საათ სიჩქარეს ავტომობილი 4,2 წამში ავითარებს. ტიუნინგზე პასუხისმგებელი გერმანული კომპანია ავტოატელიე „ლუმა” გახლდათ, რომელიც უკანასკნელი 20 წელია ელიტური ავტომობილების ტიუნინგით არის დაკავებული. 

მონაკოს მთავარი ალბერ მეორე – „ლექსუსი LS 600h L”

მონაკოს მთავარი დიდ ყურადღებას აქცევს გარემოს სისუფთავეს და ამიტომაც მისი ავტომობილი ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მუშაობს. საკუთარ ჯვრისწერაზე ალბერ მეორე სწორედ „ლექსუსი LS 600h L” ჰიბრიდული ავტომობილით მივიდა, რომელიც მთლიანად ელექტროძრავაზე მუშაობს. ავტომობილი სპეციალური დაკვეთით, ექსკლუზიურად მონაკოს მთავრისთვის დამზადდა და შეღებვის დროსაც კი, სპეციალური, ეკოლოგიურად სუფთა საღებავი იყო გამოყენებული. ამ მარკის ავტომობილი ერთადერთი არ გახლავთ მონაკოელი დიდგვაროვნის  ავტოფარეხში. სამეფო ოჯახი მთლიანად ამ იაპონელი ავტომწარმოებლის მომხმარებელია.

რადჯკოტას მაჰარაჯას შვილიშვილი, მანდატასინ ჟადეი – „როლს-როის სტარ ოფ ინდია”, 1934 წლის გამოშვება

2 წლის წინ რარიტეტული ავტომობილი „როლს-როის სტარ ოფ ინდია”  850 ათას დოლარად გაიყიდა, არადა ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ თანხა რამდენიმე მილიონი დოლარი იქნებოდა. ავტომობილის მფლობელი გახდა მანდატასინ ჟადეი, მაჰარაჯას შვილიშვილი, რომლისთვისაც შეიქმნა ეს მოდელი 1934 წელს. ავტომობილი ინდოეთის ნაციონალურ ფერებში გახლდათ შეღებილი და ამიტომაც ეწოდა „სტარ ოფ ინდია,” ანუ ინდოეთის ვარსკვლავი. 

შვედეთის მეფე კარლ მეთექვსმეტე გუსტავი – „ვოლვო C30”

შვედეთის მეფე კარლ გუსტავი მოკრძალებული „ვოლვოთი” გადაადგილდება, თუმცა ამ მარკის ავტომობილი არ გახლავთ ერთადერთი მის ავტოფარეხში. ამჟამად მეფე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით გადაადგილდება. თუმცა, მანამდე მას ნახავდით „ფორდ მუსტანგის“, „პორშეს,“ „ფერარის“ საჭესთან. აღსანიშნავია, რომ შვედეთის მეფე არ სარგებლობს პრივილეგიებით და სტოკჰოლმში გადაადგილების დროს, ისევე, როგორც სხვები, დგას საცობებში და ემორჩილება საგზაო წესებს. შვედეთში მონარქის გამო ქუჩების გადაკეტვა არ ხდება.

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო – „ტოიოტა Century Royal”

2006 წელს იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ და მისმა მეუღლემ მიტიკომ გადაწყვიტეს, „ნისანი” „ტოიოტაზე” გაეცვალათ. საიმპერატორო „ლიმუზინი“ ექსკლუზიური მოდელია, ის აღჭურვილია 5-ლიტრიანი ძრავით და ძლიერი ჯავშნით. ავტომობილის შიდა ინტერიერიც იაპონურ ნაციონალურ მოტივებზეა მოწყობილი, ბრინჯის ქაღალდისა და იაპონური შირმ სედზის სტილში. იმპერატორის ავტომობილი ერთადერთია მთელ იაპონიაში, რომელსაც სანომრე ნიშნები არ გააჩნია. 

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ მეორე – „ბენტლი Arnage Red Label”

დედოფლის ტახტზე ასვლიდან 50-ე წლისთავზე კომპანია „ბენტლიმ” სამეფო ოჯახს საჩუქარი გაუკეთა და ექსკლუზიური მოდელის „ლიმუზინი“ აჩუქა. სამეფო „ლიმუზინის“ აწყობა ორი წელს მიმდინარეობდა. ის აღჭურვილია 6,75-ლიტრიანი ძრავით და ავითარებს 210 კილომეტრ-საათ სიჩქარეს. ძრავა აირზე მუშაობს და ეს ნაკლებად აბინძურებს გარემოს. პირველად ამ ავტომობილით სამეფო ოჯახმა, ელიზაბეთ მეორის და ედინბურგის პრინც ფილიპის თამადობით 2002 წლის 4 ივლისს იმგზავრა.

скачать dle 11.3