კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

 

კითხვა: როგორ მოვუარო ოთახის ბეგონიას?

პასუხი: ბეგონია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას სითბო ესაჭიროება და ასევე სინათლე. ბეგონიის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ, ზაფხულობით მათ ერთნაირი მოვლა სჭირდებათ. მცენარე გარეთ გაიტანეთ და ეცადეთ, რომ გაფანტულ მზის სხივებზე დადგით. მას არ უყვარს, როდესაც ნიადაგი გაუშრება, ასევე, არც გადამეტებული წყალი მოსწონს, ამიტომ, მორწყეთ რეგულარულად, ხოლო ზამთარში შეიტანეთ ბინაში და ამყოფეთ 18-22 გრადუს ტემპერატურაზე.  წყალი დაასხით კვირაში ერთხელ, მცირე რაოდენობით. ამ მცენარეს არ უყვარს ორპირი ქარი. ის იოლი გასამრავლებელია  როგორც კალმით, ასევე მისივე თესლით. ბეგონია არსებობს ბოლქვიანი და ჩვეულებრივი. ორივეს ერთნაირი მოვლა და პირობები ესაჭიროება.

კითხვა: შეიძლება თუ არა ოთახის პალმების გარეთ გატანა და რამე დაავადებებს ხომ არ „აიკიდებს“?

პასუხი: რადგან პალმა არის ტროპიკული მცენარე და სიცხეების მოყვარული, ეცადეთ, მის გარეთ გატანაზე ჯერჯერობით თავი შეიკავოთ,  რადგან, ჯერ კიდევ არ არის სტაბილური ტემპერატურა. პალმები და სხვა ტროპიკული და სითბოს მოყვარული მცენარეები ვერ იტანენ არასტაბილურ ტემპერატურას. ამიტომ, ეცადეთ მოუაროთ სახლის პირობებში და გარეთ გაიტანეთ აპრილის 15-20-დან, როცა ღამის ტემპერატურა მიაღწევს 14-18 გრადუს სითბოს. პალმას არ უყვარს ხშირი გადარგვა და, ასევე, არ სიამოვნებს ზედმეტად გამომშრალი ნიადაგი. გაითვალისწინეთ, რომ პალმებს წყალი უნდა დაუსხათ ზაფხულში კვირაში ორჯერ, ხოლო ზამთარში – თვეში ორჯერ, რათა არ გამოშრეს ფესვთა სისტემა. მცენარე მრავლდება თესლით და ამონაყრებით.

კითხვა: ჩემი ლილიები ახლა ამოდის. ამით რამე საშიშროება ხომ არ ემუქრება?

პასუხი: ლილიები საერთოდ არის სუბტროპიკული მცენარე, ამიტომ, ამოდის, როდესაც ტემპერატურა აღწევს 8-13 გრადუსს. ლილია თუ ცოტა ადრე ამოვიდა, არ ინერვიულოთ, საშიში არაფერია. ეს მცენარე მკაცრად არეგულირებს თავისი ზრდის განვითარებას, ამიტომ, დატოვეთ როგორც არის. ზაფხულში გახსოვდეთ, რომ ლილიებს არ მოაკლოთ წყალი და ასევე საკვები მინერალები. გაითვალისწინეთ, რომ, უნდა მიაწოდოთ ისეთი სასუქები, რომლებშიც ნაკლებია აზოტის შემცველობა. ლილიები კარგი მოსავლელია, თან, კარგად მრავლდება თავისივე ბოლქვით. ეცადეთ, ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ ამოიღოთ მიწიდან და დაყოთ. ამ მცენარის კარგი მოვლის შედეგად, შესაძლოა, მიიღოთ 3-5 ბოლქვი, რომლებიც ძირითადი ბოლქვის ჯიბეზეა მიმჯდარი. ეს შვილები შეგიძლიათ, მოაცალოთ და ცალკეულ ქოთნებში ჩარგოთ.

კითხვა: სახიფათოა თუ არა ოლეანდრას მოვლა სახლის პირობებში?

პასუხი: ოლეანდრას სამშობლო ტროპიკებია, ამიტომ, მას უყვარს მზიანი ადგილი, თუმცა, ასევე ჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს. ოლეანდრა ჩვენთან, საქართველოში, კარგად ეგუება კლიმატურ პირობებს, ამიტომ, არ არის აუცილებელი, რომ ის ბინაში იყოლიოთ. მისი როგორც ფოთოლი, ასევე ფესვებიც, შხამიანია, მაგრამ, ეს საერთოდ არ უქმნის ადამიანს საშიშროებას. მთავარია, რომ ფოთოლი არ დაანაწევროთ და  პირის ღრუში არ მოხვდეს, სხვა მხრივ კი ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ოლეანდრა ყვავის ძალიან ლამაზად და დიდხანს. მისი ყვავილები მრავალი ფერის არსებობს: წითელი, თეთრი, ყვითელი, მუქი წითელი და ჭრელიც კი. მცენარე მრავლდება ამონაყარითაც და თესლითაც. მას უყვარს ნესტიანი და მზიანი ადგილი. მცენარეს ადრე გაზაფხულზე და შემოდგომით მიეცით სასუქები, ასევე, სასურველია, ფესვებში ჩაუსხათ ნაკელიანი წყალი. 

 

скачать dle 11.3