კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (50)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა ნიშნებით გამოიხატება ცხოველზე ლეიშმანიოზი და როგორ უნდა მივხვდეთ ამ დაავადების საწყის ფორმას?

პასუხი: ლეიშმანიოზს აქვს რამდენიმე ფორმა. ამ დაავადების დროს ძაღლს პირველად ეწყება უკანა ფეხების სისუსტე, უხასიათოდ არის, დავარდნილია, თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი შეინიშნება. ზუსტი დიაგნოსის დასმა ლეიშმანიოზის შემთხვევაში ბარძაყის ძვლიდან ბიოფსიის აღებით ხდება, რაც საკმაოდ რთული პროცედურაა. ბოლო დროს იმუნური ტესტები შემოვიდა და მეტ-ნაკლები სიზუსტით გვიჩვენებს ლეიშმანიოზის არსებობას. ტემპერატურა იმატებს. ამიტომ, როგორც კი ძაღლს უხასიათობას შეატყობთ, მაშინვე ექიმს უნდა მიუყვანოთ. ლეიშმანიოზის საწყის ეტაპზე ცხოველმა ცხვირის აქერცვლა იცის, თან, ცოტა შეუსივდება კიდეც. ყურების ბოლოები თითქოს შეუხმება, თვალებიდან გამონადენი აქვს. ასეთ შემთხვევაში მას ექიმმა უნდა მიხედოს, თქვენ ვერ უმკურნალებთ, რადგან, ძალიან სპეციფიკური მკურნალობის კურსია, საჭიროა გადასხმები. გლუკანტინი, რომელიც ძაღლის ორგანიზმში შეჰყავთ, ქიმიური პრეპარატია და მისი ატანა ცხოველისთვის საკმაოდ ძნელია. 

კითხვა: მალე ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და მინდა ძაღლი ვაჩუქო. რას მირჩევთ, რომელი ჯიშის ძაღლი ჯობია, ვუყიდო (მხედველობაში მაქვს პატარა ტანის ძაღლი)?

პასუხი: გირჩევთ, ამ სახის საჩუქარისგან საერთოდ შეიკავოთ თავი და მეგობარს სხვა რამე აჩუქოთ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა, თქვენს მსგავსად, სიურპრიზის სახით, მეგობრისთვის ესა თუ ის ჯიშის ძაღლი უჩუქებიათ, მაგრამ, ძაღლის ახალ პატრონს ეს დიდი სერიოზულობით არ მიუღია და მცირე დროით დაკავებულა ცხოველის მოვლით, ისიც, მხოლოდ გართობის სახით. ამიტომ, ჯობია, უარი თქვათ მსგავს საჩუქარზე. თუ ადამიანს ძაღლი არ უნდა (რაც თქვენ არ იცით), საჩუქარზე უარს ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, როგორც წესი, გააჩუქებს. ხოლო, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მეგობარი ცხოველების დიდი მოყვარულია, მაშინ, აჯობებს, წინასწარ უთხრათ საჩუქრის შესახებ, რის შემდეგაც ის მოემზადება და სიამოვნებით დაელოდება ოჯახის ახალ წევრს.

კითხვა: ჩემი ძაღლი 12 წლის არის და უკვე ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, აღარც გვეკონტაქტება და წევს თავისთვის. მირჩიეს, რომ მის ასეთ წვალებას, ჯობია, „დავაძინო“, მაგრამ, ამას ვერ ვაკეთებ, რადგან მეცოდება. იქნებ, თქვენ მითხრათ, რამდენად მიღებულია ასეთი მეთოდი?

პასუხი: საერთოდ, ძალიან ცუდია ძაღლის „დაძინება,“ მაგრამ, მე ჩემი ინდივიდუალური ხედვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ ძაღლი დაავადებულია ისეთი დაავადებით, რომელიც არ იკურნება და ის საშიშია პატრონის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის (მაგალითად, ლეიშმანიოზით, ცოფით, ლეიკემიით და ასე შემდეგ), ძაღლი უნდა „დააძინოთ“. არის მეორე მომენტიც, მაგალითად – სიბერე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. თუ ძაღლი სიბერისგან იმ მდგომარეობამდეა მისული, რომ ძალიან იტანჯება, მაგალითად, დაეწყო ძვლების დაშლა, სახსრების განუკურნებელი ანთება ან რამე მსგავსი, ჩემი აზრით, ჯობია ის დააძინოთ. ჩემთვის დაუშვებელია ძაღლის „დაძინება“ იმის გამო, რომ მას სიბერისგან მხედველობა დააკლდა ან ისე ვეღარ იყეფება, როგორც ადრე. არსებობს ასეთი ფრაზა: თუ მოიშინაურეთ ცხოველი, კეთილი ინებეთ და ბოლომდე მოუარეთ!

скачать dle 11.3