კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იბადება თუ არა თითოეული ჩვენგანი დედამიწაზე კონკრეტული მისიით და რატომ უნდა დავემორჩილოთ კოსმოსის კანონებს

ყველას აინტერესებს, რას უქადის მას ცხოვრება მომავალში, ბედნიერი იქნება თუ უბედური, ფულიანი თუ უფულო, რამდენ ხანს იცოცხლებს, ვინ იქნება მისი ცხოვრების თანამგზავრი, რამდენი შვილი ეყოლება და ასე შემდეგ. ცნობისმოყვარეობა ადამიანის თვისებაა და, ამიტომ, საკუთარი მომავლის შესახებ თუნდაც სულ მცირე ინფორმაციის მოპოვებას სხვადასხვა, უმეტეს შემთხვევაში, პრიმიტიული გზით ცდილობს, მაგალითად: მკითხავთან ვიზიტით, ყავაში, წყალში ჩახედვით, ბანქოს გაშლითა და უამრავი სხვა მეთოდით, რომლებიც შორი წარსულიდან იღებს სათავეს. ბუნებაში, მით უმეტეს, ადამიანის ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება. ნებისმიერი მოვლენა ასტრალში დიდი ხნით ადრე მზადდება და განსაზღვრულ დროს  ხორციელდება. სწორედ ამას ვუწოდებთ ბედისწერას. ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, როცა პიროვნების ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ წარიმართა. ის, ვისაც არაფერი აკლდა და თავი უბედნიერესი ეგონა, მიუსაფარი და უბედური შეიქნა, ღატაკი კი არნახული სიმდიდრის პატრონი გახდა. ამიტომაც ამბობენ, არავინ იცის, ბედი ვის რას გვიმზადებსო. 

განსაკუთრებული ფენომენური ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს ნამდვილად შეუძლია მრავალგანზომილებიან სივრცეში წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან ინფორმაციის მიღება. მომავლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობს და არიან ისეთებიც, ვისაც ამ ინფორმაციის წაკითხვის  უნარი აქვთ. რაც შეეხება ბედის შეცვლას: სინამდვილეში, ხდება არა მისი შეცვლა, არამედ, კორექცია. ანუ, შეგვიძლია, საკუთარ ბედ-იღბალში ჩვენივე ძალისხმევით შევიტანოთ კორექტივები, ცვლილებები, რაც შემდგომ, შესაძლოა, ცხოვრების უკეთ მოწყობაში დაგვეხმაროს. ცხადია, ასეთი კორექტივის შეტანა იმას არ ნიშნავს, რომ რაც შუბლზე დაბადების მომენტში დაგეწერათ, მას ასცდებით. ჩვენი ქმედებები სამყაროში არსებულ ჩვენსავე „პერსონალურ კომპიუტერში” ინახება და გარკვეული დროის შემდეგ გვიბრუნდება. კოსმოსში გასული აზრი, შესაძლოა, იმავე დღეს ან რამდენიმე წლის შემდეგ დაგვიბრუნდეს და მას ვერავინ აღუდგება წინ. გირჩევთ, თუ საქმე არ გამოგდით, ცხოვრებაში არ გიმართლებთ, მაინც არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ ჩათვალოთ. შეიძლება, ასეთი შეფერხებებით ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, გცდით და თქვენგან ელის გამოწვევას. თუ ბიზნესში არ გაქვთ ბედი, ესე იგი, სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ ძალები; თუ არ გიმართლებთ პოლიტიკაში, მაშინ კურსი შეიცვალეთ. პროფესია თქვენი კარმის მიხედვით უნდა აირჩიოთ და ბედისწერა თავად მიგიყვანთ იმ პროფესიამდე, ბედიც რომ გაგიღიმებთ და კარმული თვალსაზრისითაც მოგებას მოგიტანთ. ბევრმა არ იცის, რა არის კარმა და რა დანიშნულება აქვს მის კარმულ-კოსმიურ მისიას დედამიწაზე. მისი წარმომავლობის რეალური არსი პირველად დაფიქსირდა ინდუიზმში. მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს რელიგიაში სიტყვა „კარმა“ ნიშნავს „ჩადენილს“. რეალურად, კარმა ნებისმიერი მიზანმიმართული და განზრახი ქმედებაა, რომელსაც თავისი შედეგი მოსდევს; ამასთან, აზრიც და სიტუაციაც ქმედებად ითვლება. ასტროლოგიურად, კარმას თავისი კანონი აქვს. კარმის კანონი მოქმედებს ისე, რომ თითოეული ჩვენი მოქმედება ანაბეჭდს მომავალში დატოვებს და წინ დაგვხვდება.

თითოეული ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე და შესაბამისად, თავისი გაკვეთილი კარგად უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს ის, რასაც კოსმოსი უქადის. ეს ადამიანებს თავისი მდგომარეობის უკეთ გაცნობიერებაში ეხმარება. დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ტექსტს და გაიგეთ, რა არის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე:

ვერძი – თქვენ დაიბადეთ იმ დროს, როცა ბუნება გაღვიძებას იწყებს. სწორედ ამიტომ, მოგეცემათ უზარმაზარი ენერგია. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, გაუნაწილოთ ეს ენერგია სხვა ადამიანებს. დაეხმაროთ უმწეოებს. იყავით გულღია, კომუნიკაბელური, ქველმოქმედი და ადვილად შეძლებთ ბედნიერების მოპოვებას.

კურო – მეტი კონტაქტი იქონიეთ ახლობლებთან, მეგობრებთან. ნუ იქნებით დიქტატორი.  მეტი ყურადღება მიაქციეთ, რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები და გაითვალისწინეთ მათი რჩევები. ეს თქვენი კარმული მისიაა, რაც ბედნიერებას მოგიტანთ.

ტყუპები – იბრძოლეთ თქვენი სიმართლისთვის და შემოიკრიბეთ გარშემო ერთგული ადამიანები. ამით გარშემო ჰარმონიულ გარემოს შეიქმნით და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ.

კირჩხიბი – იაზროვნეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ და არა ისე, როგორც გირჩევენ. აწმყოში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე, რაც მომავალში თქვენ წარმატებას მოგიტანთ.

ლომი – შეეცადეთ, გარემოცვა და სამყარო ისეთი მიიღოთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გსურთ, რომ იყოს. მაშინ ცხოვრებაც გაგიადვილდებათ და დედამიწაზე თქვენს კარმულ მისიასაც ადვილად შეასრულებთ.

ქალწული – ნუ იქნებით სხვების ხელის შემყურე, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიეთ. მთავარია, არ მოადუნოთ ყურადღება. ყური უგდეთ ინტუიციას და ის მიგიყვანთ საჭირო ადგილამდე. ისწავლეთ მოთმენა – ამას გავალებთ თქვენი კარმა.

სასწორი – შეხედეთ სამყაროს სხვა თვალით და აღიქვით მოვლენები ისე, როგორც არის. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, იყოთ რეალისტი.

მორიელი – გადაწყვეტილების მიღებისას, ნუ აჩქარდებით. ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობებს. თქვენი კარმული მისიაა, ადეკვატურად მიჰყვეთ მოვლენებს და სწორად მოახდინოთ რეაგირება.

მშვილდოსანი – მეტად უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. თქვენი კარმული მისიაა, ყური უგდოთ გულის კარნახს, არ დაზოგოთ საქმეში შესაძლებლობა, ენერგია და იყოთ გულისხმიერი სხვების მიმართ. 

თხის რქა – ნუ აჰყვებით ემოციებს. გარშემო მყოფები თქვენგან მხოლოდ სიმართლეს ელიან და ეს თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე. შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. იყავით ოპტიმისტი და ეს წინსვლაში დაგეხმარებათ.

მერწყული – მეტი გულისყურით აკეთეთ ის საქმე, რაც ითავეთ. თქვენი მთავარი კარმული მისიაა, იყოთ დამთმობი, ჰუმანური და მეტად კომუნიკაბელური. ეს ბარიერებისა და პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ და წარმატებებს მოგიტანთ.

თევზები – დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა სხვებზე იზრუნოთ, დაეხმაროთ მათ და საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. დაისახეთ მიზანი და ყველა ღონე იხმარეთ მის მისაღწევად – ამ შემთხვევაში ბედი ნამდვილად გაგიღიმებთ და თქვენს კარმულ-კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ დედამიწაზე.

скачать dle 11.3