კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა პარიზში, „დიორის სახლთან“ მეორედ თანამშრომლობა ქრისტინე ძიძიგურის სავიზიტო ბარათი და სად გაატარა მან საღამო ბობ სინკლერთან ერთად

როგორც წინა სეზონები, ბოლო პერიოდიც ქრისტინე ძიძიგურისთვის საკმაოდ წარმატებული და დატვირთული იყო. ის უკვე სამი წელია‚ პარიზში ცხოვრობს და სამოდელი საქმიანობას ეწევა. ამ ხნის განმავლობაში მას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.

ქრისტინე ძიძიგური: ბოლო პერიოდი ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. მეორედ ვიმუშავე „დიორთან“ და რაც მთავარია‚ ამ შემთხვევაში პირდაპირი მოთხოვნა იყო ჩემზე და ერთ მოდელზე – ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა. რადგან მეორედ ამირჩიეს, თან‚ ყოველგვარი ქასთინგის გარეშე და თავად შემომთავაზეს მუშაობა, ეს ნიშნავს, რომ მე და ის მეორე გოგო, „დიორის“ პარფიუმის სახლის მოდელები ვართ. სხვა დროსაც, რომ დასჭირდებათ მოდელი, ჩვენ დაგვიძახებენ. ეს ჩემთვის უკვე სავიზიტო ბარათია. წარმოვადგინეთ 2013 წლის მაკიაჟი, ძირითადად, ზაფხულის ფერები იყო – ძალიან ფერადი. ასევე, გაიმართა მათი ახალი პროდუქციის პრეზენტაცია. გაგვიკეთეს მაკიაჟი და შემდეგ მოეწყო პატარა შოუ ჟურნალისტებისთვის. 

– როგორ ტენდენციებს გვთავაზობს „დიორის სახლი“?

– იისფერია მოდაში: მუქი და ღია. ორნაირი მაკიაჟი გაგვიკეთეს. პირველი – ეს იყო ლურჯი ლაინერი, ლურჯი ტუშით – ინოვაციური მაკიაჟი „დიორისგან“. მეორე კი იისფერი „ჩრდილები“. პომადა იყო, ძირითადად, ტუჩის ფერი, თმა – გადაწეული. ანუ‚ ის ტანსაცმელი‚ რაც გვეცვა, ვარცხნილობა, მაკიაჟი – ყველაფერი „დიორის“ ბოლო შოუდან გახლდათ. ასევე‚ ვიმუშავე გერმანიაში, ბერლინში მოღვაწე ქართველ დიზაინერთან, ბიბი ბახტაძესთან. ძალიან წარმატებული დიზაინერია, ულამაზესი კაბები აქვს. ისევ აქტიურად ვმუშაობ ალექსანდრ ვოტიესთან: ფითინგი იქნება ეს თუ სხვა რამ. გარდა ამისა‚ მქონდა სხვადასხვა გადაღება, ქასთინგები. უკვე ორი წელია‚ რაც სამოდელო სააგენტო „კრისტალთან“ ვმუშაობ. ჩემი დედასააგენტოა და მათთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ევროპის მასშტაბით მიწევს მოგზაურობა, რადგან კარგად გადიან სხვადასხვა ხაზზე და ასევე‚ თითქმის ყველა დიდ ბრენდთან მუშაობენ.

– სააგენტოში‚ ალბათ‚ ძალიან ბევრი მოდელი გყავთ. რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შიდა კონკურენციაც დაძლიო და ერთ-ერთი წამყვანი მოდელი გახდე?

– ყველაფერი ბუქერზეა დამოკიდებული, თუ უყვარხარ და სჯერა შენი. „დიორის სახლში“ ჩემი პირველი მოხვედრა ჩემი ბუქერისა და შემდეგ ჩემი ბუქის დამსახურებაა. მან შესთავაზა მათ ჩემი თავი და მერე უკვე ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. ახლა‚ როცა „დიორთან“ ვიმუშავე, ამან კიდევ უფრო გაამყარა სააგენტოში ჩემი პოზიცია. საერთოდ‚ თუ სააგენტოში სულ „აბდეითში“ არ ხარ და არ ამტკიცებ, რომ კიდევ უფრო მეტი შეგიძლია, არაფერი გამოვა. სააგენტოში ყველას თავისი ხაზი აქვს. ანუ, ზოგი შოუშია ძალიან კარგი, ზოგი – კამერის წინ. პარამეტრებსა და ფოტოგენურობას პარიზში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ბევრ რამეს წყვეტს. მე უფრო ფოტოგენურობისკენ მივდივარ, პარამეტრებშიც ვზივარ. 

– როგორია ამ ეტაპზე შენი ფრანგული, დაიხვეწა უკვე?

– სორბონაში ვსწავლობ ფრანგულ ენას, ცივილიზაციას, ისტორიას. უკვე სულ ფრანგულად ვლაპარაკობ, შესაბამისად, დაიხვეწა. მინდა, მაგისტრატურა გავაკეთო პარიზში. ამ ეტაპზე ნორმალურად ვსაუბრობ 4 ენაზე. ფრანგულს, რომ ვისწავლი კარგად, მინდა, იტალიური ან ესპანური დავუმატო. ენების ცოდნა ჩემს საქმეში ძალიან მეხმარება – ურთიერთობებს მასწავლის. ამიტომ მინდა‚ მაგისტრატურა გავიარო საერთაშორისო ურთიერთობებში ან კულტურული საღამოების მოწყობის კუთხით.

– ვნახე ფოტოები, სადაც ბობ სინკლერთან და მაროკოს პრინცესასთან ხარ გადაღებული. 

– პარიზში უკვე ბევრი მეგობარი მყავს, ძალიან კარგად ვერთობით. მაგრამ, მოდელისთვის არ არის კარგი ღამე დიდხანს გართობა, ეს მეორე დღეს უკვე სახეზე გაწერია. ამიტომ‚ ასეთ რაღაცეებს ვუკრძალავ საკუთარ თავს. ჩემი სურვილებით ნაკლებად ვმოქმედებ, რადგან ასე არაფერი გამოვა, დავიკარგები. ერთ-ერთ დაბადების დღეზე ვიყავი მეგობართან. როგორც მე, ბობიც სტუმრის სტატუსით მოვიდა. ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა და გავიცანი. დადიოდა აქეთ-იქით, თან სვამდა. საუბარი დავიწყეთ – მკითხა, ჩემ შესახებ რაღაცეები. მეც ავუხსენი: საიდან ვარ, რას ვსაქმიანობ. ბოლოს ისიც ვუთხარი, რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს მისი მუსიკა. ზუსტად იმ მომენტში მეგობარმა მითხრა: ფოტოს გადაგიღებთ ერთადო. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. პარიზში დაბადების დღეებზე ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ყველა ძალიან კარგად ერთობა. 

– სად შეხვდი მაროკოს პრინცესას?

– ჩემი ოჯახის მოთხოვნით‚ უკვე დიდი ხანია‚ ერთ ძალიან კარგ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ერთი ოჯახივით ვართ, ჩემ გარეშე არ ვახშმობენ. მაროკოს პრინცესა – ლალა, ჩემი დიასახლისის ქმრისა და შვილის ახლო მეგობარია, ბავშვობიდან იცნობენ და მათ დაპატიჟეს სახლში ვახშამზე. მეც დამპატიჟეს. როცა სახლში სტუმრები მოდიან, სულ მთხოვენ: კრისტი‚ უნდა დაუკრა პიანინოზე, იმღეროო. პარიზში თუ პიანინოზე უკრავ და მღერი, ეს დიდ პლუსად გეთვლება. საღამოს, გვიან მოვიდა, მთელი ქუჩა გადაიკეტა. მთელ კორპუსში დაცვა იდგა, კომუნიკაციის ყველა საშუალება ჩაახშეს. ოთახში რომ შემოვიდა, მთელი ამალა მოჰყვა, ყველას თავისი საქმე ჰქონდა: აქ დაჯექი, აქ გადაიღე ფოტო და ასე შემდეგ. შვილთან ერთად იყო, რომელიც ადრე წავიდა. როგორც კი სახლში შემოვიდა, მაშინვე ყველას გაგვაცნეს. ასეთი უშუალო ადამიანი მეორე არ ვიცი. ძალიან ბევრ ენაზე ლაპარაკობს, განათლებულია. ცოტა ხანში დიასახლისის გოგომ გამომიცხადა: ქრისტი, ახლა შენ უნდა დაუკრაო. მოკლედ, დავუკარი ფრენკ სინატრას „მაი ვეი“, თავად პრინცესამ მთხოვა მისი დაკვრა და მერე ერთად ვიმღერეთ. ძალიან კარგად მღერის. მერიდებოდა მასთან ერთად სიმღერა, მაგრამ ვიმღერე ფრანგული სიმღერები და ინგლისურიც. რამდენიმე კლასიკური ნაწარმოებიც დავუკარი, ძალიან მოეწონა. პრინცესამ მადლობა გადამიხადა და რომ მიდიოდა, ჩემს დიასახლისს უთხრა: მაროკოში რომ ჩამოხვალთ, ქრისტინე ჩამოიყვანეთ, დაპატიჟებულიაო. 

– რას საქმიანობენ იმ ოჯახის წევრები, სადაც შენ ცხოვრობ?

– ექიმების ოჯახია. ჩემი დიასახლისის პირველი ქმარი მაროკოში ძალიან ცნობილი ექიმი და როგორც ვიცი, პრინცესას ოჯახის რომელიღაცა წევრის პირადი ექიმიც იყო. ასე რომ‚ დიდი ხანია‚ ერთმანეთს იცნობენ, მეგობრობენ. თავად ჩემი დიასახლისის ოჯახს დიდი საიველირო ბიზნესი აქვს.

– ახლა მითხარი, პირად ცხოვრებაში არ არის სიახლეები?

– ფრანგი ბიჭები ბევრად პირდაპირები არიან. იტალიელებს საუბარი გამოსდით კარგად, ნაკლებად პირდაპირები არიან და შემოვლითი გზებით მოდიან. ინგლისელები ცოტა ცივები არიან, ესპანელები – ტემპერამენტიანები. ესპანელებმაც და იტალიელებმაც იციან, რომ ძალიან სიმპათიურები არიან. ანუ, ჯერჯერობით დაკვირვების პროცესში ვარ. სხვა მხრივ‚ არც სერიოზული და არც არასერიოზული ურთიერთობა არ მაქვს ბიჭებთან. მალე კანის ფესტივალი იწყება და ერთ-ერთმა რეჟისორმა დამპატიჟა თავის სტაფთან ერთად. მითხრა: შენი პროფესიის ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს აქო. იმედია‚ მოვახერხებ წასვლას, ძალიან მაინტერესებს.

скачать dle 11.3