კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენას არ აღიარებს გრეგორი დევეჯიევ-რეჯინი და რა პაუზა აიღო მან

გრეგორი რეჯინმა შემოქმედებითი პაუზა აიღო. მას დიდი გეგმები აქვს და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, დიდი ხანია მედიაში აღარ გამოჩენილა. როგორც თავად ამბობს, რადიკალურად განსხვავებულისთვის ემზადება, იმდენად განსხვავებულისთვის, რომ თავის ნამდვილ სახელსა და გვარს იბრუნებს და ფსევდონიმის – ჯიჯი რეჯინის ნაცვლად, ისევ გრეგორი დევეჯიევი გახდება. მისი ახალი პროექტების ნახვამდე ცოტა ქართულ მოდაზე ვისაუბრეთ.

 

– მოდის ერთგვარ მეტრად ჩამოყალიბდი, მოდის სფეროში რაღაცეები იმის მიხედვით იზომება, შენ რამდენად მოგწონს ესა თუ ის დიზაინერი, პროექტი, მოდელი...

– სიმართლე გითხრა, პირველად შენგან ვისმენ მსგავს რამეს. ვმუშაობ მოდის ინდუსტრიაში, ვიღებ მოდას...

– და, ვერ გრძნობ რომ შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია?

– ვიცი, რომ აინტერესებთ. ალბათ, უფრო აინტერესებთ, რადგან აზრს მნიშვნელობა აქვს, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ხშირ შემთხვევაში, მეკითხებიან: რა მოგწონს რა – არა, რა შევცვალოო, მაგრამ, არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც ჩემი აზრია მნიშვნელოვანი, უბრალოდ, ქვეყანაში მოდაზე აზრის გამოთქმის უნარის მქონე ადამიანების დეფიციტი გვაქვს, იმ ადამიანების, ვინც პირდაპირ იტყვის, რა მოსწონს და რა – არა. შეიძლება, გემოვნება ბევრს აქვს, მაგრამ მათ უჭირთ იმის თქმა, რომ არ მოსწონთ. 

– მეორე პრობლემაცაა: მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ვერ ხსნიან მიზეზს.

– ზუსტად, აბსოლუტურად გიერთდები ამაში. თუ ვამბობ, რომ მომწონს, ამის კონკრეტული საფუძველი და მიზეზი მაქვს  და, თუ ვამბობ – არ მომწონს, იმიტომ კი არა, რომ ეს პოზაა და მინდა კრიტიკული ვიყო, ამის ძალიან დეტალური ანალიზის გაკეთებაც შემიძლია და იმ მიზეზების ზუსტად ჩამოთვლაც, რატომაც არ მომწონს. როცა მლანძღავენ ან აკრიტიკებენ ჩემს ფოტოებს, სულ ვითხოვ: თქვით – რატომ? არ მოგეწონათ შუქი, ექსპოზიცია, კომპოზიცია, რა არ ვარგა, რომ გავითვალისწინო? მაგრამ, თუ, უბრალოდ, არ მოგწონს, ეს ლანძღვა და პირადი შეურაცხყოფაა და არც მწყინს, მიხარია, რადგან, ვხვდები, ხალხს ჩემი შურს. 

– ვერ გრძნობ, რომ ხალხი ძალიან მარტივად იტაცებს იმას, რაც შენ მოგწონს?

– სავარაუდოდ, მოსწონთ ჩემი შემოქმედება და ენდობიან ჩემს აზრს. თუ მიაჩნიათ, რომ გემოვნებიანი ნამუშევრები მაქვს, გემოვნებიან პროდუქტს ვქმნი, მაშინ, სხვა საკითხებზეც აინტერესებთ ჩემი აზრი. არ ვცდილობ და არ მინდა, ვიყო გავლენიანი ადამიანი; მინდა, თავისუფლად ვამბობდე ჩემს აზრს და ასე იქნება ყოველთვის.

– და, არიან ქართულ მოდაში „პუგაჩოვები“?

– არა. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ქართული მოდა ჯერ არ არის ინდუსტრია, ფული არ არის. მინდა, ვხედავდე ბევრ, განსხვავებულად ჩაცმულ ადამიანს, მაგრამ, არა იმ მოტივით, რომ მინდა ვიყო განსხვავებული და სულ არ მაინტერესებს ეს ჩემი ჩაცმულობა რა შინაარსს ატარებს. ჩაცმულობას უნდა ჰქონდეს მიზეზი – რატომ აცვიათ, რისთვის აცვიათ, რა შინაარსს ატარებს. სულ ვამბობ, რომ გაუნათლებლობა ყველა სფეროში მთავარი პრობლემაა. რაც უფრო მეტს იმუშავებ საკუთარ თავზე და განვითარდები, მით უფრო იოლად შეხედავ რაღაცეებს. მეტსაც გეტყვი: ხანდახან გემოვნებაში ისე „ვიჭედები,“ ისეთ რაღაცეებს ვიცვამ, რომ მერე ვფიქრობ, რამ ჩამაცვა ასე, რამ გამომაშტერა-მეთქი. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოდესმე ამას ჩემს ნამუშევარზე ვიტყვი. არ ვარ საკუთარი თავის პროდუქტი, არ მადარდებს ჩაცმულობა: დღეს ეს მაცვია, ხვალ – სხვა, „მკიდია“... მაგრამ ვისთვისაც ამას მნიშვნელობა აქვს, ვინც საკუთარი ვიზუალით პროდუქტს ქმნის, მან ძალიან ბევრი უნდა იფიქროს ამაზე და ვიღაცის ექსპერიმენტები პირდაპირი წესით არ გადმოიღოს – ეს ძალიან მძიმე საყურებელია. რა თქმა უნდა, ხალხი აზრს მეკითხება, მაგრამ, არ მიყვარს როდესაც არ ითვალისწინებენ. მოდი, დავსხდეთ, გავისაუბროთ და მე გადავწყვეტ. თუ მეკითხები აზრს, გაითვალისწინე, ტყუილად ნუ მალაპარაკებ, ძალიან გთხოვ.

– რატომ არ აკეთებ მოდაზე რამე გადაცემას? გაქვს ის ქარიზმა და პირდაპირობა, რომელიც კარგ შოუდ აქცევდა შენს გადაცემას. ალბათ შემოთავაზებებიც გაქვს.

– შემოთავაზებები ხშირადაა, მაგრამ უარს ვამბობ ერთადერთი მიზეზით – ძალიან უმადური საქმეა. ეს გადაცემა გამოიწვევს დიდ აგრესიასა და დიდ რეიტინგს. მითხარით, ჩემთვის კარგი რა არის?! მე არ მაქვს მოდის „იკონის“ პრეტენზია, რომელიც მოდის განვითარებაზე ზრუნავს; უამრავი სხვა „იკონა“ გვყავს, ალბათ...

– შენთვის ვინ არის მოდის „იკონა“?

– არავინ. უბრალოდ, არიან ადამიანები, ვისი ჩაცმულობაც ძალიან მომწონს. მაგალითად, ლენკა ციციშვილი. მასში არის ინდივიდუალიზმი, რისკი, ექსპერიმენტულობა და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი მისი შინაგანიდან მოდის. ის არ ცდილობს, სხვის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტი გადმოიტანოს, არ იპარავს და საკუთარ თავზე იტარებს ყველანაირ ექსპერიმენტს. 

– უფრო ქალურ და ელეგანტურ სტილში ვის გამოარჩევ?

– სოფია ჭყონიას, ერთმნიშვნელოვნად. ძალიან მომწონს. ყოველთვის გათვლილი აქსესუარი, სათვალე ყოველთვის შეესაბამება ფეხსაცმელს. ეს ქალი იცვამს ძალიან სადად და ძალიან, ძალიან ქალურად. მიყვარს ორნაირი ქალი: ან სადა, დახვეწილი და ელეგანტური, როგორც სოფო ჭყონიაა, ან – ცოტა ჰიპსტერული, როგორიცაა ლენკა ციციშვილი. 

– როგორ ფიქრობ, მოდის კვირეული რამენაირად ზრდის დიზაინერების დონეს, წინ მიდიან?

– დიზაინერებს ზრდას მართლა ვატყობ და, თანაც, რაღაცის გაკეთება ყოველთვის უფრო დადებითია, ვიდრე არაფრის კეთება. თან, თბილისში ბევრი რამ ხდება: ეწყობა გამოფენები, ჩამოდიან საინტერესო ადამიანები და „ვორქშოპებს“ ატარებენ. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა „ბი ნექსთი“ – სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ სერიოზული გამოცდილება. 

– დიზაინერებსაც ის სენი ხომ არ სჭირთ, რომ განსხვავებულობის სურვილით საკუთარ თავს კარგავენ?

– ჩვენ – მე, შენ, ყველას – არ უნდა გვეშინოდეს ვიყოთ სადები და უბრალოები. არ უნდა გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი. ნუ გეშინიათ სისადავის, რადგან, ყველაფერი გენიალური – მარტივია.

– შენს კარიერაში რა ხდება?

– ძალიან დიდი პაუზა ავიღე, რომელიც უფრო საზოგადოებისთვის იყო, თორემ, ისე, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვმუშაობ. სექტემბრისთვის ჩემი თაყვანისმცემლები ნახავენ ახალ გრეგორის ახალ ჟანრში, ახალი სახელით, სრულიად განსხვავებული შემოქმედებითი ხედვით. აღარ ვიქნები რეჯინი – ვფიქრობ, ამ სახელმა და გვარმა თავისი საქმე გააკეთა. ყველაფერს თავისი ადგილი, დრო და დანიშნულება აქვს.

– დასაწყისში ბრუნდები?

– დიახ, ჩემს ნამდვილ სახელსა და გვარს ვიბრუნებ, რადგან, ასე უფრო კომფორტულად ვარ. ახლა უკვე ახალი ეპოქა იწყება. იმდენად რადიკალურად ახალს ვაკეთებ, რომ ძველ სახელსა და გვარს აღარ უხდება. ყოველთვის ვიწერებოდი როგორც გრეგორი დევეჯიევ-რეჯინი, მაგრამ, მინდა, რომ რეჯინი მოვხსნა. საკუთარი გვარით წარდგენის პირველი მცდელობა მქონდა პარიზში – ქართული დღეების ფარგლებში „ფარაჯანოვი“ ვაჩვენე და ძალიან წარმატებული გამოდგა. ახლა ჩემი ნამდვილი გვარი უფრო ახლოსაა ჩემს შინაგან მდგომარეობასთან. ჩემი ძირითადი ბაზარი საქართველო არ იქნება, სხვა ქვეყნებისთვისაც ვიმუშავებ...

– უცხოური ჟურნალებიდან ხომ არ გაქვს შემოთავაზება?

– აი, მაგას უკვე არ გეტყვი. ყველაფერს თავისი დრო აქვს (იცინის). ამიტომაც, ვცდილობ, არ გამოვჩნდე და შენც ახლა გამომიჭირე. ზოგადად, აღარ მომწონს ეს „პაბლიკ“ ცხოვრება. მინდა, წყნარად ვაკეთო ჩემი საქმე. 

 

скачать dle 11.3