კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ნაკლებობას არ განიცდიან ანუკა არეშიძის შვილები და რაში უდგას თაკო ჩხეიძეს გვერდში მეუღლე

დრო: 23-26 აპრილი; ადგილი: თბილისის ისტორიული მუზეუმი „ქარვასლა“ – „თბილისის ფეშენ ვიქის“ ორგანიზატორებმა მოდის მოყვარულები უკვე მერვედ მიიწვიეს, ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებაზე, რომელიც უცხოელი სტუმრების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. მოდის კვირეულის ოთხივე დღე საკმაოდ დატვირთული იყო და ის ცნობილი ამერიკელი დიზაინერის, მარკ ბაუერის (რომლის კაბები არაერთხელ მოირგეს წითელ ხალიჩაზე: ბიონსემ, შარლიზ ტერონმა, ანჯელინა ჯოლიმ, ჯენიფერ ლოპესმა, ედი კლუმმა‚ უიტნი ჰიუსტონმა) პერფორმანსით გაიხსნა. შემდეგ გაიმართა უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, რია ქებურიას კოლექციის ჩვენება. 

ანუკა არეშიძე: პირველად ვარ „თბილისის მოდის კვირეულზე“, აქამდე ვერ ვახერხებდი დასწრებას, რადგან, მილანში ვიმყოფებოდი, ზამთარში კი ავად გავხდი. ჩემი მეგობრები აკეთებენ „ფეშენ ვიქს“, ამიტომ, ყოველთვის ვიღებდი ყველა ინფორმაციას. ძალიან ვგულშემატკივრობ და, მინდა, მალე მივიდნენ იმ სტანდარტებამდე, რომელიც მოდის სფეროშია დაწესებული და საითკენაც უკვე აღებული აქვთ გეზი. ორგანიზებაც ძალიან მომწონს. რაც შეეხება რიას ჩვენებას, ძალიან მომეწონა. კრეატიულია და მისგან ყოველთვის სიახლეს ველი, მისი კოლექციები ჩემში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ძალიან ლამაზი  პალტოები აქვს; ქვედაბოლოებიც მომეწონა, საინტერესო იყო. ვფიქრობ, მისი კოლექციები ყოველთვის მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას. 

– მომავალში შენ და ბიჭოლა არ აპირებთ „თბილისის ფეშენ ვიქზე“ გამოსვლას?

– ოდესმე აუცილებლად გამოვალთ. მაისის შუა რიცხვებში კიევში მაღაზიას ვხსნით და გადატვირთული რეჟიმი გვაქვს. უკრაინის მოდის კვირეულზეც ვერ გამოვედით, მაგრამ‚ ალბათ‚ მომავალ სეზონზე მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა‚ „თბილისის ფეშენ ვიქზეც“ ძალიან გვინდა გამოსვლა. მიყვარს ქართული პუბლიკა და მათი შეფასებები ყოველთვის მაინტერესებს. აქ ყველა კრიტიკოსია, ან, უნდათ, რომ კრიტიკოსები იყვნენ. ამიტომ, ქართველი მაყურებლის წინაშე  სხვანაირი შემართებითა და კოლექციით წარვდგებით.

– როგორ რეაგირებ კრიტიკაზე როგორც დიზაინერი?

– გააჩნია‚ ვისგან მოდის კრიტიკა. კომპეტენტური ადამიანებისგან ვიღებ, მაგრამ, ორკლასდამთავრებულისგან ვერ მივიღებ. თუმცა‚ ეს არ მაღიზიანებს, რადგან, ვხვდები, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში, ამით იქცევენ ყურადღებას.

– ორი შვილის დედა ხარ, მუშაობ, პლუს – ენებში ემზადები. როგორ ასწრებ ამ ყველაფერს?

– ეს ზოგჯერ მეც მიკვირს‚ მაგრამ, ვახერხებ. შვილებისთვის ყოველთვის მაქვს დრო და ისინი დედასთან ყოფნის დეფიციტს არასდროს განიცდიან. 

რია ქებურიას ჩვენების შემდეგ პოდიუმი უკვე „მატერიისა“ და ქსენია შნაიდერის ჩვენებებს დაეთმო. პირველი დღე კი „ქარვასლიდან“ თბილისის ცირკში, უჩვეულო და ცოტა მისტიკურ გარემოში, „ავთანდილის“ ჩვენებით დასრულდა. ავთანდილისა და მისთვის ტიმჩენკოს მიერ შექმნილი „ფეშენ ინფანტას“ წყალობით‚ ყველანი ბავშვობაში დავბრუნდით. „რაკატუკის“ აკრობატების პატარა, მაგრამ შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ, ჩვენ თვალწინ განვითარდა მსახიობი ქალის ისტორია თავისი ტკივილით, სიხარულითა და ბევრი ემოციით. ავთანდილის მიერ სვაროვსკის კრისტალებით, ფუშფუშა ქვედაბოლოებით, კუბოკრული ქსოვილებით შექმნილი კოლექციის ჩაცმის შემდეგ‚ ალბათ‚ ყველა ქალი, განსაკუთრებით კი – ბალზაკის ასაკის, თავს უფრო ახლგაზრდად, ბავშვურად იგრძნობს და საკუთარ თავს უფრო მეტი სითამამის, სიცელქის ჩადენის უფლებას მისცემს. პირველის მსგავსად, მეორე დღეც საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო – ბლოგერებისთვის, ჟურნალისტებისა და დამწყები დიზაინერებისთვის უცხოელი პროფესიონალების მიერ გამართული მასტერკლასებით, რასაც სიმონ მაჩაბლის ულამაზესი, საოცრად დახვეწილი, ნათელი, ნაზი, ჰაეროვანი 10 კაბის (უმეტესობა ხელით ნამუშევარი, ნაქარგი იყო) გამოფენა მოჰყვა, რომელიც დიზაინერმა მოდის სახლ „დალოოდთან“ ერთად გააკეთა. ფიქრი ბავშვობაზე, ზღაპარზე, ნათელ ფერებზე, ბევრ მოგონებაზე – ასეთი იყო დიზაინერის შთაგონების წყარო, რომლის ნამუშევრებიც მარკ ბაუერმა ასე შეაფასა: „მოდა ხელოვნებისთვის“... მაყურებელმა პირველად იხილა ახალი კოლექცია ატელიე „კიკალასგან“, რომელიც ძირითადად ტყავისგან იყო დამზადებული და დიდი მოწონება დაიმსახურა. მოდის კვირეულის მეორე დღეს კიდევ სამი დიზაინერის: აინურ ტურისბეკის, ეკა ბალანჩივაძისა და თამუნა ინგოროყვას კოლექციების ჩვენება გაიმართა. ასევე‚ სასიამოვნოდ დატვირთული იყო მესამე დღეც: კოლექციებით „ქარვასლაში“ უკვე ქეთი ჩხიკვაძე და აკა ნანიტაშვილი წარდგნენ, რასაც დიზაინერ „პეპელას“ პერფორმანსი მოჰყვა. ამ დღის კულმინაცია კი, გიორგი შაღაშვილის ჩვენება იყო. დიზაინერის ინსპირაცია ძველი ფოტოები, წარსულთან დაკარგული კავშირი, ძველი, ფოტოების გარეშე, ეულად დარჩენილი ჩარჩოები იყო. გიორგი შაღაშვილის ჩვენებამ პუბლიკის აღფრთოვანება და გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა. მეოთხე დღე: კონკურსი დამწყები დიზაინერებისთვის, მასტერკლასები, ტატუნა ნიკოლაიშვილისა და ატელიე „10ა-ს“ კოლექციის ჩვენებები. „თბილისის მოდის კვირეულის“ მეოთხე დღე კი ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე, უჩვეულო გარემოში დათუნა სულიკაშვილის ორიგინალურმა ჩვენებამ დაასრულა.

თაკო ჩხეიძე: „ფეშენ ვიქის“ მთავარი დანიშნულება მაინც კოლექციებია და შემდეგ უკვე – ორგანიზება, გაფორმება. წელს ძალიან კარგი კოლექციები ვნახე, ერთმანეთზე უკეთესი. ყოველდღე მაცვია ქართველი დიზაინერის სამოსი და ამით მათ მიმართ ერთგვარ მხარდაჭერას გამოვხატავ.

– ავთანდილის ჩვენებამ პირადად მე ბავშვობაში დამაბრუნა. 

– ფანტასტიკური იყო, ძალიან ემოციური და ამაღელვებელი, კოლექცია კი – ულამაზესი. წლევანდელი „ფეშენ ვიქი“ იმითაც გამოირჩევა, რომ პირველად იღებს სამი უცხოელი დიზაინერი მონაწილეობას. ასევე‚ პირველად გვყავს ასე ბევრი სტუმარი. თან, „თბილისის ფეშენ ვიქი“ მოხვდა საერთაშორისო კალენდარში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

– შენი მეუღლე პირველად ვნახე „ფეშენ ვიქზე“. მოიცალა ამისთვის?

– წელს მოახერხა ჩამოსვლა, ესტონეთიდან ჰყავს საპატიო სტუმრები. ის ჩემი საქმიანობისა და, ზოგადად, ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსია. როდესაც მისგან ვიღებ კომპლიმენტებს, ვხვდები, რომ ძალიან კარგი იყო. ახლაც მივიღე დიდი კომპლიმენტი. რადიკალურად განსხვავებული პროფესიები გვაქვს, მაგრამ, სულ მგულშემატკივრობს, ბოლომდე გვერდში მიდგას. ბევრ რამეს ვეკითხები – ასე ხომ არ ჯობია ან ისე და მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ, რადგან, ძალიან გემოვნებიანი და კომპეტენტური ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სფეროში მოღვაწეობს, ესეც ძალიან კარგად ესმის. ჩემი დახმარებით კი უფრო მეტად გათვითცნობიერდა. 

– „ფეშენ ვიქის“ ბოლო დღეს შენი დაბადების დღე დაამთხვიე? 

– არავინ დაიჯერებს, მაგრამ‚ როდესაც „ფეშენ ვიქის“ რიცხვები დავგეგმეთ, დამავიწყდა, რომ 26 აპრილს ჩემი დაბადების დღე იყო. „ფეშენ ვიქს“ ხომ სულ მაისში ვაწყობდით, ამიტომ, ჩემი დაბადების დღეს წინა სამზადისი ემთხვეოდა: გვერდზე ოფისი მქონდა მოწყობილი და, თან აღვნიშნავდით, თან ვმუშაობდით. წელს კი დაბადების დღეს „ფეშენ ვიქის“ „ავთერ ფართიზე“ აღვნიშნავ (ინტერვიუ ჩაწერილია 25 აპრილს – ავტორი). პრინციპში, ვინც მიყვარს, ყველა მაინც იქ იქნება.

скачать dle 11.3