კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სამშობლოს მთებო, თქვენი შვილი განებებთ თავსა“

მომწვანილებულად ცოდნაგაღრმავებულნი

რაკი ჩვენს ქვეყანაში სახელისუფლო პარტიებს დაშლა ებედებათ, ბუნებრივია, გამონაკლისი ვერც წინა ხელისუფლება იქნება და, მომავალში, შესაძლოა, ამას ვერც ახლანდელი ასცდეს.

ჯერჯერობით, სურათი შემდეგნაირია: არცთუ დიდმა, მაგრამ, მაინც რაღაც ნაწილმა, „ნაცმოძრაობა“ დატოვა, მათგან ზოგი „ოცნებაში“ გადაბარგდა, ზოგიც გვარწმუნებს, დამოუკიდებლობას ვინარჩუნებო, ნაწილი კი – უკვალოდ ქრება.

მოარული ხმებით, საცაა, მშობელ პარტიას ბ-ნი კირკიტაძეც მიატოვებს, რომელიც გუბერნატორის პოსტს უკვე დანამდვილებით გამოემშვიდობება. პარტიის მიტოვების მოტივთა შესახებ ნაგუბერნატორალი კომენტარს არ აკეთებს. სამაგიეროდ, აი, იმას კი არ გვიმალავს, რომ 17 მაისს ოკეანის გაღმა მიემგზავრება სასწავლებლად.

სამწუხაროდ, დაზუსტებით უცნობია, რა მიმართულებით გაიღრმავებს ცოდნას ნაჩინოვნიკარი (surprise!), თუმცა, თუ ბოლო წლების ტენდენციას გავიხსენებთ, როდესაც ბ-ნი კირკიტაძის კოლეგები და თანამოაზრეები თანამდებობების მოვლის შემდეგ მიემგზავრებოდნენ სასწავლებლად (მათ შორის, ერთ დროს განათლების მინისტრი ბ-ნი გვარამიაც მას შემდეგ დაეწაფა უცხოურ ცოდნას, რაც საქართველოს ნომერ პირველი განმანათლებლობა მოიმწვანილა), როგორც ჩანს, ტრადიცია გრძელდება, რაც ბუნებრივად ბადებს კითხვას: პირიქით არ აჯობებდა?!

скачать dle 11.3