კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

Red Bull BC One 2013 – ბრეიქდანსის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი თბილისში გაიმართება!

 თბილისში, ტელევიზიის მესამე პავილიონის შენობაში, ბრეიქდანსის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის – Red Bull BC One 2013-ის ამიერკავკასიის ოფიციალური შესარჩევი ტური გაიმართება. შეჯიბრებებში 16 ბი-ბოი (5 ქართველი, 5 სომეხი და 6 აზერბაიჯანელი) შეხვდება ერთმანეთს; ერთი-ერთზე ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც  შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევში გაემგზავრება; საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში კი – სეულში, Red Bull BC One 2013-ის მსოფლიო ფინალზე. შეჯიბრების მსაჯები იქნებიან: მუნირი საფრანგეთიდან – მოქმედი ჩემპიონი, Red Bull BC One 2012-ის გამარჯვებული, რონი ამერიკის შეერთებული შტატებიდან – Red Bull BC One All Stars-ის წევრი და სლავი ბულგარეთიდან – 2012 წლის აღმოსავლეთ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს DJ Ciga, ხოლო წამყვანი იქნება MC Samori. თუ ვის აღმოაჩნდა 16 მონაწილიდან საკმარისი ენერგია, გამძლეობა, რკინის ნერვები, თვითრწმენა და მოძრაობების ამოუწურავი არსენალი იმისთვის, რომ გამხდარიყო ამიერკავკასიის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული და ვის მიეცა რეალური შანსი, გამოავლინოს თავისი ნიჭი და შესაძლებლობები პლანეტის საუკეთესო ბრეიქდანსერებთან ერთად სეულში, სამხრეთ კორეაში Red Bull BC One 2013-ის მსოფლიო ფინალში, ჩვენი ჟურნალის შემდეგ ნომერში გაგაცნობთ. 2013 წლის ფინალი ჩემპიონატისათვის საიუბილეო იქნება – წელს Red Bull BC One 10 წლის ხდება.

скачать dle 11.3