კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მამუკელაშვილი

გვარის ფუძედ გამოყენებულია სახელი მამა. „მამა არს ღმერთი დამბადებელთა. მამა არს შემქმნელი. მამად ითქმან: მოძღუარი, მღვდელი, აღმზრდელი, ოსტატი, გინა კაცი უხუცესი” (სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა).

მამა გვხვდება საკუთარ სახელადაც. „მამა კარშაგარას მცხოვრები, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს” (1537-1558 წლები).

მამიდანაა ნაწარმოები სახელები: მამაგული, მამაგულა, მამაგულაი, მამადა; ამათგან კი გვარები: მამადელაშვილი, მამასბედი, მამაცაშვილი, მამახარაშვილი, მამაჯანაშვილი, მამუკელაშვილი და სხვა.

„შოშიტა მამუკელა იყო ერისთავის ყმა, ჰყავს ძმები: გოგიელა, აღდგომელა და ნიკოლოზა. მას შოშიტა ერისთავმა უწყალობა მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა ტოგონიძის მამულს” (1641-1661 წლები).

ადრე მამუკელაშვილებს ფშავში უცხოვრიათ. მატნელი მამუკელაშვილები წარმოშობით ფშავიდან არიან. მამუკელაშვილების ადრინდელი გვარი ხუცურაული ყოფილა.

საქართველოში 764 მამუკელაშვილი ცხოვრობს: თელავში – 233, ახმეტაში – 167, თბილისში – 117. არიან სხვაგანაც.

 

ფუტკარაძე

გვარის ფუძედ გამოყენებულია მწერის სახელი – ფუტკარი, ოღონდ, იმ შენიშვნით, რომ მაჭახელაში გაჩენილ, შემდგომში ფუტკარაშვილ-ფუტკარაძეთა ადრინდელი გვარი ყოფილა მეფუტკრისძენი.

მოსახსენიებელში მოიხსენიებიან მეფუტკრიეთ ივანე და მეფუტკრისძე გუგუნა.

გვარი მეფუტკრიძე მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში, ტბეთის სულთა მატიანეში მოიხსენიება.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, ფუტკარაძეთა გვარს 34-ე ადგილი უჭირავს.

საქართველოში 7 003 ფუტკარაძე ცხოვრობს: შუახევში – 1 824, ხელვაჩაურში – 1 108, ბათუმში – 664, არიან სხვაგანაც.

 

დიდიძე-დიდმანიძე

„ხელვაჩაურის სოფლები: აჭარისაღმართი და მარადიდი – დიდმანიძეების სამშობლო მხარეა, – წერდა ჟურნალისტი, აჭარული გვარების ქომაგი, ბატონი იოსებ ბექირიშვილი, – აქ, ქუთურეთში, ლომინაკენსა და ძაბლაკეთის უბანში, არის დიდმანიძეთა ადგილი, ნასახლარი, საძოვარი. აქ ბევრნი იყვნენ, ნაწილი დიდიძედაც იწერებოდა. სოფელ ცხემლარაში დიდიძეები ახლაც ცხოვრობენ. სიტყვა „დიდი“ პოპულარული ყოფილა ამ მხარეში“. ასევე, გვაქვს გვარები: დიდმანიძე, დიდებულიძე, დიდიმამისაშვილი, დიდიძე, დიდია, დიდიშვილი, თავდიდიძე. ბერძნებიდან გვაქვს ნასესხები მამაკაცის საკუთარი სახელი – დიდია. ის მეოთხე საუკუნიდან ჩანს.

დიდმანიძის გარდა, მანს შეიცავენ გვარები: სურმანიძე, ცალქალამანიძე, სულმანიძე, სამანიშვილი, ნარიმანაშვილი, ნარმანია, თურმანიძე, იამანიძე, მანჯავიძე და ასე შემდეგ.

ძველსპარსულად „მანია“ ნიშნავს მნიშვნელოვანს, ავტორიტეტულს. სახელ ნარიმანში „ნარი“ ირანულად „ვაჟია“, ხოლო „მანი“ – „გული“. ეს ფორმა გვიანდელადაა მიჩნეული.

გადმოცემით, დიდიძიდანაა წარმომდგარი მაისურაძეთა ცნობილი გვარი.

საქართველოში 496 დიდიძე ცხოვრობს: თბილისში – 117, სამტრედიაში – 85, ქუთაისში – 76. არიან სხვაგანაც.

425 დიდმანიძე: ბათუმში – 91, ოზურგეთში – 38, თბილისში – 6. არიან სხვაგანაც.

 

ზეინკლიშვილი

გვარის ფუძეა ხელობა-საქმიანობის ტერმინი – ზეინკალი. ამ გვარისანებს სოფელ ტკოცაში უცხოვრიათ.

„ზეინკლიშვილი ტკოცას მცხოვრები, ერთი კომლი, იხსენიება ზემო ქართლის კომლების ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს.”

„ზეინკლისშვილი პავლე, ტკოცაში მცხოვრები, ბატონის სახასო მსახური, კარის დეკანოზი, ერთი კომლი. ჰყავს ძმა – გიორგი, ნაშენი ოთხი ვაჟი და განაყოფი – პაატა ზეინკლისშვილი“, – იხსენიება ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).

საქართველოში 305 ზეინკლიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 98, საჩხერეში – 67, თბილისში – 53. ცხოვრობენ სხვაგანაც.

 

ქვლივიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქველივა. 

ქულივისძე მათე მოხსენიებულია 1494 წელს ქვათახევის სიგელში.

ქულივიძეები იყვნენ აზნაურები.

„ქულივიძე ბასილა, ნაცვალი, მოწმე იესე ჯაფარიძის მიერ თბილელის საგინაშვილისთვის მიცემულ კავთისხევში მიწის ნასყიდობის წიგნისა” (1649 წელი).

1674 წელს მოხსენიებულია ქვლივიძე ბასილა.

საქართველოში 739 ქვლივიძე ცხოვრობს: თბილისში – 349, საგარეჯოში – 306, გურჯაანში – 21. არიან სხვაგანაც.

 

შამანაური-შამანაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი შამან, რომელიც ბევრ ისტორიულ საბუთშია მოხსენიებული. შამანს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: დაუდუღებელი ღვინო, სუსტი არაყი, ჯადოქარი, მკურნალი.

ამ სახელიდან, ასევე, წარმოქმნილია გვარები: შამანაშვილი, შამანაძე.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, შამანები ერქვათ ადამიანებს, რომლებიც არყის გამოხდაში იყვნენ დახელოვნებულნი. აქედან დასკვნა, რომ შამანაურებიც ამ ხელობას მისდევდნენ.

შამანაური და შამანაშვილი ერთი და იგივე გვარია. ცნობილია, რომ ხევში ბევრი ადამიანი ცნობილ გვარზე ეწერებოდა. შვილი სუფიქსით დაბოლოებული გვარების დიდი ნაწილი, მეთვრამეტე საუკუნეში ურ, ულ ან ძე სუფიქსებს ირთავდა. მსგავსი გვარებია გოგიშვილი – გოგიაური, ელოშვილი – ელოური, ქუქიშვილი – ქუქიაური და ასე შემდეგ.

ქართლის მთიანეთიდან წამოსული შამანაურების დიდი ნაწილი შიდა ქართლსა და თბილისში ცხოვრობს.

საქართველოში 298 შამანაური ცხოვრობს: თბილისში – 168, კასპში – 101, მცხეთაში – 13. არიან სხვაგანაც.

 

არაბიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არაბი, არაბა. 

არაბიძეთა გვარი მეთხუთმეტე საუკუნიდან ჩანს ისტორიულ წყაროებში.

ქედში მცხოვრები არაბიძე მირიან ჯარელიძემ მამულითურთ უწყალობა თავის აზნაურს – გიორგი შერაზანიშვილს.

მეთექვსმეტე საუკუნის პირველ ნახევარში არაბიძე ბერდიას მამული მიუყიდია რამინა ჭაგრიძისთვის.

საქართველოში 2 080 არაბიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 544, თერჯოლაში – 485, თბილისში – 276. არიან სხვაგანაც.

 

აზარიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აზარიაჰ, რომელიც ებრაული სიტყვაა და ქართულად უფლის შეწევნას ნიშნავს.

სოფელ ღოუბანში მოიხსენიება იასე სოლოღაშვილის ყმა – ივანე აზარიაშვილი.

ღოუბანში მცხოვრებმა ივანე აზარიაშვილმა 1826 წელს შვილი მოუნათლა თანასოფლელ სოლომონ სულხანიშვილს.

ღოუბანში მცხოვრებ ლაზარე აზარიაშვილს 1829 წელს შეეძინა შვილი, რომელიც მონათლა მღვდელმა გიორგი აზარიაშვილმა, სახელად დაარქვა ანა.

საქართველოში 390 აზარიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 133, თეთრი წყაროში – 77, საგარეჯოში – 68. არიან სხვაგანაც.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3