კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

იუმორის მომხიბვლელობა 

მამაკაცებს უყვართ კარგი იუმორის მქონე ქალები – ისინი განსაკუთრებით აფასებენ ამ თვისებას სუსტ სქესში, თუმცა, შეფასების საკუთარი კრიტერიუმები აქვთ. ანუ, შეიძლება, შესანიშნავი იუმორის გრძნობა გქონდეთ, მაგრამ მამაკაცს თავი მაინც ვერ მოაწონოთ.

მამაკაცის აზრით, კარგი იუმორის გრძნობა აქვს ქალს, რომელიც მის ხუმრობებზე იცინის – ეს არის აქსიომა!  თან, თვითონ ქალი ჩუმად უნდა იყოს, მხოლოდ უნდა უსმინოს და გაიცინოს. ქალის იუმორის ნიჭთან მამაკაცებს ოდითგანვე ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. თავად მამაკაცებს უნდა ჰქონდეთ ალღო და რისკი, რათა კრიტიკულ სიტუაციაში არ დაიბნენ და სწრაფად იპოვონ გამოსავალი. სხვათა შორის, ქალებს არც ერთი სჭირდებათ და არც მეორე, ისინი ბუნებრივად ახერხებენ სირთულეების დაძლევას. მათ ამის ნიჭი ბუნებამ უბოძა. სამაგიეროდ, ქალი ვალდებულია, აღფრთოვანდეს კაცის ალღოიანობით, რისკიანობითა და გამჭრიახობით. არ გააკეთებს ამას და, კაცს თავს ვერ მოაწონებს. კიდევ, უნდა მოიქცეს ისე, რომ მამაკაცი მასთან საუბრისას ხუმრობის გუნებაზე დადგეს. ამ დროს არ ღირს, ქალმა განსაკუთრებული მახვილსიტყვაობა გამოავლინოს. თუ  კაცი იგრძნობს, რომ თქვენ მასზე გამჭრიახი და მახვილგონიერი ხართ, შეიძლება, ეწყინოს და დაიბოღმოს. მამაკაცები ხომ ბავშვებივით არიან – პატარა რაღაცა სწყინთ და პატარა რაღაც უხარიათ. მოექეცით ისე, როგორც ბავშვს – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და, დარწმუნებული იყავით, აუცილებლად მოაწონებთ თავს.

 

მოსასმენად სასიამოვნო

 

დიდი ხანია, თქვენთვის კომპლიმენტი აღარავის უთქვამს?! – ეს ცუდია, მაგრამ, აბა, გაიხსენეთ, როგორ უსმენდით და იღებდით კომპლიმენტებს? – სხვათა შორის, ესეც ხელოვნებაა. შეიძლება, ასეთ დროს ცდილობდით, მოკრძალება და მორიდება გამოგეჩინათ, სინამდვილეში კი საქმე გააფუჭეთ. დიახ, ქალბატონების უმრავლესობას ჩვევად აქვს, კომპლიმენტზე უპასუხოს: „რას ბრძანებთ, სულაც არ არის ასე!“; „გეჩვენებათ, ჩვეულებრივად გამოვიყურები“; „ეს თქვენ გეჩვენებათ, რომ ლამაზი ვარ“... როგორ გგონიათ, ამ ყველაფრის მოსმენის მერე ვინმეს კიდევ მოუნდება თქვენთვის კომპლიმენტის თქმა? იცით, რას იფიქრებენ? იმას არა, რომ თავმდაბალი ხართ. დარჩებათ შთაბეჭდილება, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის არ ბრძანდებით.

სინამდვილეში, კომპლიმენტის მოსმენა ფრიად სასარგებლო რამ გახლავთ: გვეხმარება, დავინახოთ ჩვენი ძლიერი მხარეები, გვმატებს საკუთარი თავის რწმენას, ვიჯერებთ, რომ მართლაც მომხიბვლელები ვართ და ამ ყველაფრის დადებითი შედეგები სწრაფად აისახება ჩვენს გარეგნობაზე – სახეზე ღიმილია, თვალებში კი ცეცხლი ინთება. პოზიტიური ადამიანები ადვილად ექცევიან ყურადღების ცენტრში. იცით, როგორ იცნობთ საკუთარ მეორე ნახევარს? – გული გამალებით იწყებს ცემას. შეუძლებელია, ვერ იგრძნოთ, რომ თქვენიანია, საკმარისია, გესმოდეთ თქვენი შინაგანი ხმის.

ერთი სიტყვით, მოუსმინეთ საკუთარ ხმას, რომელიც გეუბნებათ, რომ მომხიბლავი ხართ და დამსახურებულად მიიღეთ კომპლიმენტები.

 

მინდა, მიყვარდეს!

 

შინაგანად ყველას უნდა, რომ უყვარდეს – სიყვარული ადამიანების ბუნებრივი მოთხოვნილებაა. სხვა საქმეა, ვინ აღიარებს ამას და ვინ დუმს. გაზაფხული ამ მოთხოვნილებას კიდევ უფრო ამძაფრებს. მართალია, სიყვარულის დრო სულ არის, მაგრამ, გაზაფხული მაინც განსაკუთრებულია. თითქოს ჰაერში ბრჭყვიალა, ფერადი პეპლები დაფრინავენ და თავბრუს გახვევენ. გინდა, სულ იღიმებოდე, სულ გაბრწყინებული და გახარებული დაიარებოდე. მზე თითქოს მარტო შენთვის ანათებს და გათბობს, ცხოვრება კი საუკეთესო სიურპრიზებს გთავაზობს. სიცოცხლე განსხვავებულ აზრს იძენს – პოზიტივი ყველგან და ყველაფერში იგრძნობა.

გაზაფხულზე მსუბუქი ფლირტიც კი საკმარისია ბედნიერებისთვის. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ფლირტისთვის შესაფერისი სუბიექტი და არ მოითხოვოთ მისგან იმაზე მეტი, ვიდრე ეს ფლირტის წესებით არის განსაზღვრული.

არავითარი მელანქოლია გაზაფხულზე – არც იფიქროთ და არც დაუშვათ! სიყვარული თუ გინდათ, გრძნობას უნდა გაუხსნათ გული და არა მელანქოლიას. ფიზიკური აქტიურობა მელანქოლიისთვის ადგილს აღარ დატოვებს და კარგად აისახება გარეგნობაზეც. ისეირნეთ ფეხით მზით გამთბარ ქუჩებში და ხშირად გაუღიმეთ საკუთარ თავს – ეს აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას. შეგიძლიათ, უცნობებსაც გაუღიმოთ. ამაში არაფერია ცუდი – პირიქით. პოზიტიური განწყობა ძალიან გადამდებია და პოზიტიური ადამიანები მაგნიტივით იზიდავენ სიყვარულს. დარწმუნებული იყავით, მალე შეხვდებით იმას, ვინც მხოლოდ თქვენ გაგიღიმებთ.

 

ძლიერი მამაკაცი

 

როგორ უნდა აღიზარდოს მამაკაცი, რომ სიძლიერე მისი ხასიათის მთავარ პრიორიტეტად იქცეს? ამბობენ, თუ მამაკაცი ძლიერია, მას ეს ჩვილობიდანვე ეტყობა. დედები, როგორც წესი, განსაკუთრებულად და ძალიან დიდხანს არიან მიჯაჭვულები ბიჭებზე. უფრო მფარველობენ მათ, ვიდრე ზრდიან ისე, როგორც მამაკაცს შეეფერება. სხვათა შორის, ბიჭები გაცილებით გვიან იწყებენ საკუთარი ხელით ჩაცმას, ვიდრე გოგონები. 3 წლის გოგონას თავისუფლად შეუძლია, ტანსაცმელი ჩაიცვას, მაშინ, როცა ამ ასაკის ბიჭს ისევ დედა აცმევს. ძალიან არ მოსწონს დედას, როცა მამაკაცები უხეშობენ. ამიტომ, ცდილობს, თავისი ვაჟიშვილი ამ ყველაფერს მოარიდოს. მაგრამ, განა რამდენ ხანს დაიცავს და „შეფუთავს“? მისი ბიჭუნა მოსასმენს მაინც მოისმენს და გასაგებს მაინც გაიგონებს. მთავარია, ისწავლოს, როდის რა თქვას და რატომ თქვას.

ძლიერი მამაკაცი არასდროს ყვირის – საკუთარი პრინციპებისა და აზრის დასამკვიდრებლად ეს ნამდვილად არ სჭირდება.

ზოგჯერ ძლიერი მამაკაციც ტირის, მაგრამ, მისი ცრემლი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან, არ წუწუნებს და არ ცდილობს, საკუთარი პრობლემა სხვას თავს მოახვიოს.

ძლიერი მამაკაცი არ იგინება ქალის თანდასწრებით და, საერთოდაც, ძალიან იშვიათად იგინება. გარდა ამისა, ის ღირსეულია და სამართლიანი. 

ძლიერი მამაკაცი ერთგულია უპირველესად საკუთარი თავის, მერე კი იმ ადამიანების, რომლებიც გვერდით ჰყავს; სრულად იღებს პასუხისმგებლობას და არ ეშინია, ცხოვრებას შიშველი ხელებით შეეჭიდოს.

ძლიერ მამაკაცს მოსწონს მამაკაცთა საზოგადოება და აინტერესებს ქალბატონების საზოგადოებაც, სადაც მოწიწებით და ღირსეულად იქცევა... – ერთი სიტყვით, ძლიერი მამაკაცი ყოველთვის ყველაფერში გაგრძნობინებთ, რომ ის ძლიერია, მთავარია, ასეთი მამაკაცი იპოვოთ.

скачать dle 11.3