კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სვით წყალი სწორად

სასმელი წყლის ხარისხი თავის აქტუალობას არასდროს კარგავს. მისი გასინჯვისას უპირატესობას გემოს ვანიჭებთ. ამგვარი შერჩევა შემთხვევითი არ არის. სხვადასხვა წყაროს წყალს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის, განსხვავებული გემოც აქვს. გემრიელი წყალი იწვევს არა მხოლოდ დადებით ემოციებს და კლავს წყურვილს, არამედ, უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს დედამიწის წიაღის მდგომარეობის შესახებ. 

დადგენილია, რომ სასმელი წყლის ხარისხსა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ვინაიდან სასმელი წყლის ძირითადი წყაროა მდინარეები და მიწისქვეშა წყლები, მისი დაბინძურების რისკი მაღალია. ვისაც ბუნებრივ წყაროებზე ხელი არ მიგიწვდებათ და სამრეწველო წესით ჩამოსხმული მინერალური წყლის შეძენას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, სახლის პირობებშიც დაამზადოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალი: საყინულეში მოათავსეთ ცივი წყლით სავსე ქვაბი. ექვსი საათის შემდეგ წყლის ნაწილი, რომელიც გაუყინავი დარჩა, სხვა ჭურჭელში გადაასხით და ხელახლა შედგით საყინულეში, ხოლო ყინული კი გადააგდეთ. ოთხი საათის შემდეგ ქვაბი გამოიღეთ მაცივრიდან, ყინულში არსებული სითხე გადაღვარეთ და ყინული ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ. ასეთი წესით მომზადებული წყალი მინარევებისგან გაწმენდილია და ამავე დროს, შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. მისი სამკურნალო მოქმედების საიდუმლო კი ისაა, რომ გამდნარი წყლის მოლეკულის დიამეტრი ზომით იდეალურად შეესატყვისება უჯრედების მემბრანების ხვრელებს, რაც სითხეს საშუალებას აძლევს, ადვილად შევიდეს ქიმიურ რეაქციაში, რის შედეგადაც ნივთიერებათა ცვლის პროცესი აქტიურდება და ორგანიზმი ძალასა და ენერგიას ზოგავს.

წყალგაყვანილობის წყალი შეიცავს ქლორს, ფტორსა და სხვა ნაერთებს, რომლებიც დუღილის პროცესში ჯანმრთელობისთვის მავნე ნაერთს წარმოქმნის. ამისგან თავი რომ დაიცვათ, სანამ წყალს აადუღებთ, ერთი დღე-ღამე თიხის, სპილენძის ან მინის ჭურჭელში დატოვეთ, რომ ფტორი და ქლორი გაქრეს.

მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 40 ლიტრ სითხეს შეიცავს, რომლის აუცილებელი რაოდენობა მუდამ უნდა შენარჩუნდეს. უმნიშვნელო გაუწყლოების დროსაც კი, სისხლის პლაზმა და სხვა უჯრედგარეშე სითხე შესქელებას იწყებს და მათში მარილების რაოდენობა იმატებს. წყალი უჯრედებიდან დიდი კონცენტრაციის ზონაში მიემართება. შედეგად უჯრედები ნაოჭდება, რაც მთელი ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს. გარდა ამისა, ადამიანთა უმეტესობა წყალს არასწორად სვამს, ხოლო მოსახლეობის თითქმის ნახევარი სითხეს გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე საჭიროა.

თუ სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადებები არ გაწუხებთ და თირკმელებიც ნორმალურად მუშაობს, წყალი უნდა დალიოთ ნელა, ყლუპ-ყლუპით, არანაკლებ ორი ლიტრისა დღეში. 

 

პომიდორი ორგანიზმს კაროტინით ამარაგებს

ყოველდღე ერთი ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენის დალევით ადვილად შეივსებთ A ვიტამინის დეფიციტს. 

დაახლოებით 200 მილილიტრი პომიდვრის წვენი 1 მილიგრამ კაროტინს შეიცავს, რომლის დღიური ნორმა სამი მილიგრამია.

კაროტინი ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება.

პომიდორში, ასევე, ბევრია სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინებიც: B, B1, B12, C, PP და K, ასევე, ფოლიუმის მჟავა, მინერალური მარილები.

პომიდორში მცირე რაოდენობით არის: ცილები, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა და ორგანული მჟავები, კერძოდ, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ამცირებს ნაწლავური ბაქტერიების ზრდას. ამ თვისებების გამო, პომიდორი სამკურნალო და პროფილაქტიკური პროდუქტია.

პომიდორი თქვენს ორგანიზმს კაროტინით ამარაგებს.

სხვათა შორის, პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ, გაცხიმოვნებისა და მარილოვანი ცვლის დარღვევის დროს.

პომიდვრის რბილობი უებარი წამალია ჩირქოვანი იარების მოსაშუშებლად. კალციუმი და C ვიტამინი აუცილებელია ორსული ქალებისთვის.

 

ძილის დარღვევა ამა თუ იმ დაავადების მანიშნებელია

თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაშინვე ნუ შეშფოთდებით, რადგან ამ პრობლემას ორგანიზმი ნელ-ნელა მოაგვარებს, მაგრამ, თუ უძილობა გრძელდება დიდხანს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სასწრაფოდ უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება ჯანმრთელობას.

პირველ ყოვლისა, აუცილებელია, ისწავლოთ სწორად სუნთქვა. სწორად სუნთქვისა და სისხლის სისტემების საშუალებით მარაგდება ჩვენი ორგანიზმი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, იწმინდება და ახლდება ის. თუ ფილტვები წესრიგში არ გაქვთ, დღის განმავლობაში ეს თავს იჩენს მთქნარებით, ღამით კი – ძილის სურვილით (ანუ, გეძინებათ, მაგრამ, ვერ იძინებთ).  გაამახვილეთ ყურადღება სუნთქვის სისტემაზე, თუ ნორმალურად დაძინებას მხოლოდ გამთენიისას ახერხებთ.

გულის დაავადებაზე მეტყველებს თვალების ქვეშ ჩალურჯებული რკალები, რაც მკვეთრად არის გამოხატული ძილის შემდეგ და დიდხანს არ ქრება. თუ ღამით დაძაბულს გძინავთ, გიწყდებათ სიზმრები, გეუფლებათ სევდა ან შიში, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა სათანადოდ არ არის მოგვარებული, ეს აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, ამის განსაზღვრა კი სწორედ ძილის საშუალებით ხდება. 

კუჭის ან საყლაპავი მილის დაავადებას გამცნობთ მშვიდი, მაგრამ ხანმოკლე ძილი. განსაკუთრებით მიხედეთ კუჭს, თუ ძილის შემდეგ ტუჩებზე პატარა ნახეთქები გიჩნდებათ და ყელი გიშუპდებათ; ასევე, თუ გაწუხებთ სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.

წვრილი ნაწლავის პრობლემების დროს, ძილში ძლიერდება ოფლიანობა, დილით კისრის დაბუჟება იჩენს თავს, ხოლო ტუჩებსა და პირის ლორწოვან გარსზე ჩნდება ნადები. თუ დაძაბული ძილი გაქვთ, სტრესულ ან ინტიმურ სიზმრებს ხედავთ, ყურადღება მიაქციეთ წვრილი ნაწლავის მდგომარეობას.

თუ მსხვილი ნაწლავი წესრიგში არ გაქვთ, საღამოს ადრიანად მოგერევათ ძილი, დაძინებისას კი მოუსვენრობა შეგაწუხებთ. დილას, შესაძლოა, პირში ცუდი სუნი იგრძნოთ, მთელი დღის განმავლობაში კი – სისუსტე.

მუდმივი მეტეორიზმიც მსხვილი ნაწლავის დაავადების მანიშნებელია. როცა დღისით ძილის სურვილი გიჩნდებათ, იძინებთ, მაგრამ შფოთავთ და ვერ ისვენებთ, ყურადღება მიაქციეთ ელენთასა და კუჭქვეშა ჯირკვალს. ამ დროს, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ტკბილზე მოთხოვნილება, დილას გაგაღვიძოთ შემცივნებამ, შეგაწუხოთ ტერფების სიმძიმემ.

თუ დილით შეშუპებას გრძნობთ მუხლქვეშ, ესე იგი, წესრიგში არ გაქვთ ლიმფური და იმუნური სისტემა. 

თუ სიზმრებს საერთოდ ვერ ხედავთ, დილით კი უმიზეზოდ გეწყებათ თავბრუხვევა და თავის გამჭოლი ტკივილი, ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს.

მკვეთრად გამოხატული სიზმარი აქვთ თირკმელებისა და შარდის ბუშტის დისფუნქციის მქონე ადამიანებს, თუმცა, დილით მის გახსენებას ვერ ახერხებენ. ამ დროს, შესაძლოა, მხედველობის პრობლემებმაც იჩინოს თავი. ამ ორგანოების დაავადების დროს დამახასიათებელია ფხიზელი, ზერელე და წყვეტილი ძილი.

 

ქოლეცისტიტს შინაურ პირობებშიც უმკურნალებთ

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. მის განვითარებას ორი მიზეზი იწვევს, კერძოდ: ბაქტერიული ინფექცია და ნაღვლის შეგუბება. ინფექცია ნაღვლის ბუშტში შეიძლება მოხვდეს ნაღვლის სადინარებიდან სისხლით და ლიმფური გზით. ნაღვლის შეგუბების მიზეზებიდან აღსანიშნავია ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარების თანდაყოლილი დეფექტი, ნაღვლის სადინარების დისკენეზური ცვლილებები, ორსულობა, ნაკლები მოძრაობა. გარდა ამისა, ქოლეცისტიტის განვითარებას იწვევს მწვავე პანკრეატიტი, პარაზიტული დაავადებები, ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაღვლის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების მოშლა, მემკვიდრეობითობა და ალერგიული ფაქტორი.

მწვავე ქოლეცისტიტის დროს აღინიშნება ძლიერი შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, ჭიპის მარჯვნივ, რომელიც, შეიძლება, გავრცელდეს მარჯვენა წელის, მხრისა და ბეჭის მიდამოებში. ტკივილს თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და ტემპერატურის მომატებაც კი. ის, შესაძლოა, რამდენიმე დღეც გაგრძელდეს. ტკივილის შეტევის პროვოცირებას ახდენს შებოლილი, მწარე, ცხარე, ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი, ემოციური და ფიზიკური დატვირთვა.

ტკივილი ნაღვლის შეგუბებითაა გამოწვეული. ნაღვლის დენას ხელს უშლის კენჭები. მძიმე შემთხვევაში ვლინდება სისუსტე, მადის დაქვეითება, შემცივნება და ტაქიკარდია.

მოხუცებსა და მოზრდილებში უფრო ხშირია კენჭოვანი ქოლეცისტიტი და მისი შერწყმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან. გაცილებით ხშირია ქრონიკული ქოლეცისტიტი. ამ დროს ტკივილი ყრუდ მიმდინარეობს. აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ქრონიკულ ფორმას თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, პირში მწარე გემო, ტემპერატურის მომატება.

მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობა ძირითადად სპაზმოლიტურია. ასეთ დროს იყენებენ ნაღველმდენ საშუალებებსა და ანტიბიოტიკებს.

ქოლეცისტიტის დროს კარგია შემდეგი ხალხური რეცეპტით დამზადებული ნაყენი: 1 ჩაის კოვზ ბოლოკისა და 1 ჩაის კოვზ ჭარხლის წვენს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი, კარგად ამოურიეთ და დადგით რამდენიმე დღის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას. მიიღეთ 50 მილილიტრი დღეში 3-ჯერ.

 

გადაღლის დროს ჭამეთ საქონლის ღვიძლი და ბევრი ხილი

კარგი გუნება-განწყობისა და სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებლად აკონტროლეთ წნევა, სისხლძარღვების ჯანმრთელობა და წონა. გადაღლა, სტრესი და არასწორი კვება ცვეთს სისხლძარღვებს, უკარგავს ელასტიკურობას, იხშობა წვრილი ძარღვები, რასაც სპაზმები, თავის ტკივილი და მთელი რიგი უსიამოვნებები მოსდევს.

ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ინსულტის რისკ-ფაქტორებს შორის პირველ ადგილზე ჰიპერტონიაა.

კოორდინაციის დაკარგვის, თავბრუხვევის, თავის ტვინის სპაზმების დროს უნდა მიიღოთ მცენარეული ნედლეულით დამზადებული წამლები, რომლებიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, წნევას, წმენდს კაპილარებს ცხიმოვანი დანალექებისგან, აღადგენს ძარღვების ელასტიკურობას და ასე შემდეგ.

დაძაბულობისა და გადაღლის დროს უნდა მიირთვათ საქონლის ღვიძლი ან ტვინი, ბროწეული, ანანასი, ავოკადო, ხორბლის, ღერღილის ნაწარმი, ბევრი ხილი და ბოსტნეული.

C ვიტამინი, რომელსაც უხვად შეიცავს ფორთოხალი და გრეიპფრუტი, წმენდს ტვინის სისხლძარღვებს. კვებით რაციონში აუცილებლად ჩართეთ მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ზღვის პროდუქტებიც, ეს აუმჯობესებს ადამიანის გონებრივ აქტივობას.

 

 

скачать dle 11.3