კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მანჩესტერ იუნაიტედის” რამდენი ფეხბურთელი მოხვდა პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგში

მრავალი საფეხბურთო ექსპერტისა თუ უბრალო გულშემატკივრის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატად ინგლისის პრემიერლიგა ითვლება. ინგლისურ მოედნებზე რომ საუკეთესო საფეხბურთო სპექტაკლები იდგმება, არაერთი ავტორიტეტული სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რადგან, ყველაზე დაძაბულ, სანახაობრივ და სისხლში ადრენალინის ამწევ მატჩებს  ქომაგები ლეგენდარულ „უემბლიზე”, „სტემფორდ ბრიჯზე” ან „ემირეითს არენაზე” ადევნებენ თვალს, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები საკუთარ ოსტატობას ავლენენ. გავლენიანი გერმანული ვებ-საიტის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინგლისური პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ტოპ-ათეულს.

 

უეინ რუნი, „მანჩესტერ იუნაიტედი” – 65 მილიონი ევრო

 „მანჩესტერისა” და ინგლისის ნაკრების ლიდერი უეინ რუნი „პრემიერლიგის” ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი და ტოპ-ათეულის პირველი ნომერია. 27 წლის უეინ რუნი ალექს ფერგიუსონის გუნდის უალტერნატივო ლიდერი და მთავარი მამოძრავებელი ძრავაა, რომელიც „წითელ ეშმაკებს” მეოცე საჩემპიონო ტიტულისკენ მიაქანებს. უეინი კლუბის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ ითვლება და მის გარეშე თანამედროვე „მანჩესტერი” წარმოუდგენელია. ამასთან ერთად, იგი სტაბილურად ასპარეზობს ინგლისის ნაკრებში, სადაც ასევე ლიდერის ფუნქციას ასრულებს.

 

რობინ ვან პერსი, „მანჩესტერ იუნაიტედი” – 45 მილიონი ევრო

„არსენალიდან” 2012 წლის ზაფხულში „მანჩესტერში” გადასული ჰოლანდიელი თავდამსხმელი მალევე იქცა „წითელი ეშმაკების” საბრძოლო მანქანის მთავარ იარაღად და, უეინ რუნისთან ერთად, ყველაზე სახიფათო დუეტის ნაწილად. ვან პერსი ამ სეზონში „მანიუს” საუკეთესო ბომბარდირია. ბოლო რამდენიმე მატჩია იგი ჩვეულ შედეგს აღარ აჩვენებს, თუმცა, სავსებით რეალურია, რომ სეზონის დასრულებამდე პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის გაიბრძოლოს, მით უმეტეს, რომ პირველ ადგილზე მყოფ ფეხბურთელს ის მხოლოდ რამდენიმე გოლით ჩამორჩება.

 

სერხიო აგუერო, „მანჩესტერ სიტი” – 45 მილიონი ევრო

 მიმდინარე სეზონი სერხიო „კუნ” აგუეროსთვის ნაკლებად წარმატებულია, ისევე, როგორც მისი გუნდისთვის. „სიტი” ჩემპიონობისთვის აღარ იბრძვის, ხოლო აგუერო ბომბარდირთა დავას გვერდიდან ადევნებს თვალს. ამის მიუხედავად, მარადონას ექსსიძე მაინც ყველაზე მაცდურ ფეხბურთელად ითვლება ესპანური კლუბებისთვის და მისი შეძენა „რეალისა” და „ბარსელონას” „ფარული ვნებასაა”. შესაძლოა, ამ სეზონის დასრულების შემდეგ აგუერო დაბრუნდეს მისთვის მშობლიურ ესპანურ ლა-ლიგაში, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი ვარსკვლავური გზა.

 

დავიდ სილვა, „მანჩესტერ სიტი” – 44 მილიონი ევრო

„სიტის” კიდევ ერთი წარმომადგენელი ტოპ-ათეულში და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი მთლიან პრემიერლიგაში – სილვა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტია ლიგაში. ისიც ესპანურ ლიგაში გადაბარგების რეალური კანდიდატია, რადგან, სეზონის ბოლოს „სიტის” არაბი მფლობელები გუნდის რეორგანიზაციას აპირებენ, ხოლო სილვაზე კბილებს ილესავენ მადრიდშიც და ბარსელონაშიც.

 

ხუან მატა, „ჩელსი” – 42 მილიონი ევრო

ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდა ესპანელი ადრეულ ასაკში გადავიდა „ჩელსიში” და მალევე მოიკიდა ფეხი ძირითად შემადგენლობაში. პირველივე სეზონში მატამ ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი მოიგო. მიმდინარე სეზონში ის ლონდონელი „არისტოკრატების” საუკეთესო მეპასეა, ხოლო, ედენ აზართან და ფრანკ ლამპარდთან ერთად, ამ სეზონში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის. უცნობია, თუ ვინ გაწვრთნის „ჩელსის” მომავალ სეზონში, შესაძლოა, სულაც ჟოზე მოურინიო დაბრუნდეს, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ხუან მატას მსგავსი ფეხბურთელი ნებისმიერ სპეციალისტს გამოადგება.


გარეთ ბეილი, „ტოტენჰემი” – 42 მილიონი ევრო

უელსელი გარემარბი ერთმნიშვნელოვნად არის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი და თანამედროვე „ტოტენჰემის” სახე. ბეილის გარეშე ლონდონელების გუნდი, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, ის არის გუნდის სული და გული. ბომბარდირთა დავაში ბეილი მხოლოდ ვან პერსისა და ლუის სუარესს ჩამორჩება. თუმცა, გავრცელებული ცნობის თანახმად, ეს სეზონი მის ინგლისურ კარიერაში უკანასკნელი იქნება, რადგან ბეილის გადაბირებაზე საკუთარ რიგებში მადრიდის „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ფიქრობს; ხოლო, ადამიანს, რომელმაც თავის დროზე „ბარსელონიდან” ლუიშ ფიგუ და „იუვენტუსიდან” ზინედინ ზიდანი გადაიბირა, ბეილის ტრანსფერის ორგანიზება არ უნდა გაუჭირდეს.


ედენ აზარი, „ჩელსი” – 40 მილიონი ევრო

ახალგაზრდა ბელგიელი ფეხბურთელი პრემიერლიგის ამ სეზონის საუკეთესო ახალწვეულის ტიტულს უმიზნებს და მისი სწრაფვა სავსებით გასაგებია, რადგან, მიმდინარე სეზონში „ჩელსის” ნახევარმცველი ერთ-ერთი საუკეთესოა კლუბში და, შედეგიან გადაცემებთან ერთად, პენალტების „მონადირებაც“ იდეალურად გამოსდის. სავარაუდოდ, მომავალი სეზონის დაწყებამდე აზარის სატრანსფერო ფასი მოიმატებს და მისი შენარჩუნება აბრამოვიჩის გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იქნება.

 

იაია ტურე, „მანჩესტერ სიტი” – 36 მილიონი ევრო

კოტდივუარელი იაია ტურე 2012 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „სიტის” შუახაზელი არ გამოირჩევა შედეგიანი გადაცემებით და არც გოლის გატანის ალღო აქვს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა მანჩესტერულ კლუბში, თუმცა, ამის მიუხედავად, მასთან კონტრაქტის გაგრძელებისგან თავს იკავებენ. შესაძლოა, ახალი სეზონიდან ტურე მახაჩკალის „ანჟის” რიგებში ვიხილოთ – რუსეთის პრემიერლიგის სწორედ ეს კლუბი აქტიურობს ყველაზე მეტად ტურესთან დაკავშირებით.

 

ლუის სუარესი, „ლივერპული” – 36 მილიონი ევრო

ამბიციური ურუგვაელის შენარჩუნება ლივერპულურ კლუბს ძალზე გაუჭირდება, მით უმეტეს, რომ სეზონის ბოლოს კლუბი, შესაძლოა, ევროთასების საგზურის გარეშე დარჩეს, სუარესს კი ჩემპიონთა ლიგაში თამაშის სურვილი აქვს. სტივენ ჯერარდთან ერთად, სუარესი მერსისაიდული კლუბის ლიდერია, რომელიც ახალი სეზონიდან, ალბათ იტალიას მიაშურებს, სადაც მას „იუვენტუსი” და „მილანი” ეპატიჟებიან.

 

ვენსან კომპანი, „მანჩესტერ სიტი” – 35 მილიონი ევრო

„მანჩესტერ სიტის” დაცვის ლიდერი და ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი ინგლისურ პრემიერლიგაში. ბელგიელი დიდი ხანია, გრანდების სამიზნეა და, მაგალითად „ბარსელონა” არც მალავს, რომ კომპანის კარლეს პუიოლის შემცვლელად მოიაზრებს. კომპანი, ედენ აზართან ერთად, ბელგიელი ფეხბურთელების ახალ თაობას მიეკუთვნება, რომელსაც ფეხბურთის სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ საერთაშორისო სარბიელზე.

скачать dle 11.3