კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რაში გამოიხატება ღვთის გმობა?

პასუხი: ღვთის გმობა არის ქმედება, როდესაც სიტყვით ან გამოთქმით შეურაცხყოფთ ღმერთს. ის გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ, სხვა ნიშნებითაც. მაგალითად: წერილობით, ნახატებით, სხეულის უხამსი მოძრაობით, რომლებშიც გამოვლენილია სიძულვილი უფლის, წმიდანებისა და წმიდა საგნებისადმი. ღვთის გმობა შეიძლება იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირია ღვთის გმობა, როდესაც წინასწარი განზრახვით და უშუალოდ არის შეურაცხყოფილი უფლის სახელი და ეს უმძიმესი ცოდვაა.

კითხვა: თუკი ავადმყოფობა ღმერთის მიერ მოვლენილი სასჯელია ჩვენი ცოდვებისთვის, მაშინ მისგან განკურნების მცდელობა ცოდვაში ხომ არ ჩაგვეთვლება?

პასუხი: ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მოვუსმინოთ წმინდა თეოფანე დაყუდებულს: „მკურნალი ღმერთის შექმნილია, წამლებიც უფლის ხელიდან არის ქმნილი. მკურნალი თვით კი არ ჰკურნავს, არამედ, ღმერთი ჰკურნავს მისი მეოხებით. ღმერთი შთააგონებს მკურნალს და ის გამოწერს საჭირო წამალს. ხოლო, როცა ღმერთი არ ეხმარება მკურნალს, არ ვუწყი, აგნებს თუ არა ვიეთნიმე ნამდვილ წამალს. მიმართეთ მკურნალს, მაგრამ, ამავე დროს, უფრორე მეტად ღმერთსა და წმიდანებზე ილოცვიდნენ, რათა მიჰმადლონ მას ნამდვილი წამლის ამოცნობის უნარი“.

კითხვა: როგორ უნდა მოახერხოს ქრისტიანმა, რომ საკუთარი თავი რეალურად შეაფასოს და თან არ დაკარგოს ქრისტიანული სიმდაბლე?

პასუხი: სიმდაბლე გამოიხატება ადამიანის მიერ საკუთარი ნაკლის დანახვასა და სხვათა მიღწევების აღიარების უნარში. საკუთარი ნაკლის დანახვა ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია. ცნობილია, რომ, რაც უფრო დიდი და გენიოსია ადამიანი, მით მეტად თავმდაბალია და კარგად ხედავს საკუთარ ნაკლოვანებებს.

კითხვა: თუკი ავად ვართ, ჩვენი სნეულების განსაკურნებლად შესაძლებელია თუ არა, ორჯერ ვიცხოთ ზეთი შვიდგზის ზეთისცხების დროს, სხვადასხვა ეკლესიაში?

პასუხი: ჯანმრთელი ადამიანი ერთგზის უნდა დაესწროს შვიდგზის ზეთისცხებას, ხოლო ავადმყოფს შეუძლია, ორგზისაც და მეტჯერაც იცხოს ზეთი.

скачать dle 11.3