კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უთხრეს ქურდებმა გიული ჭოხონელიძეს ფილმ „დღე პირველი დღე უკანასკნელის” ნახვის შემდეგ და რატომ გარდაიცვალა ცამეტი მსახიობი „ანთიმოზ ივერიელის” გადაღებების პერიოდში

მან ბევრ ფილმში ითამაშა. მოგვიანებით თავადაც დაიწყო ფილმების გადაღება, სადაც ყველა მთავარ როლს თავადვე ასრულებდა. ორსერიიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ანთიმოზ ივერიელი” გიული ჭოხონელიძის ბოლო, შეიძლება ითქვას, ყველაზე სერიოზული ნამუშევარია, რომლის ღირებულებაც მსოფლიო კინობაზარზე 15 მილიონი დოლარია. რეჟისორმა  ის 2001 წელს გადაიღო და მასში ბევრი საკმაოდ ცნობილი მსახიობი მონაწილეობს. გიული ჭოხონელიძე 2008 წელს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს მისი ცხოვრების ფურცლებია, რომელიც, ვფიქრობ, ყველასთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს.      

„კინო უშუალოდ შინაგანი განცდა – გული და თვალია. სანამ კინოში მოვხვდებოდი, ვხატავდი. ბევრი მხატვარი მეგობარიც მყავდა,  მაგრამ, ერთ დღეს გადავწყვიტე თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობოზე ჩაბარება, რაც ძალიან საინტერესო და იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის. ჩემს კურსზე იყვნენ გურამ საღარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ლეილა აბაშიძე... ძალიან მაინტერესებდა მოსკოვში „ვგიკში“ სწავლა და წავედი. როგორც თეატრალურ ინსტიტუტის კურსდამთავრებული, მესამე კურსზე დამსვეს. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი სერგო ფარაჯანოვის მოლდავური ზღაპარი „ანდრიაში”  იყო, სადაც მთავარ როლს ვასრულებ. ამის შემდეგ ფარაჯანოვმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი და იქაც მთავარ როლს ვთამაშობ. მერე რეჟისურას მოვკიდე ხელი. ჩემი პირველი სურათი „ქოჩორა” იყო. მას მოჰყვა „წინაპართა მიწა”, რომლის რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც ვარ. „მოსფილმში“ გადავიღე დიდი, ორსერიანი სურათი „ბაგრატიონი”; ასევე, „მოსფილმში” გადავიღე რუსეთის დაფინანსებით ოთხსერიიანი მხატვრული ფილმი „სპირალი”, შემდეგ – „ანთიმოზ ივერიელი”. ამისთვის ბუქარესტს ვეწვიე, სადაც შვიდი ქვეყნის პატრიარქი იყო ჩასული. ტექნიკურად ეს იყო ძალიან რთული გადასაღები ფილმი. ფაქტობრივად, ჩვენ ამ თემის გარშემო მასალა არ გაგვაჩნია. ანთიმოზ ივერიელის გვარიც კი არ ვიცით. როცა ფილმის გადაღება გადავწყვიტე, ბევრი ვეძიე და გვარი ვერ მოვიპოვე, მაგრამ, რუმინეთს მდიდარი მასალა აქვს ამ პიროვნებაზე, რაც ძალიან დამეხმარა. ედუარდ შევარდნაძემ წამიყვანა რუმინეთში და რუმინეთის პრეზიდენტ ილიესკუს შემახვედრა. მოვილაპარაკეთ, რომ ნახევარს ისინი  დააფინანსებდნენ, ნახევარს – ჩვენ. მათ ამ სურათში 2,5 მილიონი უნდა გადაეხადათ, ჩვენ, როგორც ღატაკ ქვეყანას – 400 ათასი ლარი. ვერც ერთმა მხარემ ვერ შევძელით ამ თანხის გადახდა და ამიტომ ფილმს ცხრა წელი ვიღებდი. მაშინ დიდი არეულობა იყო რუმინეთში, ხალხი შიმშილით იხოცებოდა. სურათზე მუშაობის პერიოდში 13 მსახიობი გარდაიცვალა. მსახიობებს ფულს ვერ ვუხდიდი. ხან ვის ვთხოვდი დახმარებას, ხან – ვის და, ასე, წამებით დავამთავრე ფილმი. „გვირაბმშენის“ უფროსი დაგვეხმარა. ტურიზმის დეპარტამენტის მმართველი ომანიძე რუმინეთში ტურბაზას დაუკავშირდა და 60 კაცი უფასოდ მიგვიღეს. რუმინეთის პატრიარქმა რამდენჯერმე თავის სასტუმროში გვაცხოვრა. ჯარი დამჭირდა და დამახმარეს. დავით გარეჯი რომ დაგვჭირდა, ამაშიც ომანიძე დაგვეხმარა. ბოლოს, სურათის დასამთავრებლად შევარდნაძემ მომცა 120 ათასი ლარი. ფილმი სულ 400 ათასი ლარი დაჯდა. კინობაზარზე კი 15 მილიონად არის შეფასებული. მოგეხსენებათ, ანთიმოზ ივერიელი რუმინელი ხალხისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის შოთა რუსთაველი. ეს ადამიანი 12 ენას ფლობდა, საოცრად განათლებული და უდიდესი ორატორი იყო. ტაძარში გადაღების სცენა დამჭირდა. პატრიარქის სამოსით ვიყავი და ტაძარში შემოსული ხალხი ყველა კურთხევას მთხოვდა – ეგონათ უცხო ქვეყნის პატრიარქია ჩამოსულიო. ხომ ვერ ავუხსნიდი ამ ადამიანებს, რომ მსახიობი ვარ და ფილმს ვიღებთ-მეთქი, ამიტომ, შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც საჭირო იყო. ერთი მონაზონი დაეჭვდა და, სადაც წავიდოდი, სულ დამყვებოდა. გადაღება რომ დამთავრდა, ტაძრიდან გამოვედი და წვერი მოვიხსენი. ეს რომ დაინახა, შეცბა, ხელში ჯვარი ეჭირა და, სატანაო – გაიძახოდა. მოსკოვში ვიყავი კინოფესტივალზე, ბევრი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ჩემი ფილმი რომ ნახეს, ყველა მეკითხებოდა, როგორ ვიყიდოთ თქვენი სურათიო. როგორ უნდა იყიდონ, როცა ასლი არ გაგვაჩნია, მხოლოდ ორიგინალი გვაქვს. ფილმი უნდა გადავიტანოთ ვიდეოფირზე და დაიყოს ოცდახუთ-ოცდახუთ წუთად, სხვადასხვა ენაზე გახმოვანება სჭირდება... აქ დიდ თანხაზეა ლაპარაკი, რომელიც დიდ შემოსავალს მოგვიტანს.      

დათვის ბელი ფა-ტიმასათვის

„ფატიმა” ხალხმა გამოსვლისთანავე აიტაცა. უამრავ წერილს ვიღებდი. ჯამბულათის როლის შემსრულებელმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა მითხრა, მეც ვიღებ წერილებს და სულ მლანძღავენო. გახსოვთ, ალბათ, ის უარყოფით როლს თამაშობს  ფილმში, მე – დადებითს. სამი მთავარი როლი იყო და სამივე უაღრესად საინტერესო. ფილმის გადაღებების პერიოდში ოსეთის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდით. რეჟისორმა სიკო დოლიძემ დაიჩემა – იბრაჰიმმა ფატიმას საჩუქრად დათვის ბელი უნდა მიუყვანოსო. მოიყვანეს დათვის ბელი და მომაბარეს. გადაღებები გაჭიანურდა. რეჟისორს ვუთხარი, ბელი იზრდება და მერე მისი გადაღება გაჭირდება-მეთქი. გავაგრძელეთ გადაღებები. სინათლე რომ ჩართეს, ბელი გადაირია. ადგნენ და ტორები მავთულით შეუკრეს; კბენა დაიწყო, მერე ცხვირ-პირიც შეუკრეს, მაგრამ, დათვმა თვალები გადააბრუნა და გადაგორდა – გაიგუდა. ფილმის პატარა ნაწილში მაინც დარჩა.   

საერთოდ, ყველა როლში მკლავენ. ეს იყო საოცრება და სულ მაინტერესებდა, რატომ ხდებოდა ასე. ბოლოს დავასკვენი: ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან დატანჯული, ნაოჭებიანი სახე მაქვს-მეთქი. არც ერთ ფილმში კარგად ჩაცმული არ ვარ, სულ ღარიბებს, ქურდებსა და ყაჩაღებს ვთამაშობ. როცა ბაგრატიონის როლზე დამამტკიცეს, აი მაშინ შემიკერეს კარგი კოსტიუმი. მუნდირს ყოველ საღამოს ვწმენდდი. 

 კარგი ქურდი 

„დღე პირველი, დღე უკანასკნელში” ქურდის როლი არ იყო.  მაშინ ხრუშჩოვი ისვენებდა სოჭში და ვიღაც ქურდმა წერილი მისწერა: ქურდი ვარ, მაგრამ, ქურდობა აღარ მინდა და, თუ შეიძლება, სამსახურის მოძებნაში დამეხმარეთო. ეს  წერილი გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა, რომელიც სიკო დოლიძემ ნახა და ფილმში გამოიყენა. მითხრა – სწორედ შენ უნდა ითამაშო ქურდის როლიო. ფილმი რომ გამოვიდა ეკრანებზე, რესტორანში წავედით და აღვნიშნეთ. ჩვენს მოპირდაპირე მხარეს, მაგიდასთან ქურდები ისხდნენ. მიცნეს და მთხოვეს – თუ შეიძლება, ჩვენთან გადმოჯექითო. ცოტა, რომ დალიეს ერთ-ერთმა მითხრა: როცა ქურდების ცხოვრება არ იცი, არ უნდა ითამაშოო. მაინც რატომ-მეთქი, – დავინტერესდი. ღია კარში რომ შედიხარ, მასე სად არის. როცა ჩვენ ვინმეს გაქურდვა გვინდა, პატარა ბიჭებს ვგზავნით და ყველა  კარში ასანთის ღერებს არჭობენ; მერე დავივლით, რომელ კარშიც ასანთის ღერი დარჩენილია, ესე იგი, იქ არავინაა და ვიწყებთ იმ ბინის „დამუშავებასო”.

ცნობილი კინორეჟისორი კოლია პიპინაშვილი სიკო დოლიძესთან დადიოდა ხოლმე სტუმრად. სიკოსაც და კოლიასაც თეთრი ფერის „ვოლგები” ჰყავდათ. ერთხელ კოლია, ჩვეულებრივ, ესტუმრა სიკოს. რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე კაკუნის ხმაა. სიკომ გააღო კარი და ვიღაცამ წერილი გადასცა. წერილში ის ეწერა, რაც ქურდებმა მითხრეს რესტორანში: რატომ ეხებით ქურდების ცხოვრებასო. ცოტა ხანში ბატონი კოლია ქვემოთ ჩავიდა და რას ხედავს – მანქანა ადგილზე არ დგას. რამდენიმე დღის შემდეგ მანქანა ყაზბეგის ქუჩაზე იპოვეს. შიგნით წერილი იდო, რომელშიც ეწერა: დიდ ბოდიშს გიხდით, ბატონო კოლია, სიკო დოლიძის „ვოლგა” გვეგონა და ამიტომ წავიყვანეთო. 

скачать dle 11.3