კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცნობილი დიზაინერები და კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიების მფლობელები მოხვდებიან „ფორბსის” 2013 წლის მილიარდერების რეიტინგში

 

2013 წლის მილიარდერების რეიტინგს ჟურნალი „ფორბსი” საზოგადოებას მარტში წარუდგენს. უკვე ცნობილია, რომ მასში დაჯავშნილი აქვთ ადგილი რეიტინგის ახალ სახეებს, მოდის სამყაროს წარმომადგენლებს, რომელთა კაპიტალმა, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და ამჟამად ისინი მილიარდერთა რეიტინგის სრულუფლებიან წევრებად მიიჩნევიან.

 

ბრი როშე – 3 მილიარდი დოლარი

ცნობილი ფრანგული კოსმეტიკური კომპანიის „ივ როშეს” დამფუძნებლის, ივ როშეს რვა შვილიშვილიდან უფროსი – 35 წლის ბრი როშე  2012 წელს განხორციელებული წარმატებული პროექტებით, „ფორბსის” 2013 წლის გამოცემის მილიარდერთა რეიტინგში მოხვდება. „ლორეალის” შემდეგ „როშე” მეორე კომპანიაა საფრანგეთში, რომლის აქტივების ფასი 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გასცდა. ბრი როშე ამჟამად კომპანიის აქციების 96 პროცენტს ფლობს. 2013 წლიდან კომპანია ჩინურ ბაზარზე შესვლას და მის ათვისებას აპირებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის აქტივებს. საინტერესოა, რომ თავად ბრი როშე ჯაზის მუსიკოსობაზე ოცნებობდა, თუმცა საბოლოოდ, უზარმაზარი კონცერნის მფლობელი გახდა.

„დიზელი” – 2,5 მილიარდი დოლარი

ტანსაცმლის პოპულარული ბრენდის, „დიზელის” მფლობელისა და დამაარსებლის, 57 წლის რენცო როსოს „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში მოხვედრა, სწორმა მარკეტინგულმა პოლიტიკამ განაპირობა. პროვოკაციულმა სარეკლამო რგოლებმა (მაგალითად, თუ როგორ მისდევს უზარმაზარი „დიზელის” სპორტული ფეხსაცმელი ბორბლებზე უზარმაზარ უკანალს), პრომოებმა ვარსკვლავებთან და სარეკლამო კამპანიებმა „ფიატსა” და „დუკატისთან,” „დიზელს” ყველაზე გლამურული და ახალგაზრდული სპორტული ბრენდის სტატუსი მოუპოვა. ფერმერების ოჯახში დაბადებული რენცო როსო 10 წლის ასაკიდან დაინტერესდა ბიზნესით და თავდაპირველად, ბოცვრები მოაშენა, მოგვიანებით იგი მოდის ინდუსტრიით დაინტერესდა და 1970-იანებში პირველი კოლექციები შექმნა. კომპანია „დიზელი” 1978 წელს დააფუძნა. მის ერთპიროვნულ მმართველობაში ჯინსების ბრენდი  1985 წლიდანაა. „დიზელის” გარდა, რენცო როსოს საკუთარი სასტუმრო აქვს მაიამიზე და ცნობისთვის, ის ექვსი შვილის მამაა.

იუბერ დორნანო – 1,6 მილიარდი დოლარი

იუბერ დორნანო 1976 წელს ქმნიდა კოსმეტიკის ბრენდ „სისლეის” და ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ 2013 წელს „ფორბსის” მილიარდერთა რიცხვში შევიდოდა. დორნანოს ოჯახმა 1935 წელს მონაწილეობა მიიღო კომპანია „ლანკომის” შექმნაში რომელიც მოგვიანებით, „ლორეალის” სახლის ნაწილი გახდა. ფიტოკოსმეტოლოგიაში წამყვანი კომპანიის მფლობელი იუბერი ოჯახთან ერთად უძღვება კომპანიის მართვას. მისი მეუღლე, იზაბელ დორნანო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო ვაჟი, ფილიპი – გენერალური დირექტორი. 

„ბულგარი” – 1,5 მილიარდი დოლარი

ძმები ნიკოლა და პაოლო ბულგარები საიუველირო კომპანია „ბულგარის” დამფუძნებლის შვილიშვილები არიან. ისინი „ფორბსის” ახალ რეიტინგში, თითოზე 1,5-მილიარდიანი კაპიტალით მოხვდნენ. ფრანგულ კონცერნ LVMH-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რომელიც, აერთიანებს შემდეგ ცნობილ მარკებს: „ლუი ვიტონი”, „ჟივანში” და სხვები, „ბულგარი” 5 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ, ფრანგი მილიარდერის ბერნარ არნოს ფრთის ქვეშ მოექცა. ამით „ბულგარის” მფლობელებმა თავიანთი კაპიტალი გაზარდეს. ამჟამად ძმები ბულგარები ფლობენ LVMH-ის აქციათა 4,8 პროცენტს და მათი კაპიტალი რეიტინგის გამოქვეყნებამდე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან კომპანიის საქმეები 2013 წელს უკეთესობისკენ მიდის. 

„ECCO” – 1,5 მილიარდი დოლარი

დანიელი ბიზნესმენის, კარლ ტუსბის ქალიშვილი, ჰანი ტუსბი კასპშაკი „ფორბსის” 2013 წლის მილიარდერთა რეიტინგის ახალი სახე იქნება. დანიური ფეხსაცმლის კომპანია ECCO, 1963 წელს კარლ ტუსბმა დააფუძნა და ამჟამად ამ ბრენდის ფეხსაცმელი იყიდება მსოფლიოს 97 ქვეყნის 822 მაღაზიაში, მათ შორის საქართველოშიც. ფეხსაცმლის მარკა, ხარისხის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია მსოფლიოში და მომხარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2012 წელს „ფორბსმა” კომპანიის აქტივები 1,5 მილიარდ დოლარად შეაფასა და ამან განაპირობა ჰანის ტუსბი-კასპშაკის მოხვედრა რეიტინგში. ცნობისთვის, ჰანის მეუღლე – დიტერ კასპშაკი ECCO-ს პრეზიდენტია.

„დოლჩე და გაბანა” – მილიარდი დოლარი

ის, რომ ცნობილი სამოდელო ბრენდის მფლობელები – დომენიკო დოლჩე და შტეფანო გაბანა მილიარდერები არიან, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც იტალიაში სასამართლო მოსმენები დაიწყო გადასახადების გადახდის თავის არიდების ფაქტზე. საქმე 2004 წლიდან იღებს სათავეს და მოდელიერებს ედავება საკუთარი ბრენდის ნაწარმის დაბალ ფასად შეტანას ლუქსემბურგში – თავისივე კომპანიის შვილობილი კომპანიის ბალანსზე. იტალიურმა საგადასახადო სამსახურმა „დოლჩე და გაბანას” 1,5 მილიარდი ევროს გადაუხდელი გადასახადი დაუთვალა. დოკუმენტაციის შესწავლისას „ფორბსმა” დაადგინა, რომ „დოლჩე და გაბანა“  სათითაოდ მილიარდ დოლარს ფლობენ და ამგვარად, დიზაინერები ახალი რეიტინგის ახალი სახეები უნდა გახდნენ. 

ტორი ბერჩი – მილიარდი დოლარი

46 წლის ამერიკელმა ტორი ბერჩმა დიზაინერის კარიერა რალფ ლორანთან თანამშრომლობით დაიწყო და 2004 წელს კი საკუთარი სამოდელო ბრენდი დააფუძნა. კომპანია „ტორი ბერჩი,” რომელიც „კლას ლუქსის“ ტიპის ტანსაცმელზე სპეციალიზდება, 2009 წელს გახდა ცნობილი ამერიკაში და უკვე შემდგომ, დანარჩენ მსოფლიოში. ბრენდის პოპულარიზებაში  ტორის ოპრა უინფრი დაეხმარა, რომელმაც თავის ცნობილ ტელეშოუში დიზაინერს დაუთმო გადაცემის ნაწილი. გარდა ამისა, ბრენდის პოპულარობას ხელი ცნობილმა ამერიკულმა სერიალმა „ჭორიკნებმა” შეუწყო, რომლის მთავარი გმირები ნიუ-იორკის გლამურულ ცხოვრებასა და ტანსაცმლის ბრენდებზე ჭორაობდნენ. 2012 წელი ტორი ბერჩისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. დეკემბერში „ფორბსმა” კომპანიის აქტივები 3,25 მილიარდ დოლარად შეაფასა. ტორის წილი კომპანიაში 28,3 პროცენტია, ანუ ზუსტად მილიარდი დოლარი. ამგვარად, ტორი ბერჩი გასულ წელს გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი ამერიკაში. პირველ ადგილზე 41 წლის სარა ბლეიკლია, რომელმაც მილიარდიანი კაპიტალი ქვედა თეთრეულის გაყიდვაზე გამოიმუშავა. ერთადერთი უსიამოვნება, რომელიც ტორის 2012 წელს შეემთხვა, ყოფილ მეუღლესთან და კოლეგასთან, კრის ბერჩთან სასამართლო დავა იყო. კრისმა, ასევე, დააფუძნა ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც ტორის მოდელების ასლებია, თუმცა გაცილებით დაბალ ფასად ყიდის.

 

скачать dle 11.3