კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აუსრულა აფხაზებს ცუდი მოლოდინი ზვიად გამსახურდიას ნაცვლად ედუარდ შევარდნაძემ და რატომ უჭირთ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასება

ჯერჯერობით არც ქართული პროდუქცია შესულა რფ-ის ბაზარზე და რუსეთსა და საქართველოს შორის არც ამაზე გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე დაწყებულა მოლაპარაკებები. აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ კვლავაც რფ-ის მიერ მხოლოდაღიარებულნი არიან და რფ-ს ჯარიც კვლავაც სავსებით სამართლიანად ატარებს ოკუპანტის სტატუსს. ამის მიუხედავადაც, მეტად საინტერესოა, როგორ აფასებენ ენგურს გაღმა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის დარეგულირების პერსპექტივას. ამ თემაზე აზრს ბესლან კობახია გაგვიზიარებს.

– როგორ აფასებთ საქართველო-რუსეთს შორის ამ ეტაპზე არსებულ ურთიერთობებს?

– რადგან ურთიერთობები ძალიან ცუდი იყო საქართველოს წინა ხელისუფლების დროს, სავსებით ბუნებრივია, რომ ახალი ხელისუფლება ცდილობს, დაამყაროს ნორმალური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. მეორე საკითხია, რამდენადაა ეს შესაძლებელი დღეს, რადგან არის რაღაც წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ შეუძლია არც რუსეთს და არც საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოფიციალური რიტორიკა რუსეთის მიმართ ნაკლებად აგრესიულია, პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. საქართველოს ხელისუფლების აზრით, რუსეთის არმია ისევ საოკუპაციოდ რჩება. ამას გარდა, ლაპარაკია რუსეთის მიერ აღიარების გაწვევაზე, რაზეც რუსეთის ხელისუფლება სისტემატიურად აცხადებს, რომ ეს საკითხი საბოლოოდაა გადაწყვეტილი და მის გადახედვას არ აპირებს.

– ოფიციალური განცხადება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება რუსეთისგან ითხოვდეს აღიარების უკან წაღებას, მე არ მახსენდება, თუმცა არ ნიშნავს, რომ არ ვეთანხმები. კონკრეტულად შეგიძლიათ მითხრათ, სად ითქვა?

– საქმე ისაა, რომ ამაზე ლაპარაკობენ თქვენი პოლიტოლოგები. მათ კვლავ აქვთ ილუზიები ამის შესახებ. სინამდვილეში კი, მე არ მახსენდება საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარების გაწვევის პრეცედენტი.

– რადგან თავად ჩამოაგდეთ სიტყვა, მეც ვიტყვი, რამდენჯერმე ვესაუბრე რუს პოლიტოლოგებსა და ჟურნალისტებს და ისინი უშვებენ ასეთ ალბათობას, თუ აფხაზი და ოსი ხალხი მოინდომებენ საქართველოსთან ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, ჩვენ მათ ხელს არ შევუშლითო. ტექნიკის საქმეა, ერთი სიტყვით.

– მინდა, გითხრათ, რომ ეს ილუზიაა. კარგად ვიცნობ აფხაზეთში არსებულ ვითარებას. თქვენ უნდა გესმოდეთ, ჩვენ დაგვეხოცა უამრავი ადამიანი საომარი მოქმედებების დროს.

– მე ვიმეორებ რუსი რესპონდენტების ვერსიას, ჩემსას კი არა.

– რასაც თქვენ ამბობთ, ისევ ის ილუზიებია, რაც ერთმანეთს გვაშორებს და მიახლოებას გვირთულებს. მე, როგორც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს, მინდა, საქართველოსა და აფხაზეთს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ რა პირობებით?! ურთიერთობა ურთიერთობისთვის უბრალოდ ვერ იქნება ასეთი სისხლისმღვრელი ომი შემდეგ და აფხაზეთს დღეს არაფრით არ შეუძლია საქართველოსთან ერთად ყოფნა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, რომლის რიტორიკაც თითქოსდა შეიცვალა, ძველებურად იქცევა. ასეთ ფაქტს მოგიყვანთ: ჩვენს ბავშვებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ ფესტივალში თურქეთში, მაგრამ საქართველოს დიპლომატიურმა მისიამ ისე დააყენა საკითხი, რომ ჩვენმა ბავშვებმა ეს ვერ შეძლეს.

– თქვენ რომ საქართველოს ხელისუფლების ადგილას იყოთ და მე თქვენ ადგილას, თქვენ მისცემდით ჩვენს ბავშვებს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენლებს, მონაწილეობის მიღების უფლებას? საქართველოს დიპლომატიური მისია  სხვანაირად ვერ მოიქცევა.

– ჩვენ ასე არ ვიქცევით. ამ მომენტებს იმიტომ ვიხსენებ, რომ, აი, ასეთ სირთულეებს ეჯახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.

– ამბობთ, რომ ომში უამრავი ადამიანი დაგეღუპათ და ამის დავიწყება არ შეგიძლიათ. სისხლისმღვრელი ომი იყო რუსეთ-საქართველოს შორისაც, მაგრამ თქვენ გიკვირთ, რატომ უწოდებენ ქართველები ოკუპანტს რუსეთს. წინააღმდეგობაში არ მოდიხართ საკუთარ თავთან?

– ჩვენ არ გვაქვს განსხვავებული მიდგომები ამ თვალსაზრისით. თქვენ მიგაჩნიათ, რომ შენაერთები, რომლებიც დგას აფხაზეთში, არის საოკუპაციო.

– არა მხოლოდ აფხაზეთში მყოფი.

– მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება რუსული შეიარაღებული ძალებისადმი განსხვავებულია. რუსეთის არმია აქ დგას ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის შეთანხმების შედეგად. არანაირი საოკუპაციო ხელისუფლება არ არის აფხაზეთში. ყველა პროცესს აფხაზეთში მართავს აფხაზეთის ხელისუფლება, რომელიც აირჩევა დემოკრატიული არჩევნებით. ამ თვალსაზრისით, განსხვავებული შეფასებები გვაქვს.

– ამ ინტერვიუში არ მინდოდა ამაზე კამათი, მაგრამ კოდორის ხეობა, ახალგორი, დიდი ლიახვის ხეობა?! შეიცავს აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის საფრთხეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზება?

–  ვფიქრობ, არა, პირიქით, მე იმის მომხრე ვარ, რომ საქართველოს ნორმალური  ურთიერთობა ჰქონდეს დანარჩენ სამყაროსთან, რადგან ეს ნიშნავს ნორმალური ეკონომიკის განვითარებას და როგორც კი ნორმალური ეკონომიკა იქნება, ომისთვის ადგილი აღარ დარჩება. თუ საქართველოს ეკონომიკას პრობლემები შეექმნება, ადრე თუ გვიან, დამნაშავეებად გამოგვიყვანენ ჩვენ, ან „ოსეტიას“, ან ვინმე ახალს მოძებნიან. ეს არაერთხელ მომხდარა. ამას ყოველთვის წინ უძღოდა ძალიან ცუდი შიდა ეკონომიკური სიტუაცია.

– უნდა გითხრათ, რომ 2008 წელს პირიქით იყო საქმე: საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად ვითარდებოდა და რომ არა 2008 წლის ომი, საკმაოდ კარგი შედეგი გვექნებოდა დღეს.

– ამ ომზეც კი სააკაშვილმა დიდი ფული მიიღო.

– ოფიციალურადაა ცნობილია, რომ საქართველომ დახმარების სახით მიიღო 4,5 მილიარდი, ნახევარი ვალია, დანარჩენი –  გრანტი.

– ამას გარდა, რამდენი ფული წამოვიდა აშშ-დან სამხედრო სფეროსთვის, შეიარაღებული ძალების განახლებისთვის?! აღდგა ქართული სამხედრო წარმოება და დაიწყეს ჯავშანტექნიკის გამოშვება. ეს ფულიც დასავლეთიდან მოვიდა.

– აფხაზი საზოგადოებაც თქვენ მსგავსად მიესალმება რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას?

– დღეს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის საინტერესოა ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ეს არ არის მთავარი თემა.

– ეს არც მიგულისხმია.

– ჩვენ უამრავი შიდა პრობლემა გვაქვს. 20 წელია, საქართველოსა და აფხაზეთს არ აქვთ ურთიერთობა და დღეს უკვე სულ სხვა პრობლემები დგას აფხაზეთის წინაშე. დღეს აფხაზეთი დინამიკურად ვითარდება, უფრო სწრაფად გვინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთს არ აქვს ისეთი საყოველთაო მხარდაჭერა, როგორიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ მხარს გვიჭერს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ფინანსურად გვეხმარება. დანაკარგები, რაც ჩვენმა ეკონომიკამ განიცადა, 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს ძალიან დიდი ფულია და აფხაზეთს მისი მოძიება უფრო უჭირს, ვიდრე საქართველოს. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, რამენაირად გამოვიდეთ ამ რთული სიტუაციიდან და ადამიანები ჩვენთან იუმჯობესებენ ცხოვრებას.

– რკინიგზის გახსნას როგორ უყურებთ?

– არა მხოლოდ სარკინიგზო ხაზი გვაქვს დაბლოკილი, არამედ საჰაერო, საზღვაო და საავტომობილო გზებიც.

– მაგრამ თავისუფლად მოძრაობთ ყველა ამ გზით რუსეთისკენ, რომელმაც გაღიარათ.

– რკინიგზა ჩვენთან ცუდ ასოციაციებს იწვევს, რადგან ის ერთხელ უკვე იქცა ომის დაწყების საბაბად, ამიტომ ეს შიში არსებობს. პრეზიდენტმა ანქვაბმა გამოთქვა თავისი აზრი, რომ მზად არის იმსჯელოს ამ საკითხზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მან თქვა, რომ არ აპირებს, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ის აუცილებლად მოეთათბირება აფხაზეთის საზოგადოებას.

– თქვენ, ალბათ გესმით, რომ ეს საკითხი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიიღებს პირდაპირ გასასვლელს ირანისკენ.

– რკინიგზის გახსნა ყველა მონაწილის ინტერესია.

– მეტ-ნაკლებად, მაგრამ ყველაზე მეტ სტრატეგიულ ხეირს, მგონია, რუსეთი ნახავს. 

–  მე მაინც მგონია, რომ სომხეთია ყველაზე მეტად დაინტერესებული ამ რკინიგზის ამოქმედებით, იმიტომ რომ ეს მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რკინიგზის უცბად გახსნა არ იქნებოდა  სწორი, სერიოზული მსჯელობა უნდა გაიმართოს და გარანტიები დაიდოს.

– რა გარანტიები უნდა მიიღოს, თქვენი აზრით, აფხაზურმა მხარემ, რომ დასთანხმდეს რკინიგზის გახსნას?

– ეს არის მოლაპარაკების საგანი. ომის განუახლებლობის ყველაზე დიდი გარანტია არის რუსეთის ჯარის ყოფნა აფხაზეთში, რომელიც შეთანხმებისამებრ გვიცავს.

– წავიკითხე თქვენი წერილი ინტერნეტში, თუ სწორად მივხვდი, აპირებთ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცეთ ყოფილი სამხედრო სანატორიუმები?

– ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც 20 წლის წინათ იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ქონება გადაეცა აფხაზეთს. მაშინაც და ახლაც ვცდილობთ, არ დავკარგოთ ის ადამიანები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ამ ობიექტებთან, მათ შორის, ის სამხედროები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ისვენებდნენ ამ სანატორიუმებში. ეს მიდგომა ეკონომიკურადაც მართებულია და ადამიანურადაც. მით უმეტეს, რომ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული სამხედრო შეთანხმება გულისხმობს მსგავსი საკითხების მოგვარებას.

– ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი სამხედროები ისარგებლებენ აფხაზეთის სანატორიუმებით?

– მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაფორმდეს დიდხნიანი შეთანხმება.

– იჯარით უნდა გადასცეთ თუ უნდა მიჰყიდოთ?

– ან იჯარით გადავცემ დიდი ხნით ან სააქციო საზოგადოება ჩამოყალიბდება, უამრავი ვარიანტია.

– არის ასეთი ვარიანტი, რომ გადასცეთ მუდმივ მფლობელობაში?

–  შესაძლებელია, რომ მივყიდოთ კიდეც, მაგრამ ისე უნდა გაკეთდეს, რომ იმ ორგანიზაციამ, რომელიც ხანგრძლივი პერიოდით იქნება ამ ობიექტების მფლობელი, უშიშრად ჩადოს ფული. ყველა ამ ობიექტს სჭირდება რეკონსტრუქცია.

– ბიძინა ივანიშვილს როგორ შეაფასებდით? 5 თვეზე მეტია, რაც პრემიერ-მინისტრია, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, როგორც პოლიტიკური ფიგურა?

– ჩვენ აფხაზეთში ერთხელ უკვე შევცდით: როდესაც გამსახურდია იყო პრეზიდენტი, ყოველდღე ველოდით, რომ ის ომს დაიწყებდა.

– როგორც მახსოვს, მას აფხაზებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა?

– მას შემდეგ, რაც აღარ იყო პრეზიდენტი.

– მაშინაც, როდესაც პრეზიდენტი იყო: გაგახსენებთ კანონს 28-26-11, აფხაზი საზოგადოება კმაყოფილი დარჩა.

– დასვით შეკითხვა: რატომ წავიდა ამაზე გამსახურდია?

– ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ კონსენსუსი შედგა.

– ეს ნორმალური კონსენსუსი იყო, რომელმაც მოგვცა საშუალება, სიტუაცია კონტროლის ქვეშ მოგვექცია აფხაზეთში. გიპასუხებთ თქვენს შეკითხვაზე: ველოდით, რომ გამსახურდია დაიწყებდა საომარ მოქმედებებს აფხაზეთის წინააღმდეგ, მაგრამ მან „ოსეტიაში“ დაიწყო  ომი. როდესაც მოვიდა შევარდნაძე, გააჩერა ომი „ოსეტიაში“ და ჩვენ გვეგონა, თავი დავაღწიეთ საომარ სცენარს, რადგან ვისგან, ვისგან და შევარდნაძისგან არ ველოდით, რომ ომს დაგვიწყებდა. მაგრამ იცით, რაც მოხდა. ამიტომ მეშინია, აზრი გამოვთქვა ივანიშვილის შესახებ.

– აფხაზეთი დინამიკურად და დემოკრატიულად ვითარდებაო, ამბობთ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, უსაფრთხოდ ჩამოხვიდეთ ჩვენთან. მე როდის შევძლებ თქვენთან უსაფრთხოდ და თავისუფლად ჩამოსვლას?

– გარწმუნებთ, აქ ბევრი ადამიანი ჩამოდის, მათ შორის, ქართველებიც.

– მესმის, მე ჩემზე გეკითხებით.

– ტყუილად სვამთ ასე საკითხს, აფხაზეთში სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.

– მე არ ვცხოვრობდი აფხაზეთში და არც ნათესავები მყოლია და მყავს იქ.

– თუ ჩემი პასუხი გაინტერესებთ, დამასრულებინეთ: აფხაზეთში დაახლოებით თანაბარი რაოდენობით ცხოვრობენ სომხები, ქართველები და რუსები. არავინ დევნის ადამიანებს ნაციონალური ნიშნით. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას: ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა, სადაც არავის უშვებენ. ჩვენთან ჩამოდიან ჟურნალისტები, ამისთვის სპეციალური პროცედურის გავლაა საჭირო. იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს კონფლიქტი, უნდა აღვადგინოთ ნორმალური ადამიანური ურთიერთობები.

– დამპატიჟეთ და დავიწყოთ ნორმალური ადამიანური ურთიერთობების დამყარება.

– მე ახლა მოსკოვში ვარ.

– როდესაც სოხუმში იქნებით, დამპატიჟეთ.

– კარგი.

скачать dle 11.3