კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პადვალში“ წუნდებული

ხილვიანი მუჭუჭი

მას შემდეგ, რაც არათუ საქართველოს ხელისუფლების სრულიად შემადგენლობა, არამედ თვით ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი შეიცვალა, უკვე რამდენიმე საწყობია აღმოჩენილი, რომლებიც, მეტ-ნაკლებობით, დევნილთათვის გადასაცემი ნივთებითაა გადაჭედილი.

სულ ბოლო ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორიაზე გამოავლინეს (აღმოჩენები ისეთი ტემპით მიდის, ვშიშობ, მიზიდულობის ახალი კანონიც არ გამოვაცხოთ ამ პროცესში!). მინისტრ დარახველიძის განმარტებით, საოჯახო ნივთები და სხვა ტექნიკა 2008 წელს აგვისტოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.

თავის მხრივ, აწ უკვე საპარლამენტო უმცირესობის წევრი, თუმცაღა, ნამინისტრალი ბ-ნი სუბელიანი გვარწმუნებს, რომ სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილ საწყობებში დევნილთა სამინისტროს ჩვეულებრივი მარაგები გააჩნდა და, ამიტომაც, ბუნებრივია, ხელისუფლების პრეტენზიებს უსაფუძლოდ მიიჩნევს. მეტი დამაჯერებლობისთვის კი შემდეგ არგუმენტს იშველიებს: „მათი პრეტენზიები გაუგებარია – ეს ნივთები ჩემი სახლის პადვალში ხომ არ უპოვიათ?!“

თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს სამშობლოში დევნილების ცვენაა და მათგან სრული უმრავლესობა სოციალურად შეჭირვებულია, რთული ასახსნელია, ვის უქმნიდა მარაგებს ყოფილი მინისტრი სუბელიანი. თუმცა, თუ 19 აპრილის აქციაზე ბ-ნი ვაშაძის კონგენიალურ ფრაზას გავიხსენებთ: „ხედვა – ეს არის ნიჭი, დაინახო უხილავი მომავალი“, ვითომ, ბ-ნ სუბელიანს კიდევ ერთი ომის ხილვა ჰქონდა და ახალი დევნილებისთვის, როგორც სახელმწიფოს მუჭუჭი, მარაგებს იბევებდა?!

скачать dle 11.3