კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფიქრით – დაღლილია, გულით – აფთარია“

„მიყვარს ღამე სიარული, სულ მთლად გადარეული ვარ“!

„მიშა მაგარია, საქმით მართალია,

ფიქრით – დაღლილია, გულით – აფთარია,

საქართველოს დროშა მხრებზე აფარია,

ქედს არ მოიხრის და სულით მაღალია,

მიშა მაგარია, ერი აბარია!“

ი. ხაჩირაშვილი

„–გუშინ ლექსი დავწერე!  – ვთქვი მე უცებ. ილარიონს მოულოდნელობისგან შაშხის ნაჭერი გაუვარდა ხელიდან, ილიკოს კი ღვინო გადასცდა სასულეში და მამლის კუჭივით გალურჯდა.“ ეს რეაქცია თანამოსაუბრეებში ზურიკელას შემოქმედებითმა აღტკინებამ გამოიწვია, ქ-ნი ინგა ხაჩირაშვილის უსათაურო ლექსი კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. პოეტმა ის იმ მოწოდებას წაუმძღვანია, რომელიც გვამცნობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა სრული შემადგენლობით კიდევ ერთ გზას დააგებს, რომელიც ევროპისკენ მიმავალ საქართველოს გზას შეუმოკლებს.“ ხოლო, რაკი სოციალური ქსელით გავრცელდა, არაფერი ვუწყით იმის შესახებ, თუ რა რეაქცია გამოიწვია მკითხველში.

მეორე მხრივ, არც ის ვიცით, რა ადგილს დაიმკვიდრებს ქ-ნი ხაჩირაშვილის პოეზია ქართული პოეზიის ცის კაბადონზე. თუმცა, თუ კომენტარებით ვიმსჯელებთ: „ეს ლექსი თქვენ დაწერეთ? გალაკტიონის მერე ასეთი ამაღელვებელი არაფერი წამიკითხავს“; „ისეთი აღელვებული ვარ, ცრემლებს ძლივს ვიკავებ“, ჩნდება ეჭვი, რომ დასტურდება ეპოქალურად გამოცდილი ჭეშმარიტება ალხანასა და ჩალხანას შესახებ, როგორც ის, რომ გემოვნებაზე არ დავობენ. ოღონდ, უნდა შევნიშნოთ, რომ პოსტრევოლუციური საქართველოს ნომერ პირველ პოეტად კვლავ პრეზიდენტის ფავორიტი სერგი კაკალაშვილი რჩება („ღმერთი რომ ვიყო, ვიტირებდი ღმერთობის გამო…“).

ბუნებრივია, პოეტის ფასს დრო და მხოლოდ დრო გამოაჩენს, თუმცა, რაკი პირადად მე ლექსის წერის ნიჭი არ გამაჩნია (და მერე რა, რომ, ზემომოხმობილთა მსგავსად, კალამს ვაწვალებ?!), მაგრამ, არ მსურს, ჩამოვრჩე თანამემამულეებს და მოყვარულ პოეტს მაინც დავესესხები: „მიყვარს ღამე სიარული, მთელი ღამის უძილო ვარ, სულ მთლად გადარეული ვარ“!

скачать dle 11.3