კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცვლილებებნარგები

მთავარსარდლისგან დამუნათებულები

შესაძლოა, სულ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებმა არგო, ან, სულაც, იმან, რომ მის მეორე საპრეზიდენტო ვადასაც ყავლი გასდის, მაგრამ, ფაქტია, რომ პრეზიდენტმა სატელევიზიო ეთერებში ინტერვიუებს მოუხშირა. აღნიშვნის ღირსი კი იმიტომაცაა ეს ფაქტი, რომ აქამომდე, როგორც წესი, პირველი პირი მონოლოგის რეჟიმში მოქმედებდა.

მართალია, „რუსთავი 2-ის“ „პოზიციაში“ მიბრძანებას დიალოგის რეჟიმად ვერ ჩავუთვლით (აღარ შევჩერდები ვერჩათვლის მიზეზების დასახელებაზე), მაგრამ, სულ არაფერს მაინც ჯობია (წყალწაღებულისა და ხავსის მსგავსად).

თუ გავიხსენებთ, რომ ამ ინტერვიუს წინ ხელისუფლების განცხადება უძღოდა აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ, საქმეს კოჭებშივე შეეტყო, რომ პრეზიდენტის დიალოგი საზოგადოებისთვის მომხდარის მისებური ხედვის, საუკეთესო შემთხვევაში – გაცნობის, უარესში – თავს მოხვევის ფუნქციას ასრულებდა.

ასეა თუ ისე, გასულ კვირას პირველმა პირმა ბოლო 9 წლის შესახებ არაერთი ინფორმაცია გაგვიმხილა, თუმცა, მე მხოლოდ ერთზე შევჩერდები: მთავარსარდალმა დაგვამუნათა – აბა, რუსის ჯარისგან კოდორის ხეობას ან სხვა ტერიტორიებს როგორ დავიცავდითო  და იქვე განგვიმარტა, რომ მხოლოდ მაშინ ვიცავდით, როდესაც 50-იოდე აფხაზი გვეგულებოდა მოწინააღმდეგედ.

ეს განმარტება კი ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი რუკა მთავარსარდლის პათოსის სავსებით ადეკვატურია, მე თუ მკითხავთ, იმაზე მასშტაბურიც კი, რასაც ვიმსახურებთ.

скачать dle 11.3