კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტანკენრობით თვალდამტკბარნი

ანუ, „არაფერია ფუფუნებაზე უფრო მონური“

 

თუკი გასულ კვირამდე მხოლოდ მოარული ხმებით ვიცოდით, თუ როგორ მოიხმარდა სახელისუფლო „ნაცმოძრაობა“ საბიუჯეტო სახსრებს (იმ მარტივი მიზეზით, რომ ლამის ყველა ოფიციალურ დოკუმენტს გრიფი „საიდუმლოდ“ ედო), რაკი ნათქვამია, არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდესო, ხალხის რჩეულმა ქ-ნმა იმერლიშვილმა ფართო საზოგადოებას სსდს-ის საიდუმლო ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია აუფრიალა, რის თანახმადაც, ისეთი ხარჯები დაუფინანსებია ამ ჩვენს გაღატაკებულ მოსახლეობას, ოცნებას ვინ ჩივის, სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.

 ასე, მაგალითად, მთავარსარდალს მომღერალ იოანა მელაისთვის ბიუჯეტით ძვირად ღირებული ყელსაბამი და კულონი უჩუქებია; ხელი არც მარიამ საჯაიასთვის დაუკლია  (3 000 „ს ჩემ ტო“ ლარის კულონი უბოძებია), აი, ხალხის რჩეული ბოკუჩავა კი მხოლოდ ძვირად ღირებულ ტელეფონს დასჯერებია. არც რუსი ჟურნალისტი სოკოლოვა დაუტოვებია გულდაწყვეტილი და არც ჩინელი მსახიობი ლი სო იონი. დამატებით, ამ უკანასკნელის მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთები 45 000 ლარი დაგვჯდომია.

აღარაფერს ვიტყვი ბიუჯეტით ეგზოტიკურ კუნძულებზე დასვენებაზე, უცხოელი პირადი მზარეულის შენახვასა (აი, ასეთი გურმანი პრეზიდენტი გვყოლია!) თუ სხვა უამრავ ხარჯზე. თუმცა პრეზიდენტი მაინც გაკვირვებულია (მოქალაქეების სიბნედით) და გვარწმუნებს, რომ, ჯერ ერთი, ყველა ქვეყანაში ნორმალური ფაქტია სტუმრების გამასპინძლება და, რაც მთავარია, მისი მსუყედ დაფინანსებული უცხოური ვიზიტების შედეგი, თურმე, მოზიდული მილიარდებია (ანუ, ფუფუნებაში თქვენი ბედნიერი სიღატაკისთვის ვცხოვრობდიო).

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, მაკედონელის აზრით, არაფერია ფუფუნებაზე უფრო მონური, ერთის თქმა ნამდვილად შეგვიძლია: ჩვენი მთავარსარდალი მაკედონელს არ ჰგავს (თუმცა, რომ არ ჰგავს, ეს მათი სამხედრო მიღწევების შედარებითაც ნათელია).

ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, თბილისის მერმა და პრეზიდენტმა ავსტრიულ გასახდომ ცენტრში 100 000-ზე მეტი საბიუჯეტო ლარი გახარჯეს და, ზედაც დავამატებთ, რომ მათი ეს ტანკენრობა ჩვენს თვალს ატკბობდა, ვფიქრობ, ბოდიშიც გვაქვს მოსახდელი, რატომ მეტი არ დაუხარჯავთ?!

 

скачать dle 11.3