კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სახსრების დაავადებებს იწვევს

 

ადამიანის მოძრაობას უზრუნველყოფს სახსრები. საკმაოდ ხშირია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, ტრავმა, ართრიტი, რევმატიზმი და ასე შემდეგ. ამ დროს საჭიროა დროული მკურნალობა, რათა აღდგეს დაზიანებული სახსრების ნორმალური ფუნქციონირება. 

სახსრების ართრიტს ან რევმატიზმს ძირითადად იწვევს სასუნთქი გზებით ორგანიზმში მოხვედრილი სტრეპტოკოკები. ხშირად, სახსრები აწუხებთ მათ, ვისაც ნივთიერებათა ცვლა აქვთ დარღვეული. ისინი ხშირად ავადდებიან ნიკრისის ქარით. 

როცა ირღვევა შარდის მჟავას ცვლის პროცესი, ეს ნივთიერება გროვდება ორგანიზმში და ილექება სახსრებში, რაც მათ დაზიანებას იწვევს. ამიტომ, თუ სახსრების დაავადება აწუხებდა თქვენს წინაპარს, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კვებას. არ უნდა შეზღუდოთ ცილის შემცველი პროდუქტების მიღება და პერიოდულად უნდა გაიკეთოთ ანალიზი შარდის მჟავას რაოდენობის გამოსაკვლევად. 

სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად, მრუდდება სახსრები, ხშირად, 35-45 წლის ასაკში ადამიანთა უმეტესობა სახსრების ტკივილს უჩივის. 

რაც შეეხება ზედმეტ წონას: ის დამღუპველია მენჯ-ბარძაყისა და მუხლების სახსრებისთვის. ამიტომ გირჩევთ, შეინარჩუნოთ ნორმალური წონა, ივარჯიშოთ, რადგან ყოველდღიური ვარჯიში ამაგრებს და მოქნილობას მატებს სახსრებს. 

ასევე, დაგეხმარებათ მასაჟი, ფიზიოპროცედურები, ვიტამინოთერაპია. სახსრებზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს B ჯგუფის ვიტამინები. 

 

ღრძილების ანთებას გულყვითელას ნაყენით დაიამებთ

გულყვითელა შეიცავს კაროტინს, ლიკოპინს, ვიოლავსტასინს, ციტროკსანტინს, სიტოსტერინს, ფისს; ვაშლის სალიცილის, ასკორბინის მჟავებს. 

ხალხურ მედიცინაში გულყვითელას იყენებენ როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებას. 

გულყვითელას ნაყენის ხშირი გამოვლება პირის ღრუში ეფექტურად მოქმედებს ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, ამცირებს და შემდეგ წყვეტს ღრძილებიდან სისხლდენას, ამაგრებს ღრძილებს. მის ნაყენს ივლებენ, ასევე, ტონზილიტისა და ანგინის დროს. გულყვითელას ნაყენი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს შეშუპებას, კარგად მოქმედებს გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს. 

განსაკუთრებით ეფექტურია გულყვითელას გამოყენება სააფთიაქო გვირილასა და ფარსმანდუკთან ერთად. 

გვირილისა და გულყვითელას ნარევი გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ასევე, ნაღვლის სადინარების სამკურნალოდ. 

გულყვითელას ნაყენი ასე მზადდება: ორი სადილის კოვზი ყვავილი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავი მჭიდროდ დაახურეთ და დადგით ორთქლზე, ადუღეთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, ისე, რომ 200 მილილიტრი მიიღოთ. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს ორი დღე-ღამისა. მიიღეთ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს, თბილი, 1 ან 2 სადილის კოვზი, დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ. 

პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ერთ სადილის კოვზ ყვავილს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 

აფთიაქში ნაყიდი გულყვითელა გამოიყენება, ასევე, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ნევრასთენია, კლიმაქსი, კანის დაავადებები, პაროდონტოზი, სტომატიტი. 

 

გაიძლიერეთ იმუნური სისტემა სტაფილოთი და დაიცავით თავი კიბოს შესაძლო განვითარებისგან

სტაფილო დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, ეს კი ძალიან სასარგებლოა მხედველობისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. 

სტაფილო უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს შეიძენს, თუ მას ზეთსა და არაჟანს მოასხამთ და ისე მიირთმევთ, რადგან კაროტინს ორგანიზმი მხოლოდ ცხიმთან ერთად ითვისებს. 

კაროტინის გარდა, სტაფილოში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის, კანის, თმის გაჯანსაღებას; სტაფილო ასევე შეიცავს C ვიტამინს, იოდს, კალიუმს, ფოსფორს, სპილენძს, მიკროელემენტებსაც და სხვა ნივთიერებებს. PP ვიტამინი საუკეთესო საშუალებაა უძილობისა და დეპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად; E ვიტამინი აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასა და დაბერების პროცესს. 

მცენარეული უჯრედების დიდი რაოდენობის წყალობით, სტაფილო ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს, რითაც ორგანიზმს სიმხნევეს უნარჩუნებს, კანს კი სასიამოვნო ელფერს. 

თუ გსურთ, ჯანმრთელი ღრძილები და კბილები გქონდეთ, ხშირად ჭამეთ სტაფილო. ის ასუფთავებს კბილის მინანქარს საკვები ნარჩენებისგან, ებრძვის კარიესისა და ღრძილების ანთების გამომწვევ მიკრობებს. 

გაციებისა და ყელის ტკივილის დროს კარგია ახალგამოწურული სტაფილოს წვენის ყელში გამოვლება. სტაფილოს წვენი თაფლთან ერთად კარგია ხველების დროს, რძესთან ერთად კი, ბრონქული ასთმის შეტევებს ასუსტებს. უმი სტაფილო ძალიან სასარგებლოა თირკმელების, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. 

გახეხილი სტაფილოს ფაფას დამწვრობისა და იარების სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ, გაუხეშებულ კანზე კი კვერცხის გულთან გაზავებული წაისვით. 

ასევე, სტაფილო ებრძვის კიბოს განვითარებას. ამიტომ, ის, ვინც სტაფილოს რეგულარულად მიირთმევს, ზედმეტ საშიშროებებს აირიდებს თავიდან. 

 

რატომ არის საშიში იოდის დეფიციტი ორგანიზმში და როგორ შევივსოთ ის 

ფარისებრ ჯირკვალს იოდი ძალიან სჭირდება. მისი ნაკლებობის დროს ის თავის ძირითად ფუნქციას ცუდად ასრულებს. ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ოჯახს მიეკუთვნება. ის სისხლში გამოყოფს შესაბამის ჰორმონებს და მათი საშუალებით მთელი ორგანიზმის მოქმედებას აკონტროლებს. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზეა დამოკიდებული ყველაფერი, მაგალითად, ჩვენი გარეგნობა, განწყობა, ინტელექტი, სქესობრივი მომწიფება, გამრავლება და ტემპერამენტიც კი. 

ფარისებრ ჯირკვალს თავისი ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად სპეციალური ცილა, კერძოდ, იტროზინი და იოდი ესაჭიროება. ადამიანისთვის იოდის დღიური ნორმა ხუთი გრამია. დღეს კი ნიადაგი იოდის ნაკლებობას განიცდის და შესაბამისად, მას არასაკმარისი რაოდენობით შეიცავს საკვები და წყალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზმი იოდის ნაკლებობას ნამდვილად განიცდის. ამის შედეგად, ვითარდება ენდემური ჩიყვი. ეს დაავადება კი თავისთავად განსაკუთრებული სიმწვავით არ გამოირჩევა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთ გარეგნულ ცვლილებას. 

 

ადამიანებს იოდი მუდმივად გვაკლია. ამას ქრონიკული იოდდეფიციტი ეწოდება, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება. 

იოდის ნაკლებობის შემთხვევაში, ორგანიზმი ძალიან იტანჯება, რაც ვლინდება შემდეგი ნიშნებით: პირველ დარტყმას იღებს ადამიანის ინტელექტუალური სფერო – ქვეითდება მეხსიერება, უარესდება ინფორმაციის სმენითი აღქმა და ნელდება მისი გადამუშავების პროცესი. მათ არც ჩვენი ემოციები და ქცევითი რეაქციები ჩამორჩება. ამ სფეროში ცვლილებები აღენიშნება ადამიანთა დაახლოებით სამოცდაათ პროცენტს. ამ დროს დამახასიათებელია სისუსტე, აპათია, ძილის სურვილი, მოუსვენრობა, ადაპტაციის უნარი. სუსტდება, ასევე, ადამიანის ნერვული სისტემის ადაპტაციური შესაძლებლობებიც. ამიტომ, უმნიშვნელო სტრესიც კი შეიძლება, დეპრესიის მიზეზი გახდეს. მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი წონაში ვერ იკლებს, იმიტომ რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია. კანი გამომშრალია, გამოფიტული, თმა – მტვრევადი. აღინიშნება მისი ცვენა და ქერტლი. 

შიდა ქალის წნევის დარღვევის გამო, ხშირია თავის ტკივილი, ჰორმონული ფონის დარღვევა. 

გირჩევთ, შეიძინოთ იოდიზებული მარილი და ყოველდღიურად გამოიყენოთ ის საჭმლის მომზადების დროს. 

შეიძინეთ, ასევე, პოლივიტამინების კომპლექსი, რომელიც შეიცავს იოდს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ზღვის პროდუქტი, რადგან მათში ბევრია იოდი. ასევე, მიირთვით პური, რძე და სხვა იოდის შემცველი პროდუქტები. 

ზოგადად, იოდიზებული მარილი ბევრი თქვენგანისთვის იოდის ძირითადი წყაროა. იოდი სწრაფად ორთქლდება, ამიტომ მარილი, რომელიც მას შეიცავს, განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს. მისი ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ვადას, რადგან ვადაგასულ მარილში იოდი აღარ არის. კერძს კი, იოდიზებული მარილი დაუმატეთ მომზადების შემდეგ, რადგან მაღალი ტემპერატურის დროს იოდი სწრაფად ორთქლდება. 

 

ბანანი შუადღეს მიირთვით, ვაშლი –  სადილის შემდეგ, ქლიავი კი – საღამოს საათებში

ეკოლოგიურად დაბინძურებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ვცხოვრობთ. თავი რომ დავიცვათ და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, საჭიროა, დიდი რაოდენობით ხილი მივირთვათ. თუმცა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, დღის რომელ მონაკვეთში, რა რაოდენობითა და რა ხილს ვჭამთ. მაგალითად: 

* ბანანის ჭამა კარგია შუადღისას, რადგან მასში შემავალი ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები სწრაფად აღადგენენ გონებრივ და ფიზიკურ ძალებს. ერთი ცალი ბანანი თქვენს ორგანიზმს მთელი დღის სამყოფ ენერგიას შეჰმატებს. 

* ვაშლი კარგია სადილის წინ და მის შემდეგ. ამ ხილს შეუძლია კუჭის წვენის გამოყოფა. ამიტომ, სადილობამდე და შემდეგ ჭამეთ ერთი ცალი ვაშლი და ეს სრულიად საკმარისი იქნება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. 

* ყურძენი დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ. ის ხსნის დაღლილობას და დაძაბულობის დროს ნამდვილი წამალია. მათ, ვისაც გონებრივი შრომა უწევთ, აუცილებელია, ხშირად ჭამონ ყურძენი ან ქიშმიშით ჩაიკოკლოზინონ პირი. 

* ქლიავი მიირთვით საღამოს. მისი ჭამა კარგია მათთვის, ვისაც ნაწლავების მოდუნება აწუხებს ან ხშირად ერთ ადგილას უწევს ჯდომა და მუშაობა. შეგიძლიათ, დღეში 20-25 ცალი ქლიავი ან მისი ჩირი მიირთვათ. 

* კივი კი, უმჯობესია, საუზმემდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ჭამოთ. შეგიძლიათ, მისი წვენიც დალიოთ ფორთოხლის წვენთან გაზავებული. კივი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და ამით ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს. 

 

скачать dle 11.3