კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარგისია თუ არა პაპილომა ვირუსით ინფიცირებული ადამიანის სისხლი სისხლის გადასხმის დროს?

პასუხი: დონორის სისხლს ამოწმებენ შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე, ავსტრალიურ ანტიგენზე, ვასერმანზე. გარდა ამისა, ნორმაში უნდა იყოს ასტ და ალტ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის კარდიოსპაზმი. დონორის სისხლს პაპილომა ვირუსზე, ისევე, როგორც ასობით სხვა ვირუსზე, რომლითაც ხდება ადამიანის დასნებოვნება, არ ამოწმებენ. ეს ინფექცია ძირითადად გადაეცემა კონტაქტური გზით (შეხებით). აღნიშნული ვირუსის მქონე დონორის სისხლიდან გადაცემის სარწმუნო შემთხვევა ცნობილი არ არის, თუმცა, შესაძლებლობის (დასნებოვნების) სრულად გამორიცხვაც არ შეიძლება.

კითხვა: რას ნიშნავს სისხლის ანალიზი CRP და რაზე მიუთითებს მაღალი ინდექსი?

პასუხი: სისხლის ანალიზი CRP (C-Reactive Protein) ანუ, C-რეაქტიული ცილა სხეულში პათოლოგიური პროცესების არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცენტრალური მაჩვენებელია. ის გვიჩვენებს ორგანიზმში ანთებითი პროცესის არსებობას, რაც საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ გულის სხვადასხვა დაავადება ან ორგანოებში ატროფიული ცვლილებები კლინიკური ნიშნების გამოჩენამდე რამდენიმე წლით ადრე.

კითხვა: მკერდზე მაქვს წითელი ხაზები. გამოვიკვლიე ფარისებრი ჯირკვალი –  ყველაფერი ნორმაშია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა პრეპარატები უნდა მივიღო?

პასუხი: აუცილებლად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის გამოსაკვლევად. დაგჭირდებათ თირკმელზედა ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა და სისხლში (დილის 9 საათზე) კორტიზოლის დონის განსაზღვრა.

კითხვა: მაინტერესებს, თუ 25 წლის ბიჭს არ აქვს სქესობრივი კავშირი, შესაძლებელია თუ არა, მომავალში ამას გართულებები მოჰყვეს?

პასუხი: თუ 25 წლის ასაკამდე ბიჭს არ ჰქონია სქესობრივი ურთიერთობის სურვილი, ანუ, არ აქვს სქესობრივი ლტოლვა, მას აუცილებლად სჭირდება სექსოლოგისა და ანდროლოგის კონსულტაცია.

კითხვა: რამდენ ხანში შეიძლება გამოვლინდეს ალერგია ანტიბიოტიკის მიღებისას (აბის და ინიექციის დროს)? როგორ მოვიქცეთ ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, ექიმთან მისვლამდე? 

პასუხი: ალერგიული რეაქციების განვითარების სიჩქარე განსხვავებულია და ის, შესაძლოა, მერყეობდეს  რამდენიმე წამიდან რამდენიმე დღემდე. სწრაფი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია, მიიღოთ რომელიმე ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატი და გამოუძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ან თავად მიაშუროთ კლინიკას. თუ არსებობს ეჭვი, რომ ალერგიული ბრძანდებით, გირჩევთ, ექიმის დანიშნულების გარეშე არანაირი ანტიბიოტიკი არ მიიღოთ.

კითხვა: კუჭის რომელ დაავადებას ახასიათებს წნევის ცვალებადობა?

პასუხი: არტერიული წნევის მატება, როგორც  სიმპტომი, კუჭის პათოლოგიებს არ ახასიათებს.

კითხვა: ვარ ინსულინდამოკიდებული დიაბეტიკი. შეიძლება თუ არა ჩემთვის ფრუქტოზის შაქარი?

პასუხი: ფრუქტოზის ასათვისებლად ინსულინი არ არის  საჭირო, ამიტომ, მას ფართოდ იყენებენ სწორედ დიაბეტით დაავადებულები. ის კალორიულია, მაგრამ, სასარგებლო. დაიცავით მითითებული დოზირება.

скачать dle 11.3