კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

გაშიშვლებული ირინა შეიკი

 

ყოფილი „მის ჩელიაბინსკი,“ სუპერმოდელი, კრიშტიანუ რონალდუს საცოლე და, უბრალოდ, ლამაზი ქალი – ირინა შეიკი, ავსტრალიელი ფოტოგრაფის, ჯეიმს ჰიუსტონის მიერ ორგანიზებულ ფოტოსესიაში სრულიად შიშველი პოზირებდა. რამდენიმე ფოტო უკვე გაჩნდა სოციალურ ქსელებში, ხოლო მთლიანი ფოტოსესიის ხილვა 22 აპრილს იქნება შესაძლებელი, როდესაც „დედამიწა 2013-ის“ ფარგლებში ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება, სადაც მიღებული თანხა მთლიანად „მწვანე ფონდს“ „გლობალ გრინს” მოხმარდება.

 

 

ტევესის 250-საათიანი სასჯელი

 

„მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი კარლოს ტევესი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. ფეხბურთელს სასამართლომ 250 საათი საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება შეუფარდა იმის გამო, რომ ტევესი ავტომობილს მართავდა მაშინ, როცა მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა. მართვის მოწმობას ტევესი მხოლოდ ოქტომბერში მიიღებს, მანამდე კი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, რაც მისთვის სიმბოლური თანხაა – 1 145 ფუნტი სტერლინგი. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე არგენტინელმა აღიარა დანაშაული და გამოთქვა მზადყოფნა, ემსახუროს საზოგადოებას.

 

ბექჰემს ნაკრებში თამაში უნდა

 

ინგლისელი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი, რომელიც, სოლიდური ასაკის მიუხედავად, ბრწყინვალე სპორტულ ფორმაშია და ნელ-ნელა იკიდებს ფეხს „პარი სენ-ჟერმენის” ძირითად შემადგენლობაში, ეროვნულ ნაკრებში თამაშის მზადყოფნას აცხადებს. 38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, მას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ კიდევ ერთხელ მიეცემა ინგლისის ნაკრებში თამაშის საშუალება და მიაჩნია, რომ ახლაც შეუძლია სარგებლობის მოტანა გუნდისთვის. ბექჰემი არ მალავს, რომ მისი ოცნებაა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში თამაში და ამისთვის არ დაიშურებს ძალებს, რომ მწვრთნელ როი ჰოჯსონს დაუმტკიცოს, ის ისევ ის ბექჰემია, რომელიც „ლომებს” კაპიტნობდა. ცნობისთვის, უკანასკნელად ეროვნული ნაკრების მაისური ბექჰემმა 2009 წელს მოირგო.

 

„იბრას“ ქომაგი

 

„პარი სენ-ჟერმენის” შვედ გოლიადორს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, სამშობლოში ქომაგი გამოუჩნდა, რომელიც საყვარელი ფეხბურთელისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. საუბარია „ფლეიბოის” შვედ ვარსკვლავზე, ვერონიკა ტორსელზე – ქერათმიან ლამაზმანზე, რომელმაც  „იბრას” ხათრით „პარი სენ-ჟერმენის” ქომაგობა დაიწყო და აქტიურად არის ჩართული საფრანგეთის ჩემპიონატის ამბებში.  ვერონიკას თქმით, იბრაჰიმოვიჩი პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცია.  28 წლის მოდელი ამჟამად სტოკჰოლმში ცხოვრობს და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ფოტოსააგენტოსთან, რომელთათვისაც სიამოვნებით პოზირებს გულახდილ კადრებში.

 

კობი წასვლაზე დაფიქრდა

 

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი აქტიური სპორტიდან წასვლაზე დაფიქრდა. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ბრაიანტისთვის  2013-2014 წლების სეზონი ბოლო უნდა გამოდგეს კარიერაში, თუკი ის არ გადაიფიქრებს. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით, იგი ყოველწლიურად 30 მილიონ დოლარს იღებს და ლოსანჯელესური კლუბი მას ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, თუმცა, ბრაიანტი ჯერაც ფიქრობს და მომავალ გეგმებს ოჯახთან კონსულტაციას შემდეგ გაამჟღავნებს. 2013-2014 წლების სეზონი ბრაიანტისთვის მეთვრამეტე იქნება პროფესიულ კარიერაში. ერთ-ერთი თვალსაჩინო ვარსკვლავის დაკარგვა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის გეგმებში ნამდვილად არ შედის.

 

ბალახის ჰოკეისტების გულახდილი ფოტოები

 

ბალახის ჰოკეი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა ტიტების სამშობლოში – ჰოლანდიაში. ბალახის ჰოკეის მამაკაცებთან ერთად ქალებიც თამაშობენ და საკმაოდ წარმატებითაც, იმდენად, რომ ოლიმპიურ თამაშებში რეგულარულად ასპარეზობენ. რამდენიმე ხნის წინ ბალახის ჰოკეის უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის ჰოლანდიის ნაკრების ორმა წევრმა: მომხიბლავმა ელენ ჰოგმა და ევა დე გოდმა, გაშიშვლება და ჟურნალ „სპორტს ილუსტრეიდის” მოწყობილ ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ჰოლანდიაში ითქვა, რომ ბალახის ჰოკეისაც საკუთარი სექს-სიმბოლოები ჰყავს.

 

ფეხბურთელის უხერხული საქციელი

 

დორტმუნდის „ბორუსიისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მარიო გიოტცე ფოტოკამერების ობიექტივებმა უხერხულ სიტუაციაში დააფიქსირა: გუნდის ვარჯიშის დროს გიოტცე სარეკლამო ჯებირებს გადაახტა და პირდაპირ მოედანზე მოშარდა. მალევე გიოტცეს ეს ქმედება ესპანურმა ტელევიზიებმა გააშუქეს და ფაქტი ამაზრზენად მიიჩნიეს. თავად ფეხბურთელს თავის ქმედებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

არმსტრონგი სპორტში დაბრუნდა

 

ბოლო დროს დოპინგ-სკანდალებთან ასოცირებულმა ლეგენდარულმა ველომრბოლელმა ლენს არმსტრონგმა სპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ამჯერად ბედის ცდა ცურვაში გადაწყვიტა. არმსტრონგი 500, 1 000 და 1 650 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვის ტურნირში ჩაებმება. აღნიშნულ ტურნირს არაკომერციული ორგანიზაცია ატარებს და სპორტსმენების შემოწმება აკრძალულ პრეპარატებზე არ ხდება, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა არმსტრონგმა, გაეცურა აუზში. შეგახსენებთ, რომ დოპინგის მოხმარების აღიარების შემდეგ, არმსტრონგს ჩამოერთვა ყველა მოპოვებული ტიტული და დიდძალი ჯარიმების გადახდა დაეკისრა, რასაც ის სასამართლოში ასაჩივრებს.

скачать dle 11.3