კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ. ახლა უკვე სოლიდურ ასაკში ვარ, როგორც ვიცი, გარკვეული მიზეზების გამო, ბავშვობაში ორჯერ მომნათლეს. ვითვლები თუ არა საერთოდ მონათლულად?

პასუხი: თქვენ, რა თქმა უნდა, მონათლული ხართ. თქვენი პირველი ნათლობა ჩაითვლება ჭეშმარიტად, ხოლო მეორე – არა.

კითხვა: შეიძლება თუ არა აღდგომის დღეს ნათლობა?

პასუხი: არათუ შეიძლება, ადრე ქრისტიანებს ასეთი ტრადიცია ჰქონდათ: კათაკმევლები, ანუ, მოუნათლავები, ორმოცი დღის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ დღისთვის, რათა სწორედ აღდგომა დღეს მონათლულიყვნენ.

კითხვა: ვმარხულობ და მინდა აღსარება ვთქვა. ახლობელმა მითხრა, მომდურება ცოდვაა და, თუ არ შეურიგდები იმას, ვისაც დაემდურე, მოძღვარი არ გაზიარებსო. რატომ არის ცოდვა, თუკი არ მინდა იმ ადამიანს დაველაპარაკო, ვინც დიდი ტკივილი მომაყენა?

პასუხი: „მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა...” – ეს ნიშნავს, რომ უფალს ვთხოვთ: როგორც ჩვენ ვაპატიებთ სხვებს ცოდვებს, ისე გვაპატიე ჩვენცო. ზიარება უფლის უდიდესი სიწმინდეა და როცა მას ვეხებით, ჩვენში შემოდის ქრისტე, მომდურავ და მძულვარე გულში კი უფალი არ შემოვა. ყველანი ცოდვილები ვართ ღმერთის წინაშე. ამიტომ, მომდურაობის დროს ზიარება, კურნების ნაცვლად, შეიძლება, სასჯელად გვექცეს.

კითხვა: როდესაც ქალს აქვს დედათა წესი, შეუძლია თუ არა მას ჯვრის ტარება გულზე?

პასუხი: ჯვარი ქრისტიანს ნებისმიერ  დროს უნდა ეკეთოს, მაგრამ, თუ ქალს აქვს დედათა წესი, მას არ შეუძლია ხატიანი გულქანდის ტარება, რადგან ხატთან შეხება მას ეკრძალება, ისევე, როგორც სანთლის ანთება და წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება.

скачать dle 11.3