კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტობი ვონგის გაქრისტიანება, ნათესაობა ქართულად და ჩხუბი ეკლესიაში

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. დედა, ჩემს ცხოვრებაში დიდი ამბავი მოხდა – კობამ მაინც თავისი გაიტანა და გუშინ ქრისტიანულად მომნათლეს.

სანამ ნათლობის დღე მოვიდოდა, ყველაფერი მოვძებნე ინტერნეტში ამ პროცესზე, მაგრამ, საქართველოში, რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვანაირად ხდება.

დილიდანვე დაიწყო მზადება. ჩვენმა დიასახლისმა ნანამ მითხრა, ორი ნათლია უნდა გყავდეს აუცილებლად და მეორე მე ვიქნებიო. თავისი დიდი ოთახიც მათხოვა ნათლობის აღსანიშნავად და ბაზარში წავედით საჭმელ-სასმლის საყიდლად.

 როცა დავბრუნდით, სუფრა გაშალა და თეფშები დაალაგა; დანარჩენს, ეკლესიიდან რომ მოვალთ, მერე ვიზამო თქვა და კობასთან ერთად ეკლესიაში წავედით. გამოგვყვნენ ხაი შანგი, ლუსი, ხუნხუა, სანგი, ოთარა, გრიშკა და ვეფხო. ეს ბოლო სამი ბიჭი ჩვენი უბნელები და კობას ძმაკაცები არიან. 

ეკლესიის ეზოში ვიდექით და მღვდელს ველოდებოდით, როცა ერთი ახალგაზრდა გოგო მოვიდა ჩვენთან. იმწამსვე ვიცანით ყველამ – ტელევიზორში საინფორმაციო გადაცემა მიჰყავს ხოლმე. ძალიან გაგვიხარდა და ყურადღებით შევხედეთ. 

– უკაცრავად, ხომ არ იცით, ხვიჩა კაპანაძის ნათლობა როდის ტარდება? გვკითხა მორიდებით. 

ჩვენ არ ვიცოდით და თავები გავაქნიეთ. 

– თქვენც მის ნათლობაში ხომ არ ხართ, ან, ხომ არ იცით, რომელია ხვიჩა? – გვკითხა ისევ. 

ჩვენ ისევ არაფერი ვიცოდით და ისევ თავები გავაქნიეთ. 

– კარგი, უკაცრავად, – თქვა გოგომ და კუთხეში დადგა. ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და ისიც ჩვენთან გაჩერდა. ეს ბიჭიც ვიცანით – ცნობილი მომღერალია და ესეც თითქმის ყოველდღე ტელევიზორშია. ამანაც ზუსტად იმ გოგოსავით გვკითხა – ხვიჩა კაპანაძე რომელია, ხომ არ იცით, ან, როდის ნათლავენო. ჩვენ უარი ვუთხარით და ესეც ცალკე დადგა ეზოში. გავიდა კიდევ თხუთმეტი წუთი და ეკლესიის ეზოში ვიღაც შავი ტყავის პალტოში გახვეული მსუქანი ქალი შემოვარდა ქაქანით და პირდაპირ ჟურნალისტ გოგოს დაეტაკა: 

– როგორ ხარ, თათია, გენაცვალე! როგორ მოგვანატრე თავი!

– უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? ჰკითხა გოგომ.

– შეგარცხვინა ღმერთმა! დაანამუსა გოგო ქალმა, ახლა ვერ მიცანი? ბაბუაშენი პავლე და საწყალი მამიდაჩემის ქმარი – გოგია ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, იმიტომ დაგირეკე და ჩემი ხვიჩუნას მონათვლა გითხარი, თორემ, ხალხის მეტი რა არის!

– უი, მაპატიეთ, შეწუხდა გოგო.

ქალი ახლა მომღერალი ყმაწვილისკენ გაემართა და პირდაპირ უთხრა: 

– ბექუნა, რამხელა გაზრდილხარ, ბიჭო, როგორ მომენატრე! მოდი, ჩაეხუტე მამიდას, – გაშალა ხელები და გულში ჩაიკრა ბიჭი. ბიჭმა უხერხულად გაუღიმა და უთხრა: 

– მაპატიეთ, ვერ გიცანით, ქალბატონო.

– რა ვერ მიცანი, ბიჭო? გააფთრდა ქალი,    – მამიდას ვეღარ ცნობ? მამაშენის ცოლის დიშვილი რომაა, ცირა, ე, იმის ალალი მამიდაშვილი ვარ მე. იმისთვის დაგირეკე და განათვლიებ ჩემს ხვიჩიკოს, რომ ნათესაობა არ დავკარგოთ, თორემ, მომნათლავის მეტი რა არის, აქეთ მეხვეწებოდა ბევრი, მარა, ვერ ეღირსებიან ჩემთან დანათესავებას!

– აა, ეს თქვენ ბრძანდებით, ქალბატონი გენრიეტა? თქვენ არ დამირეკეთ გუშინწინ, გუშინ და დღეს?

– ასე არ ჯობია, ბიჭო? – გაუნათდა სახე ქალს და კიდევ გადაეხვია.

მე  ჩვენს დიასახლისს, ნანას ვკითხე – თუ არ იცნობდნენ, ვის ნათლავდნენ, რატომ მოვიდნენ ან ეს გოგო და ან ეს ბიჭი-მეთქი. ნანამ მიპასუხა: როცა ვინმე ნათლიობას გთხოვს, უარის თქმა არ შეიძლება. ალბათ, ამ ქალმა დაურეკა და ამათ უარი ვერ უთხრესო.

ერთად ჩატარდა, დედა, ჩემი და ხვიჩას ნათლობა და ერთი ჩხუბი კიდევ მოხდა. ამ ხვიჩას ოთხი ნათლია ჰყავდა: ის ტელეწამყვანი, ის მომღერალი, ვიღაც პოლიციის უფროსი და ვიღაც კიდევ ერთი მსუქანი ქალი. ხვიჩას დედამ ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსი დაუსახელა მღვდელს და უთხრა – მოსვლა ვერ მოახერხა და უნდა მოიხსენიო, როგორც ნათლიაო. მღვდელმა უთხრა, არ შეიძლება, ბავშვს ხუთი ნათლია ჰყავდესო და უარზე დადგა. რაოო?! – გაგიჟდა ქალი და შუა ლოცვის დროს ვიღაცას დაარეკვინა მღვდელთან, ამასაც, ეტყობა, სხვა გზა აღარ ჰქონდა და მოიხსენია ის პოლიტიკოსი. მე ჩვეულებრივად მომნათლეს, დედა – თავი წყალში ჩამაყოფინეს, კისერზე ნანას და კობას ნაყიდი ორი ოქროს ჯვარი ჩამომკიდეს და ლოცვები წამიკითხეს. საღამოს კი, როგორც ქართული წესია, ყველა უგონოდ დავთვერით დეიდა ნანას დიდ ოთახში. ასე ჩაიარა ჩემმა ნათლობამ. ჯერჯერობით ეს არის სულ, მერე კიდევ მოგწერ. ძალიან მენატრებით ყველა. 

 

გკოცნით. თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3