კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადავარჩინოთ ორგანიზმი სასიცოცხლო ძალებისგან გამოფიტვას და რისი დაცვაა საჭირო მარხვისას

არასწორად შერჩეული კვების რაციონი არაერთი საშიში დაავადების მიზეზი ხდება. დამეთანხმებით, ადამიანების უმრავლესობა, დღეს არ აქცევს სათანადო ყურადღებას კვების რაციონს. ყოველდღიურად მივირთმევთ არასასურველ საკვებს და ამით იმუნიტეტს ვიქვეითებთ, რაც სამომავლოდ, ინფექციებისადმი გამკლავების უნარს მკვეთრად ამცირებს. თუ რომელი საკვებით შეგვიძლია, გავიძლიეროთ დაქვეითებული იმუნიტეტი ამ სეზონზე, რატომ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება კვებას დღეს და როგორ გამოვკვებოთ ორგანიზმი მარხვის პერიოდში, ამაზე, ექიმი-დიეტოლოგი, ქალბატონი ასმათ კევლიშვილი გვესაუბრება.

– დღეს, ბევრი უჩივის საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას და ამას ზოგი გაზაფხულს აბრალებს, ზოგი არასწორ კვებას, ზოგი რას და ზოგი – რას. რეალურად, ორგანიზმის „მწყობრიდან გამოსვლას“ ამ პერიოდში, რა იწვევს?

– რეალურად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი იმუნიტეტი დაქვეითებულია და ის სასწრაფოდ საჭიროებს აღდგენას. იმუნიტეტის დონე კი იმაზეა დამოკიდებული, იღებთ თუ არა საჭირო ვიტამინებს, ნახშირწყლებს, ცილებსა და ამინომჟავებს ყოველდღიური საკვებიდან. თავი მხნედ, ჯანმრთელად და ძლიერად რომ იგრძნოთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება სწორ და სრულფასოვან კვებას. არასწორად შერჩეული კვების რაციონი ათასგვარი დაავადების გამწვავების მიზეზი ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ მოხმარებული საკვები ძირითადად ქიმიური, სინთეტიკური, რაფინირებული და გენმოდიფიცირებულია. ასევე, შეიცავს მასტიმულირებელ ნივთიერებებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათში საერთოდ არ არის ის საზრდო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ ორგანოს მუშაობა, ზოგადად, მთელი ორგანიზმის ფუნქციონირება და, მათ შორის, იმუნიტეტის საჭირო დონეც. ადამიანის ორგანიზმი თვითმარეგულირებელი სისტემაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები და არა ხელოვნური დანამატები. ახლა სწორედ ის დროა, როცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას, რათა ასე გახშირებულ გაციებას, ვირუსებსა და ათასგვარ ინფექციურ დაავადებას ავარიდოთ თავი. ამისთვის კი უნდა მიირთვათ სხვადასხვა ბოსტნეული და სეზონური ხილი. ბოსტნეული შეიძლება იყოს როგორც მოხარშული, ისე ცოცხალი. ასევე, აუცილებელია, ორგანიზმის მომარაგება C ვიტამინით. მას კი დიდი რაოდენობით შეიცავს: კივი, ვაშლი, ციტრუსები და გოგრა.

– ახლა მარხვაა. არასწორად შენახული მარხვა თუ იწვევს რაიმე გართულებას ჯანმრთელობის თვალსაზრისით?

– შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ, პრაქტიკაში არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც სწორად იცავდეს მარხვის წესს კვების თვალსაზრისით. მარხვის დროს საკვების შერჩევა-მიღებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც ჩემთან მოსულ პაციენტს ვეკითხები როგორ ჩაატარეთ მარხვის დღეები-მეთქი, არც ერთის პასუხი ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, დამაკმაყოფილებელი არ არის. უფრო მეტსაც გეტყვით – ახლოსაც კი არ დგას კვების იმ რეჟიმთან მათი რაციონი, რასაც მარხვა ჰქვია და რომელმაც ჩვენ უნდა გაგვაძლიეროს და გამოგვაჯანმრთელოს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. სამწუხაროდ, ამ დროს, გამოჯანმრთელების ნაცვლად, ბევრი დაავადების განვითარების საფუძველს უქმნის თავის ორგანიზმს. საერთოდ, დაავადების პროვოცირება ხდება არასწორი მარხვის პერიოდში. მარხვის დასრულებისთანავე კი თავს იჩენს ეგრეთ წოდებული „დროებით მიძინებული” დაავადებები. ამიტომ, ამაზე მანამდე უნდა დაფიქრდეთ, სანამ მარხვას დაიწყებთ და სწორად უნდა შეადგინოთ თქვენი კვების რაციონი მარხვის პერიოდში. როგორც მარხვის, ისე ხსნილის დროს ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს კვების კულტურა. მარხვის არასწორად დაცვა კი მიუღებელია. ჯერ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რისთვის ვიცავთ მარხვას და შემდეგ შევუდგეთ მის დაცვას. ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ დიდი მარხვა სპეციალურადაა  დადგენილი ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში. რადგან, ზამთარში ორგანიზმი დათრგუნულია, შენელებულია ნივთიერებათა ცვლა, დეპრესიულია, შედეგად, სასიცოცხლო ძალებიც დაქვეითებულია, მარხვის დროს კი სწორად კვებით ორგანიზმი მომარაგდება აუცილებელი სასიცოცხლო ძალებით, რაც მისი სწორი ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კი არ უნდა ვიშიმშილოთ, არამედ სწორად ვიკვებოთ.

– კერძოდ, რომელ საკვებ პროდუქტს მივანიჭოთ ამ პერიოდში მეტი უპირატესობა?

– საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმოვან, ტოქსიკურ მჟავებსა და სახამებელს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საერთოდ ამოიღოთ კვებიდან ცხიმები, ცილები და სახამებელი. უბრალოდ, უპირატესობა იმ პროდუქტს უნდა მიანიჭოთ, რომელიც ბუნებრივ, ნატურალურ ორგანულ ცილებს, ცხიმებსა და სახამებელს შეიცავს. არც პური ამოიღოთ რაციონიდან იმის გამო, რომ გსურთ, გაზაფხულს კარგ ფორმაში შეხვდეთ. ხორბალი შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინს, ანუ, მასში თავმოყრილია ყველა ის ორგანული სახამებელი, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვისაა აუცილებელი. გარდა ამისა, ის ენერგიით გვავსებს. მიირთვით არარაფინირებული ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური, ის ძალიან სასარგებლოა ნორმალური განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. 

– ბევრი, სწორედ ამ პერიოდში იწყებს კვების რაციონის შეზღუდვას, რომ ზაფხულს ფორმაში ჩამდგარი და ზედმეტი კალორიების გარეშე შეხვდეს. მათ რას ურჩევთ?

– დიახ, ასეა და უამრავი დიეტა არსებობს, რომლებსაც სპეციალისტთან შეუთანხმებლად უნიშნავენ საკუთარ თავს. იმაზე კი არ ფიქრობენ, თუ რა სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. არასწორად, თვითნებურად დაცული დიეტა, შესაძლოა, ადამიანის სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს, მით უმეტეს გაზაფხულზე, როცა ყველას სათანადო, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება ესაჭიროება. მოკლედ, დღეს ბევრი იცავს თვითნებურად მოდურ დიეტას და არ ფიქრობს იმ სავალალო შედეგზე, რაც ამას დროთა განმავლობაში მოჰყვება. გახდომის მიზნით, თვითნებურად აკრძალულმა საკვებმა და ზოგადად შედგენილმა კვებითმა რაციონმა, ბევრ ახალგაზრდას დაუზიანა ორგანოები და ჯანმრთელობა. არ არის გამორიცხული, ეს ყოველივე სიკვდილითაც კი დასრულდეს. ამიტომ, სანამ გახდომას დაიწყებთ და რომელიმე საკვებს აუკრძალავთ თავს, ჯობია, კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან გაიაროთ და ასე დაიზღვიოთ თავი შესაძლო გართულებებისგან. დიეტას ძირითადად მაშინ მიმართავენ, როცა ჭარბი წონა აწუხებთ. ეს კი, უმეტეს შემთხვევაში, გაზაფხულზე ახსენდებათ, როცა თბილი ტანსაცმლიდან შედარებით ხალვათ სამოსზე გადასვლა უწევთ. დანარჩენ შემთხვევაში კი რა დაავადებაც არ უნდა სჭირდეთ, სამკურნალო კვებას ყურადღებას არ აქცევენ. დამიჯერეთ, ყოველგვარი თვითნებურად დაცული დიეტა, ორგანიზმისთვის დამანგრეველია და იმ შედეგს არ იძლევა, რისი იმედიც გაქვთ. შედეგსაც რომ თავი დავანებოთ, ადამიანის ორგანიზმი ამ დროს მწყობრიდან გამოდის და ღირს კი ამად ექსპერიმენტის ჩატარება? დიეტის დაცვის დროს, ადამიანი ხედავს ვიზუალურ ეფექტს, მაგრამ, შიგნით რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს, ამას ვერ ამჩნევს და პრობლემა რომ ღრმავდება, მერე უკვე გვიანია. მით უმეტეს, გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი გამოფიტულია, დანგრეულია და საერთოდ ქაოსია მასში, არასწორი დიეტის დაცვა სწორედ გაზაფხულზე იწვევს იმუნური სისტემის მკვეთრ დაქვეითებას, ჰემოგლობინის დაცემას, სისხლძარღვების დაბინძურებას, ქოლესტერინის დონის მომატებას და ასე შემდეგ. ამის ფონზე კი ვითარდება სხვადასხვა დაავადება. ვისაც წონის შენარჩუნება, ან მინიმუმ წონის დაგდება სურს გაზაფხულზე, მაშინ მიირთვას შვრიის ფაფა, ხილ-ბოსტნეული ცოცხალი სახით, დიდი რაოდენობით ვაშლი, ფეიხოა, გოგრა. ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივად აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასე რომ, გაზაფხულზე თუ სწორად არ შეარჩიეთ საკვები რაციონი, შეიძლება მომავალში თავს ავნოთ. 

скачать dle 11.3