კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯგუფ “შინისა„ და “ბრავო რექორდსის„ ერთობლივი პროექტი

 2013 წლის 11 აპრილს „ბრავო რექორდსში“ გაიმართა ჯგუფ „შინისა“ და ხმის ჩამწერი კომპანია „ბრავო რექორდის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია პრესისთვის. ჯგუფი თოთხმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ უბრუნდება სამშობლოს და უამრავ გეგმას ახორციელებს. პირველი ამ გეგმაში უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც „ბრავო რექორდსი“ სიდი ალბომის სახით სულ ცოტა ხანში გამოსცემს და ჯგუფის სამშობლოში დაბრუნებას მიუძღვნის. 2012 წლის 10 დეკემბერს ქალაქ რიგის კონგრესჰოლში ჯგუფი უკვე წარდგა მსგავსი პროექტით ლატვიელი მაყურებლის წინაშე. პროექტში თავმოყრილია გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ჰოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის ნაწარმოებებისა და ქართული ხალხური მუსიკის მოტივები. „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ პატარა საიდუმლოც გაგვანდო და თქვა, რომ ჯგუფი „შინი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გეგმავს პროექტის განხორციელებას. 

 ჯგუფ „შინის“ ახალ პროექტზე იმუშავებენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვატო კახიძის ხელმძღვანელობით, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტი და ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი. ალბომში შევა თორმეტი მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა სტუდიური ჩაწერებიც 12 აპრილს დაიწყო. კონცერტი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ 26 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. 

скачать dle 11.3