კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათუნა ხრიკულის თავბრუდამხვევი წარმატება

 

ცნობილ პედაგოგს, დოდო ცინცაძეს, მეტსახელად „ლაურეატების მჭედელს“ უწოდებენ. მის მიერ აღზრდილი პიანისტები მთელ მსოფლიოში წარმატებით მოღვაწეობენ. ამჯერად ქალბატონი დოდო მისი მოწაფის, პატარა – დათუნა ხრიკულის დიდი გამარჯვების შემდეგ გვიამბობს.

 

დოდო ცინცაძე: დათუნა ჩემთან ოთხი წლის წინ მოვიდა. მაშინვე ჩანდა ბავშვის განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემები. პირველივე წელს დაუკრა ჰაიდნის კონცერტი ბატონ რეზო ტაკიძის დირიჟორობით. მონაწილეობა მიიღო თბილისში ჩატარებულ თითქმის ყველა რესპუბლიკურ კონკურსში, სადაც გამარჯვება მოიპოვა. 

– პირველად რომელ ქვეყანას ეწვია დათუნა?

– რამდენიმე წლის წინ ჰოლანდიაში მყავდა წაყვანილი ჩემი მოწაფე – ანა გოგავა და პრესაში არაერთგან აღინიშნა ანას შესახებ, რომელმაც ამ კონკურსში უფროს ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვა პირველი ადგილი და ხუთი სპეციალური პრიზი... წელს მე და დათუნა  გავემგზავრეთ ჰოლანდიაში და დათუნამ  საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში, რომელიც მოიცავს 11 წლიდან 16 წლამდე მონაწილეებს. მიუხედავად ასეთი ასაკობრივი დისტანციისა, დათუნამ პირველი ადგილი დაიკავა. 

– ცოტა ხნის წინ კი დათუნამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა... 

– დიახ... ამის შემდეგ დავიწყეთ მომზადება დანიის კონკურსისთვის, რომელიც ჩემთვის უცხო იყო. კონკურსზე წინასწარ უნდა გაგვეგზავნა ჩანაწერი 25- წუთიანი პროგრამით. მიწვევა მივიღეთ... ძალიან ვშიშობდი, რადგან, ქალაქიც უცხო იყო ჩემთვის, თან, კონკურსის ყველა მონაწილე 15-16 წლის იყო, დათუნა კი – მხოლოდ 11 წლის... პირველივე ტურში დათუნამ ჟიურის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. პირველი ტურიდან მეორე ტურში 20 მონაწილიდან 10 მონაწილე გადავიდა. მეორე ტურში რომ გამოვიდა, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ხალხი წინასწარ გვილოცავდა გამარჯვებას. დასკვნით ტურში მხოლოდ სამი გადის და, როდესაც ამ სამეულში დათუნა გამოაცხადეს, დიდი ოვაციები და ტაშისცემა მოჰყვა... ჩვენი ძირითადი კონკურენტები იყვნენ ბავშვები მოსკოვიდან. ყველაზე მეტად გამახარა იმ ფაქტმა, რომ ისინიც და მათი მშობლებიც პატივისცემით გვეპყრობოდნენ და გვქომაგობდნენ კიდეც... დათუნამ დიდი წარმატებით დაუკრა. როდესაც პრემიები გამოაცხადეს, ცნობილი გახდა, რომ პირველი პრემია დათუნას მიენიჭა. ასევე მიენიჭა ფულადი ჯილდო. პრემიაც საკმაოდ სოლიდურ თანხას მოიცავდა და დათუნას ინსტრუმენტი შევუძინეთ... არის შემოთავაზებები და მიწვეულია სხავადასხვა ფესტივალზე, მათ შორის, ქალაქ კოპენჰაგენის ფესტივალზე. გარდა ამისა, წავა ერევანში საერთაშორისო ფესტივალზე და, ასევე, მიწვეულია შვეიცარიაში ორი კონცერტით.   

 

скачать dle 11.3