კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუგზარ მახათელი ბალეტის საუკეთესო ქორეოგრაფიაში ამერიკის მასშტაბით გამარჯვებულად დაასახელეს

ნუგზარ მახათელი, მარინა ლოლაძე, დავით მახათელი, მაია მახათელი... ეს ერთი ოჯახის ოთხი წარმომადგენელია. ყველა მათგანი საბალეტო ხელოვნებაში მოღვაწეობს და მათ მსოფლიო წარმატებებზე უცხოური პრესა ხშირად აღნიშნავს. დავით მახათელს წარმატება სცენაზე თვით ინგლისის დედოფალმა და პრინცმა ჩარლზმა მიულოცა... ცოტა ხნის წინ ნუგზარ მახათელს ამერიკის მასშტაბით ძალზედ მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა... 

 

ნუგზარ მახათელი: უკვე 12 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეწევი სადადგმო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩემს მეუღლესთან – მარინა ლოლაძესთან ერთად. მრავალ ჯილდოსთან ერთად, ნომინირებული ვიყავი საუკეთესო ბალეტის ქორეოგრაფიაზე და იანვარში ჩატარებულ ცერემონიაზე (ნიუ-ორლეანის საუკეთესო სასტუმროში „მონტელეონ”) გამომაცხადეს გამარჯვებულად, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.

– სად მოღვაწეობენ დღეს თქვენი შვილები?

– დათომ გახსნა ოფისი თავის ბელგიელ ბიზნესპარტნიორთან – დენისთან ერთად D&D ART PRODUCTIONS  ლონდონსა და ბრიუსელში, რომელიც ემსახურება მაღალი მხატვრული კლასის ქორეოგრაფიული ნაწარმოებებისა და ნიჭიერი ახალგაზრდა მოცეკვავეების საერთაშორისო პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით... დავით მახათელი წამყვანი მსახიობი იყო ქალაქ ჰიუსტონის საბალეტო კომპანიაში და ასევე 7 წლის მანძილზე ლონდონის, „კოვენტ-გარდენის”, „როიალ-ბალეტის” კომპანიის წამყვანი მსახიობი.

კომპანია AD&D ART PRODUCTIONS-ის  მეშვეობით უკვე ჩატარდა ათობით მრავალი საინტერესო გალა კონცერტები, მსოფლიოს სხვადასხვა ვარსკვლავების მონაწილეობით. მათ შორის ათენში, ლონდონში, მოსკოვში, ნიუ-იორკში და ასე შემდეგ... ბოლო მათგანი იყო ნურიევის საღამო, რომელიც გაიმართა ბელგიაში 23 მარტს... 

მაია მახათელი მოღვაწეობს ნიდერლანდებში, ამსტერდამის, საბალეტო კომპანიის წამყვანი ბალერინაა. მისი წარმატებები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მის საშემსრულებლო მოღვაწეობას პრესა ქებით მოიხსენიებდა.. 

– როგორია თქვენი ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრება ამერიკაში?

– ამერიკაში დენვერში ვცხოვრობდით 7 წლის განმავლობაში. დენვერში კიდევ თბილისელების სამი ოჯახი ცხოვრობდა, ერთმანეთთან  მჭიდრო კავშირი გვქონდა. რასაკვირველია, ყოველთვის დომინირებდა ქართული სუფრა, სიმღერა და ასე შემდეგ... რაც ნიუ-ორლეანში ჩამოვედით აქ ასეთი ქართული ნებივრობა 5 წლის განმავლობაში არ გვქონდა.  როდესაც ნიუ-იორკში გადავალთ, იქ ბევრნი არიან საქართველოდან და ალბათ აღდგება ჩვენი ქართული ტრადიცია ამერიკაში... თუმცა ყველაფერს ისევ თბილისი ჯობია. 

– თქვენი დიდი გამოცდილებიდან რა რჩევები გაქვთ?

– მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულისტკივილი თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის თაობაზე. ვფიქრობ, რომ ექვსი წლის წინათ განხორციელებულმა სასკოლო რეფორმამ უარყოფითად იმოქმედა მომავალ მოცეკვავეთა სწავლების ხარისხზე. მანამდე სკოლისა და ქორეოგრაფიული ცეკვის საგნები ერთ შენობაში ტარდებოდა და სკოლა ერთ დაწესებულებას, საქართველოს კულტურის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ამჟამად  დანერგილმა განათლების ახალმა სისტემამ კი სწავლება მოუხერხებელი გახადა, რადგანაც სასკოლო და ქორეოგრაფიული საგნები გაიყო. ზოგადი საგნები დაექვემდებარა განათლების სამინისტროს, ქორეოგრაფიული სწავლება კი დარჩა კულტურის სამინისტროს კომპეტენციაში. გამოდის რომ, სასწავლებლის მაგიერ კვლავ დაუბრუნდნენ საბალეტო სტუდიის მსგავს მოდელს, რომელიც 1935 წელს დავით ჯავრიშვილმა დააარსა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობაში. მინდა ვთქვა, რომ განათლების ახალმა რეფორმამ 60 წლით უკან დააბრუნა ქორეოგრაფიული ხელოვნების სწავლება საქართველოში. მთელ მსოფლიოში მრავალგზის აპრობირებული და გამართლებული მეთოდია სკოლისა და ხელოვნების ერთ შენობაში არსებობა. ამიტომ ჩვენი განათლების ახლანდელ რეფორმატორებს უმორჩილესად მინდა ვთხოვო, რომ კიდევ ერთხელ საფუძვლიანად ჩაუღრმავდნენ აღნიშნული სასწავლებლის პრობლემატიკას და აღუდგინონ მას „რეფორმამდელი” სახე და სტატუსი, როგორც ეს იყო 2006 წლამდე. 

скачать dle 11.3