კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალეიდოსკოპი

მამაკაცებს გადაშენება ემუქრებათ

„მამაკაცები სქესთა ბრძოლაში მარცხდებიან,“ – ასეთი განცხადება გააკეთა მეცნიერმა ქალმა ჯენი გრეივსმა. მისი სიტყვებით, მამაკაცი, როგორც სახეობა, 5 მილიონი წლის შემდეგ მთლიანად გადაშენდება, რადგან Y-ქრომოსომა, რომელიც მამაკაცის გენზე აგებს პასუხს, სუსტია და დაშლის პროცესში იმყოფება.

როგორც ავსტრალიელი მეცნიერი ამბობს, ქალის X-ქრომოსომა 1 000-მდე გენს შეიცავს. მამაკაცის Y-ქრომოსომასაც დასაწყისში იმდენივე გენი ჰქონდა, რამდენიც ქალის ანალოგს, მაგრამ, ასობით მილიონი წლის განმავლობაში მუდმივ დაშლას განიცდიდა და თანამედროვე მამაკაცს მხოლოდ 100 გენი დარჩა. ერთ-ერთი მათგანია SRY-გენი – „სქესობრივი გადამრთველი“, რომელიც ჩანასახის სქესს განსაზღვრავს.

როგორც ცნობილია, ქალებს ორი ქრომოსომა აქვთ (XX). გრეივსის აზრით, ეს საშუალებას იძლევა, დაზიანებულ გენებს ჩაენაცვლოს ჯანმრთელი. მამაკაცის Y-ქრომოსომას კი ეს არ შეუძლია და სწორედ ამიტომ ხდება გენების დაკარგვა. პროცესი უკვე დაიწყო – ეს ცუდი სიახლეა. „კარგი“ კი ის არის, რომ მამაკაცების „სინსილის გაწყვეტა“ 5 მილიონი წლის შემდეგ მოხდება. ექსპერტები გვაიმედებენ, რომ ეს დრო სავსებით საკმარისი იქნება, მედიცინის მეცნიერება ისე განვითარდეს, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, ან... შეიძლება, ადამიანის ახალი სახეობაც კი წარმოიშვას.

 

სალამი და ფოტოები კოსმოსში, „პატარა უფლისწულთან“ გაიგზავნება

ამომავალი მზის ქვეყანაში მოიფიქრეს, როგორ გაუწიონ პოპულარიზაცია კოსმოსის ათვისების თავიანთ პროგრამას: მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ზონდ „ჰაიაბუს 2-ს“, რომელიც გრუნტის სინჯის ასაღებად გეზს ასტეროიდისკენ 2014 წელს აიღებს, „გაატანონ“ ჩიპი, რომელზეც ჩაწერილი იქნება გზავნილები დედამიწიდან. მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვინც გამოთქვამს სურვილს, გაგზავნოს თავისი ფოტო ან, „ჰაერების“ ჩათვლით, 20 ნიშნისგან შემდგარი წერილი. იაპონელები მზად არიან, ითანამშრომლონ არა მარტო კერძო პირებთან, არამედ, კომპანიებთანაც. ასევე, გათვალისწინებულია, რომ მათ შეუძლიათ, სურვილი გამოთქვან, კოსმოსში გაგზავნონ ოჯახის ან ორგანიზაციის მთელი კოლექტივის ფოტოსურათები.

იაპონიის აეროკოსმოსური სააგენტოს კომპანია JAXA-მ ამ პროექტისთვის, რომელსაც სახელად უწოდეს „პატარა უფლისწულის შესახვედრად“ სპეციალური საიტი გახსნა, სადაც შეგეძლებათ გაეცნოთ მონაწილეობის წესებს. განცხადებები მიიღება 2013 წლის 10 აპრილიდან 16 ივლისამდე.

„ჰაიაბუს 2“ 2018 წელს მიაღწევს 920 მეტრი დიამეტრის ასტეროიდ 1999 JUS-ს, გადმოსვამს მასზე გერმანულ „მხტუნავ“ მოდულ NASCOT-ს, აიღებს გრუნტის ნიშნებს, 2020 წელს კი დედამიწას დაუბრუნდება.

 

გერმანიაში „ოსვენციმის“ 50 ზედამხედველი აღმოაჩინეს

გერმანული უწყება, რომელიც ნაციონალ-სოციალისტების დანაშაულთა გამოძიებითაა დაკავებული, ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკის – „ოსვენციმის“ 50 ზედამხედველის კვალზე გავიდა. აღმოჩნდა, რომ „სიკვდილის ბანაკის“ ეს თანამშრომლები, რომელთა ასაკი დაახლოებით 90 წელია, თურმე, სულაც არ იმალებოდნენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მშვიდად ცხოვრობდნენ გერმანიის ტერიტორიაზე. გამომძიებლებისთვის უკვე ცნობილია მათი ვინაობა და მისამართები. თითოეულ მათგანს ბრალი წარედგინებათ მკვლელობებში მონაწილეობისთვის.

ეს სენსაციური ამბავია. „ოსვენციმის“ ზედამხედველთა საქმე გასული საუკუნის 60-იან წლებში განიხილებოდა. უკანასკნელი განაჩენი, სხვათა შორის, გამამართლებელი, 37 წლის წინ გამოიტანეს. გასაოცარია, რომ 68 წლის შემდეგ არის აღმოჩენილი ბანაკის ამდენი ცოცხალი თანამშრომელი.

„ოსვენციმის“ საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც წლების განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯებოდა და იღუპებოდა, გერმანიის მიერ ოკუპირებულ თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. 1941-1945 წლებში ბანაკში 1,3 მილიონი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, მათ შორის – მილიონამდე ებრაელი.

скачать dle 11.3