კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-15(641) 

 

სიმართლის ძიებაში

იცით ვინმემ, რა არის „მიუნჰაუზენის სინდრომი“? – ბარონ მიუნჰაუზენის შესახებ მაინც არ გსმენიათ? ცნობილი ცრუპენტელა იყოო?! – აბა, რას ბრძანებთ, სულაც არა. ძვირფასი ბარონი, უბრალოდ, უდიდესი ფანტაზიორი გახლდათ და ამ ფანტაზიებში ცხოვრობდა. ის ბარონი იყო და ეპატიებოდა ასეთი „ამჩატება“, მაგრამ ჩვენ – უბრალო მოკვდავთ, ნამდვილად არ გვაქვს ასეთი ფუფუნების უფლება. ვნახოთ, რა მნიშვნელობა აქვს ტერმინ „მიუნჰაუზენის სინდრომს“ სამედიცინო ფსიქოლოგიაში. ნუ გაოცდებით და, ექიმებისთვის ამ სინდრომით დაავადებულებს მიეკუთვნებიან ისინი, ვინც ცდილობს, საკუთარი თავიცა და სხვებიც დააჯეროს, რომ უამრავი სხვადასხვა ავადმყოფობა სჭირს. სხვათა შორის, ისინი სულაც არ არიან სულელები. საკმაოდ ზუსტად მოგიყვებიან ყველა კონკრეტული დაავადებისა და მათი სიმპტომების შესახებ. ზოგჯერ გამოცდილ ექიმებსაც კი აბნევენ და რეალობად „შეაპარებენ“ ხოლმე ფანტაზიას: ბარონის უნიჭო, თუმცა ორიგინალური მიმდევრები უწყინარნი არიან. თუ არ გაუვიდათ, შეუძლიათ, უფრო საშიშ მაქინაციებს მიმართონ. დაიზიანონ თავი, მიიყენონ ტრავმები ან გადაყლაპონ რაღაც ნივთები.... იკითხავთ, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერიო?.. ლოგიკური შეკითხვაა, თუმცა პასუხი საკმაოდ ბანალურია: ყურადღების მისაპყრობად. ისინი, ყველანი „მიუნჰაუზენის სინდრომით“ ყურადღების დეფიციტმა დააავადა...

ქეთიმ უკვე გაციებული ჩაი ჭურჭლის გასარეცხ ნიჟარაში გადაღვარა და ფინჯანი ხმაურით იქვე ჩააგდო. ვახომ მხოლოდ ახლა მოაშორა მზერა კომპიუტერის მონიტორს და ცოლს გაოცებულმა გახედა.

– რა გჭირს?

– მე? – ყასიდად გაიოცა ქეთიმ, – არაფერი...

– როგორ, არაფერი, ჭურჭელს ამტვრევ... ჩაი დამისხი, რომ გთხოვე?

– რას მელაპარაკები? მართლა მთხოვე? როდის? მე რომ არ გამიგონია? თანაც, ჩაი ხომ დალიე უკვე?

– როდის? რას ლაპარაკობ, კარგად ხარ?

– მე კარგად ვარ. აი, შენ კი მეხსიერებაში „ჭედავ“. ჩაი უკვე დალიე. ამ წუთას ავიღე ჭიქა გასარეცხად და საერთოდ, დარწმუნებული ვიყავი, რომ დაყრუვდი და არაფერი გესმოდა...

– საიდან მოიტანე?

– იქიდან, რომ უკვე ორმოცი წუთია, გელოდები. ზუსტად ამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჩაი დაგისხი და რამდენჯერმე დაგიძახე კიდეც. მაგრამ, მე ხომ არ ვარსებობ... მე რეალური, ცოცხალი ადამიანი უფრო შეუმჩნეველი ვარ შენთვის, ვიდრე ეგ ვირტუალური სამყარო, – ქეთიმ ხმას აუწია... – გელაპარაკები, გელაპარაკები, მაგრამ შენ საერთოდ არ მისმენ, ან „პოზა გიჭირავს“ ისეთი, რომ არ გესმის. დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია. ჩემი ნერვული სისტემა ამას ვეღარ გაუძლებს. გავგიჟდები.

ვახომ ცოლს შეხედა და ამოიოხრა.

– ნუ ოხრავ და ისე ნუ მიყურებ, თითქოს რაღაც საშინელება ვიყო, – იფეთქა ქეთიმ, – თუ სულ გაღიზიანებული ვარ, ამაში მარტო შენ ხარ დამნაშავე. რატომ სამსახურში არ ვჩხუბობ?

– არ ვიცი. მართლა არ ვიცი, – ვახო მოიღუშა.

– არ იცი, რატომ არ ვჩხუბობ, თუ არ იცი, ვჩხუბობ თუ არა?! – ჩააცივდა ქალი.

კაცისთვის ხსნა იყო იმ მომენტში ოთახში ძიძის შემოსვლა.

– დაიძინა, მე წავალ. ხვალ მოვიდე?

– ხვალ? რა ხდება ხვალ? – ქმართან საჩხუბრად შემართული ქეთი დაიძაბა.

– დასვენების დღედ არის გამოცხადებული და ვიფიქრე... თუ არ მუშაობთ...

– ნუ მოხვალ, ნანა, მივხედავთ, როგორმე, – ქეთის დაასწრო პასუხი ვახომ და ძიძას გაუღიმა.

– გმადლობ. მაშინ, ნახვამდის. ზეგ მოვალ, ათი საათისთვის.

ძიძამ კარი გაიხურა თუ არა, ქეთი ქმარს ეცა.

– რა გალაპარაკებდა ჩემ მაგივრად? კეთილი ბიჭი ხარ? ჩემს ხარჯზე? რატომაც არა?! შენ რა გენაღვლება? ხვალ ვითომ რატომ არ უნდა მოსულიყო? გამაგებინე, რატომ? მაგას სახელმწიფო კი არ უხდის ფულს, მე ვუხდი. დასვენების დღეებსაც მე ვუწესებ.

– ქეთი, გეხვეწები, ნუ ჩხუბობ. გემუდარები, ჯერ არ მეძინება და მინდა, საღამო მშვიდად გავატარო, ტელევიზორის წინ. ხვალ ხომ ისვენებ, დაისვენოს იმანაც ერთი დღე, რა დაშავდება ამით?

– ის დაშავდება, რომ მე ვერ დავისვენებ. რა გალაპარაკებდა, გგონია, მე არ ვიცოდი, ხვალ რომ დასვენების დღე იყო? ვიფიქრე, ცოტას მეც დავისვენებ, განვიტვირთები-მეთქი...  ვინ დაგაცადა? ახლა ხვალ თქვენი მოსამსახურე უნდა ვიყო?! პლუს ბავშვიც...

– რატომ უნდა იყო მოსამსახურე? ყველაფერში მოგეხმარები. არც მე წავალ სამსახურში და სამივემ ერთად გავატაროთ დღე. მარტო ბავშვისთვის მოგიწევს რამის მომზადება და მერე, სადმე ვისადილოთ. გავისეირნოთ, მოკლედ.

ქალმა ეჭვით შეხედა ქმარს.

– საქმეს არ გამოიჩენ და დილითვე არ გამიქრები სახლიდან?

– არა. გეფიცები.

ქეთი მოლბა. ქმართან მივიდა და მხარზე მიეხუტა.

– ძალიან მიყვარხარ... რატომ მაიძულებ, ეკლები გამოვისხა კაქტუსივით.

– მე გაიძულებ? – გულწრფელად გაუკვირდა ვახოს.

– ჰო. არ მითხრა, ვერ ვხვდები, ეს როგორ ხდებაო.

– თუ მართლა არ ვიცი?!

– დაფიქრდი და მიხვდები. მე აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. შეიძლება, ისევ კამათამდე მივიდეთ, რისი სურვილიც ნამდვილად არ მაქვს.

ვახომ მხრები აიჩეჩა.

– რა გამოდის? რომ ჩვენ კამათის გარეშე საუბარი არ შეგვიძლია?

– ეს ჩემი ბრალი არ არის. არასოდეს მისმენ. ერთსა და იმავეს გამეორება იმდენჯერ მიწევს, რომ მერე ნერვები მეშლება.

– მე კი ვფიქრობ, რომ, უბრალოდ, დასვენება გჭირდება. რამდენიმე დღე რომ დაეთხოვო სამსახურიდან? ერთი კვირით მაინც.

– და, სახლში დავჯდე?

– რატომ? სადმე წავიდეთ. ადგილობრივი კურორტები ავითვისოთ. ბავშვიც წავიყვანოთ.

– ჰო, ბავშვიც, ძიძაც, დედაშენიც... დედაჩემიც...

ვახომ ხელი ჩაიქნია.

– მოკლედ, შენს გულს კაცი ვერ მოიგებს. რა გინდა, აღარ ვიცი. დასვენებას გთავაზობ და ამაზეც უარს მეუბნები.

– არა, უარს კი არ გეუბნები, ვცდილობ, აგიხსნა, რომ ბავშვთან ერთად ვერ დავისვენებ.

– მაშინ, დედაშენს ან დედაჩემს დავუტოვოთ. ძიძაც მიხედავს და არ გაუჭირდებათ.

ქეთიმ გაიღიმა.

– ჰო, კარგი. რამდენი ხანია, ვფიქრობ, რომ არ გვაწყენდა ორი-სამი დღე ერთად გაგვეტარებინა სადმე, სიმშვიდესა და კომფორტში.

– ძალიან კარგი. ასეც მოვიქცევით. შენ მოაგვარებ თუ მე ვითავო სასტუმროს შერჩევისა და დაჯავშნის ამბავი?

– მე მოვაგვარებ, – ქეთის თვალები აუციმციმდა და შესამჩნევად გახალისდა.

– ბავშვს სძინავს... რაღაცაზე შევთანხმდით კიდეც, რამე ხომ არ მოგვეფიქრებინა?

ვახომ თავი დაუქნია.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მოდი, ჩემთან, შე აშარო, მომენატრა ის დრო, როცა სულ იცინოდი და დილას ღიღინით იწყებდი.

ქეთი მუხლზე ჩამოუჯდა ქმარს და შუბლით შუბლზე მიეყრდნო.

– ჰო, რა მემართება, თვითონაც არ ვიცი. შენ გგონია, რომ მინდა, ასე ვიქცეოდე? ვცდილობ კიდეც, წინააღმდეგობა გავუწიო ამ აგრესიას, შიგნიდან რომ მომდის, მაგრამ ვერ ვახერხებ. წავიდეთ, დავისვენოთ ორივემ და არაფერზე არ ვიფიქროთ. ის რაღაც დავიბრუნოთ, რაც აშკარად დაგვაკლდა. ზოგჯერ საერთოდ ვერ მამჩნევ და ეს მაგიჟებს. როცა ვერც კი ხედავ, რა მაცვია, როგორ გამოვიყურები... ყურადღება მჭირდება, სულ ცოტა ყურადღება და სითბო... მეტი არაფერი...

– სულ ცოტა ყურადღება და სითბო... – გაიმეორა ვახომ, ამოიოხრა და სახე ცოლის მკერდში ჩამალა.

***

 უცნაური დროა... ოცნება ნელ-ნელა კარგავს აზრს. უფრო ზუსტად – აღარ იცი, რაზე იოცნებო. სიყვარული? – ძალიან არასერიოზულია. არც ერთი თანამედროვე, ცხოვრებაში გარკვეული, კარგად გათვითცნობიერებული ადამიანი სიყვარულზე ოცნებას არ დაიწყებს. ვიღაც-ვიღაცეები კი საერთოდ გეტყვიან, რომ სიყვარული ნამდვილი სტიქიური უბედურებაა. ცუნამის მსგავსი – ანუ ისეთი, ზემოთ რომ სიბნელეა, ქვემოდან კი გიგანტური ტალღები გარყევს. მღვრიე ნაკადი სულ უფრო ღრმად და ღრმად გითრევს. ბოლოს წინააღმდეგობის გაწევის თავიც აღარ გაქვს. შეიძლება, ვინმეს მოსწონს კიდეც (ასეთებიც არსებობენ, თანაც არცთუ ცოტანი), მაგრამ სტიქიურ უბედურებაზე ოცნება მეტისმეტია... თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ სტიქიური უბედურებები, როგორც წესი, ბუნებრივად და თავისთავად ხდება. არაპროგნოზირებადია და ვერც მის მასშტაბურობას იწინასწარმეტყველებ. სიყვარული და ცუნამი არ ეკითხება ადამიანებს, როდის აიღებენ სტარტს და ცხოვრებას მთლიანად შეცვლიან, თავდაყირა დააყენებენ იმას, რაც ჯერ კიდევ დღეს ბუნებრივი და ნორმალური იყო.

გიგი და ზუკა ბარში, დაბალ მაგიდასთან ისხდნენ, ვისკის წრუპავდნენ და საუბრობდნენ. გიგიმ თვალები მოჭუტა, ჭიქაში ჩარჩენილი ყინულები შეანჯღრია და ზუკას ჰკითხა:

– როგორ სიკვდილს ინატრებდი? მოიცადე, ეგეთი დაფეთებული სახით ნუ მიყურებ. კი არ გეუბნები, ახლავე მოკვდი-მეთქი. უბრალოდ, ძალიან მაგარია, წარმოუდგენლად მაგარია, როცა შეგიძლია, თვითონ ამოირჩიო, როგორ მოკვდები. ესე თქვა, მგონი, ერთმა აღმოსავლელმა პოეტმაც.

– მაგ პოეტის შესახებ მე არაფერი გამიგია. ის კი ზუსტად ვიცი, რომ სიკვდილზე ლაპარაკი არ მსიამოვნებს, – შეიჭმუხნა ზუკა, – ის კი არა, რომ წარმოვიდგენ, უნდა დავბერდე, ცუდად ვხდები... ბიჭო, მოხუცების დანახვასაც ვეღარ ვიტან, დამიჯერებ? ისინი რეალურად მახსენებენ ჩემი დაბერების გარდაუვალობას.

– შენ გადამრევ. რა სისულელეებზე ფიქრობ. სიბერე სულაც არ არის ცუდი, თუკი მასში საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებ.

– ეგ როგორ?

– როგორ და მაშინ ხომ ნამდვილად გექნება დრო, გააკეთო ის, რისი გაკეთებაც სულ გინდოდა და ვერ აკეთებდი.

– ჰო? დრო კი მექნება მაგის საკეთებლად, მაგრამ შესაძლებლობა?! ასე რომ, ვერ დამამშვიდებ, – ზუკამ ვისკი ხმაურით მოწრუპა და ამოიოხრა, – მაგარი არეული ვარ, რა...

– მე კი, სიამოვნებით დავიხრჩობოდი სუფთა, კამკამა წყალში. ჩავიძირებოდი და აღარ ამოვყვინთავდი. ძალიან ღირსეული სიკვდილია. არა? ისე, როგორი განცდაა, როცა იძირები და კვდები... მაგრად მაინტერესებს – თავისას აგრძელებდა გიგი.

 – ვეშაპებს როგორი სექსი აქვთ, ეგ არ გაინტერესებს? – გაღიზიანდა ზუკა, – სხვათა შორის, ახლა აქვთ სწორედ სეზონი.

– მართლა? ეგეც საინტერესოა. ნუ იბღვირები რა. აქ ამისთვის მომიყვანე?

– რა ვქნა, პრობლემები მაქვს... ძალიან მომწონს ის ქალი.

 – რომელი ქალი? აა, ისა, ჰო? – მერე ეგ პრობლემა რატომ არის? მიდი და ისიამოვნე!

– ეგრე მარტივადაც არ არის საქმე, – თავი გააქნია ზუკამ, – არადა, როგორც მაგნიტი, ისე მიზიდავს.

– ანუ, გეშინია, რომ შეგიყვარდება? შენ რა,  ასე ადვილად გიყვარდება? მაშინ მაგარ შარში  ყოფილხარ, ტო!

– მე ახლა სიყვარულზე არ გელაპარაკები. პასუხისმგებლობაც ხომ არსებობს?

– პასუხისმგებლობა იმის ქმრის მიმართ. აუ, ეგ ნამდვილად არ არის შენი საფიქრალი. შენ თუ ასე გააგრძელებ, სიბერეს დაიჩქარებ, ასე რომ არ გევასება....

– გიგი, პასუხისმგებლობას მე საკუთარი თავის წინაშე ვგრძნობ. რა არის აქ გაუგებარი? ამ შინაგანმა ბრძოლებმა კი ძალიან დამღალა.

გიგიმ მრავალმნიშვნელოვნად შემართა ჭიქიანი ხელი.

– ვენდოთ კლასიკოსებს, რომლებიც გვასწავლიან: „იპოვი მხოლოდ იმას, რასაც ეძებდი“. ძებნის პროცესი კი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია.

– შენც უნდა იფიქრო პასუხისმგებლობაზე. ნინი კარგი გოგოა.

– ოჰო? ნინი კარგი გოგოა... – მე ეს ვიცი და იმიტომაც ვარ მასთან. მაგრამ, ჯერ პასუხისმგებლობისთვის მზად არ ვარ. ოცნებას და თავისუფლებას ვერ შევიზღუდავ. ჯერ რეალური მიზანიც არ დამისახავს ცხოვრებაში, – გიგიმ ჭიქა შეავსო, – დინებას მივყვები, რა!

– მერე ეგ კარგია? მეც დინებას მივყვები და სულაც არ მომწონს. ვგრძნობ, რომ დროს ფუჭად ვხარჯავ.

– ბევრი ფიქრი საერთოდ არ არის სასარგებლო. ცხოვრება ასეთია... ისეთი ჩქარი დინება აქვს, თუ არ მიჰყვები, ძალით ჩაგითრევს და დაგახრჩობს. ჯერჯერობით ასეა. მომავალში, როცა მთვარემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის, შეიძლება, სხვანაირად იყოს. მაგრამ მე და შენ მაგას ვერ მოვესწრებით. ამიტომაც შევიმუშავე საკუთარი პრინციპები. თუ გინდა, ორ-სამს შენც გაგიზიარებ. მაგალითად, დღეს ნინის უნდა შევხვედროდი, მაგრამ არც კი დამირეკავს.

– რატომ? არ გინდოდა? იჩხუბეთ?

– ვერ გამოიცანი. საქმე ის კი არ არის, მე რა მინდოდა, არამედ – სიტუაციას როგორ სჭირდებოდა. ზოგჯერ ასე უნდა მოვიქცე, რომ მეტისმეტად არ მომეწებოს, მომავლის კოშკები არ ააგოს და არ იფიქროს, რომ თავისუფლებას შევიზღუდავ.

– და, ამიტომ გულს სტკენ?

– დიახ. პრევენციისთვის... რომ მერე უფრო მაგრად არ ეტკინოს.

ზუკამ მხრები აიჩეჩა.

– არ ვიცი, შეიძლება, მართალი ხარ.

– შეიძლება კი არა, მართალი ვარ. აბა, რა... მიდი, ვახოს დაურეკე. მოვიდეს და დღეს კარგად ჩავთვრეთ.

ზუკამ საათს დახედა.

– ბიჭო, ძალიან გვიანია. უხერხულია ქეთისთან.

– ეე, გიგი, რა... აი, კიდევ ერთი სტერეოტიპი. რადგან ცოლი ჰყავს, დალევის და თერთმეტი საათის შემდეგ სახლიდან გამოსვლის უფლება არა აქვს? თუ მისი ცოლი უკრძალავს, ქაჯია?!

– შენ დათვერი? რას ლაპარაკობ?

– მე თვითონ დავურეკავ, – გიგიმ მობილურს სტაცა ხელი და ნომერი აკრიფა... რამდენიმე ზარი გავიდა და ტელეფონი გაითიშა. გიგიმ ისევ დარეკა... ისევ რამდენიმე ზარი და ისევ წყვეტილი ზუმერი... ზუკამ მობილური წაგლიჯა...

– გეყოფა, შეეშვი... შეიძლება, სძინავს უკვე.

– ან სძინავს, ან... – გიგი გადაბჟირდა, – ხედავ, რა არ მინდა, რომ დამემართოს? ჯობია, დღეს ნინიმ ინერვიულოს, ვიდრე ხვალ – მე. ეს არის ჩემი სიმართლე, მოგწონს ეს შენ თუ არა...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3