კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუაროთ პავლოვნიას?

პასუხი: პავლოვნია სუბტროპიკული მცენარეა, ამიტომ განსაკუთრებული მოვლა არ  ესაჭიროება, მაგრამ მისი გაზრდა პატარა ზომის ქოთანში სასურველი არ არის. მცენარე სწრაფად მზარდია და ძალიან  დიდი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ, გირჩევთ, ის დარგოთ დიდ ქოთანში.  ზაფხულობით გაიტანეთ გარე პირობებში, ზამთარშიც შეგიძლიათ, დატოვოთ გარეთ. მას საერთოდ არ ეშინია სიცივის და არც ყინვების. ყვავილობის დროს განსაკუთრებით ლამაზია.  ყვავილობის პერიოდი მას ივნის-აგვისტოში აქვს, ამიტომ, ძალიან ალამაზებს გარემოს. შეგიძლიათ, ის გადარგოთ ადრე გაზაფხულზე  და მისცეთ საკვები ელემენტები. მცენარე, ასევე, ლაღად გრძნობს თავს ეზოს პირობებში.

კითხვა: ეზოში თავისით ამოვიდა ლილია. შესაძლოა, რომ ეს მცენარე გადავრგო?

პასუხი: ლილია, საერთოდ ამ დროს ირგვება და, შეგიძლიათ, გადარგოთ. ის ყვავის ივნისიდან გვიან შემოდგომამდე და სულაც არ არის პრეტენზიული. მცენარე კარგ ეფექტს ტოვებს როგორც ეზოში, ასევე ქოთნის პირობებში. მას იყენებენ ინტერიერებისა და გარე პირობების გასალამაზებლად. ლილია მრავლობს როგორც თესლით, ასევე, ბოლქვის გაყოფით. როდესაც ის ამოვა, შეგიძლიათ, მისცეთ ვიტამინები და დაუსხათ წყალი.

კითხვა: შევიძინე პრიმულა. რამდენიმე დღეა, მცენარე მიხმება. რისი ბრალია ეს და როგორ მოვიქცე? 

პასუხი: პრიმულა გამოყვანილი ჯიშია, ამიტომ, ეცადეთ, ასეთი გამოყვანილი მცენარეები არ იყიდოთ, რადგან მას განსხვავებული მოვლა სჭირდება. თავად მცენარე არ არის პრეტენზიული, მაგრამ, ჩამოტანილ ან აქ შეძენილ მცენარეებს რგავენ ტორფში, რის გამოც ისინი საერთოდ ვერ იტანენ ვერც გადარგვებს და ვერც ფესვების შეჭრას. გირჩევთ, თქვენ თავად გაახაროთ თესლით აქაურ ნიადაგში, რათა თავიდანვე შეეჩვიოს ყველანაირ მინერალს. პრიმულა უხვად ყვავის და ამიტომ კარგია ინტერიერის გასაფორმებლად, ასევე, ამშვენებს კლდოვან ადგილებს, ის კარგად ხარობს იქ, სადაც ლანდშაფტური რელიეფია. სასუქები ადრე გაზაფხულზე მიაწოდეთ.

კითხვა: როგორ მოვუარო გლიცინიას?

პასუხი: გლიცინია არის სუბტროპიკული მცენარე, რომელიც ძალიან იოლი მოსავლელია. ის ღია გრუნტის მცენარეა, ამიტომ, ეცადეთ, რომ ამყოფოთ გარე კლიმატში. ეს მცენარე ყვავის შუა ზაფხულიდან  და 2-3 თვის განმავლობაში, მრავლდება თესლით და გადაწვენით. მას ადრე გაზაფხულზე ესაჭიროება  დიდი დოზით ვიტამინების ნაკრები. გლიცინია დათესეთ ადრე გაზაფხულზე (მარტის დასაწყისში) და, როცა ის იქნება 4-5 ფოთლის ფაზაში, გადაიტანეთ  ცალ-ცალკე ქოთნებში. ეს მცენარე ნახევრად მხვიარაა, ამიტომ, ძალიან ლამაზია, თუ მას კიბის ახლოს დარგავთ; ასევე, შეგიძლიათ, დარგოთ ქოთანში და დადგათ დიდ შესასვლელებში, სადაც ზამთრის პირობებში მინიმალური ტემპერატურა 18-22 გრადუსი იქნება. გლიცინია არსებობს რამდენიმე სახეობის, როგორც მხვიარა, ასევე, სისტემის. ის კარგად იტანს გადარგვებსა და ფორმირებას.

კითხვა: ალოკაზიას ფოთლები სცვივა და სიმაღლეშიც არ იზრდება. ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალია?

პასუხი: ეს მცენარე რთულად იზრდება, მას მუდმივად სჭირდება ტენი და სითბო. მისი დაკბილული და ლამაზად მოხატული ფოთლები 50 სანტიმეტრზე გრძელია, თუმცა, თუ სიგრილეში ამყოფებთ, ფოთლები დასცვივდება. ეცადეთ, ალოკაზია უფრო მაღალ ტემპერატურაზე ამყოფოთ, რომ ფესურიდან ახალი ფოთლები ამოუვიდეს.

скачать dle 11.3