კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „კორსა“, 1998 წლის, 1.4-იანი ეკოტეკის ძრავათი, მართვის ავტომატური კოლოფით. პირველ, მეორე, მესამე და უკანა სიჩქარეში ჩვეულებრივად ვარდება, მაგრამ „დე-ში“ არა. ავტომობილი ხელოსანს მივუყვანე, მაგრამ ვერაფერი გაუგო. მითხრეს, კომპიუტერია დაზიანებულიო. იქნებ ამიხსნათ, რა არის შესაცვლელი, მთლიანად კომპიუტერი, თუ მისი რომელიმე ნაწილი. უშველის თუ არა ეს პრობლემას. ხაშურში ვცხოვრობ და ალბათ, თბილისში მომიწევს გასაკეთებლად ჩამოსვლა და სად მივიდე?

პასუხი: დისტანციურად იმის განსაზღვრა, თქვენს ავტომობილში კომპიუტერია დაზიანებული თუ თვითონ გადაცემათა კოლოფი, რთული სათქმელია. ეს ბევრ ნიუანსზეა დამოკიდებული, რომელიც კარგმა ხელოსანმა უნდა შეამოწმოს. ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ თბილისში ჩამოსვლა და მიბრძანდით თუნდაც ჩვენი სახელით, გადაცემათა კოლოფების ხელოსანთან, კონკრეტულად, დათო ლობჟანიძესთან. მისი ავტომატური კოლოფების სპეციალური სერვისცენტრიც თემქა-მუხიანის გასაყარზე მდებარეობს. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თავად მეპატრონეს ნომერზე: 598 490-001.

კითხვა: ამას წინათ, ერთ-ერთ ავტომობილს გასწრებაში შევეჯიბრე, რომელიც ჩემს ავტომობილზე გაცილებით სუსტი იყო, ყოველ შემთხვევაში, მონაცემებით. მაგრამ, მან დიდი ძალდატანების გარეშე გამასწრო. ბევრი ვიმსჯელეთ, როგორ და რა მიზეზით მოხდა ეს, მაგრამ, მგონი, რეალურ მიზეზს ვერ მივაგენით. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი?

პასუხი: მოდელების მიხედვით გასწრება საკმაოდ ინდივიდუალურია და უკვე მოდელებზე საუბარი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა კონკრეტული რბოლაა, ყველა ავტომობილი მოწესრიგებული და გამართულია მექანიკოსების მიერ და პილოტების მაღალი პროფესიონალიზმიც არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სხვა შემთხვევაში კი, რომელი ავტომობილი რომელს გაასწრებს, უამრავი ფაქტორი განაპირობებს. პირველი, რასაც მძღოლი ფიქრობს არის – რამე ხომ არ სჭირს ჩემს ავტომობილს. ავტოსპორტში ინჟინრები ძალიან ბევრს მუშაობენ იმაზე, რომ ყველა ნიუანსი, რაც ავტომობილის აჩქარებაზე „მუშაობს,” გაითვალისწინონ და მაქსიმალურად გამოიყენონ მანქანის პოტენციალი. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა, ვთქვათ, ას კილომეტრ-საათში სიჩქარემდე ერთი ავტომობილი უფრო სწრაფია, შემდეგ კი, შედარებით ნელდება. ძირითად მიზეზებს ჩამოვთვლი, რომელიც ამ დროს ყველაზე მეტად მოქმედებს. პირველი – ძრავას სიმძლავრე და მისი გამართულობა. თუ ძრავა გამართულად არ მუშაობს, ის გაცილებით ნაკლებ ცხენის ძალას გამოიმუშავებს და სუსტია. მეორე – ეს სიჩქარეების კოლოფია. თუმცა, ქარხნულ ავტომობილებზე თუ ვისაუბრებთ, მას იშვიათად თუ ვინმე ცვლის. ვთქვათ, საქმე მიდგა ავტომობილის ყიდვაზე, ჩვენ ვარჩევთ 2.0-იან ძრავიანს, ვიდრე 1.6-იანს, რადგან ის უფრო სწრაფი და მძლავრი იქნება. მაგრამ, თუ ქარხნულ მონაცემებს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ას კილომეტრამდე ისინი ზუსტად ერთსა და იმავე დროში ჩქარდებიან. განსხვავებას ძრავას მოცულობაში მხოლოდ სიჩქარის სიდიდე გვაძლევს 2.0-იანს 240 კილომეტრ-საათის სიჩქარის განვითარება შეუძლია, მეორე შემთხვევაში კი – მხოლოდ 195 კილომეტრ-საათის სიჩქარის, რომელსაც საქართველოს პირობებში საერთოდ არ ვიყენებთ. ის, რომ აჩქარება ერთნაირი აქვთ, ამაზე უკვე სიჩქარეთა კოლოფი მოქმედებს. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმისთვის, რომ ავტომობილი აჩქარდეს, მასში იგივე მოდელის, უფრო სუსტი ძრავის მქონე სიჩქარეთა კოლოფი უნდა ჩადოთ. ის ძალიან სწრაფად განავითარებს სიჩქარეს, მაგრამ მაქსიმალურ სიჩქარეზე სიტუაცია შეიცვლება. ანუ, 200 კილომეტრ-საათს ძალიან სწრაფად განავითარებს, მის ზევით კი ის კონკრეტული ავტომობილი უბრალოდ არ წავა, მიუხედავად მისი სიძლიერისა. 

აჩქარებაზე ასევე ძალიან სერიოზულად მოქმედებს წონა – თუ რამდენს იწონის ავტომობილი და რამდენის თრევა უწევს ძრავას. წონა ზოგადად, ძალიან სერიოზულად განსაზღვრავს ავტომობილის აჩქარებასაც და მართვის სტილსაც. დატვირთული ავტომობილის სამართავად მართვის ნიუანსების კარგი ცოდნაა აუცილებელი. ამ დროს ავტომობილი სულ სხვანაირად იქცევა, სხვანაირად ამუხრუჭებს, უხვევს და სხვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სიმძიმის ტვირთის ტრიალი უწევს ძრავას. ყველაფერ დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, ეს ბორბლებია, ანუ საბურავი თავისი დისკით. კიდევ სხვა უამრავი ნიუანსია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, 1999 წლის. როგორ უნდა გავიგო, შესაცვლელია თუ არა ეგრეთ წოდებული „პადმატორნი”, ძრავას სადები ბალიში? 

პასუხი: რადგან დაიბადა ეს კითხვა, ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, ხელოსანმა ან ვინმემ გითხრათ, რომ „პადმატორნი” შესაცვლელია და ამიტომაც დაინტერესდით, შესაცვლელია თუ არა მართლა. როგორც წესი, ვიზუალური დათვალიერებით და მცირე გასინჯვითაც იოლად ჩანს, დაზიანებულია თუ არა ის. მაგრამ, შესაძლოა, უფრო უხეში მეთოდითაც გავსინჯოთ ისე, რომ თან საჭესთან ვიჯდეთ. უნდა ვაწვალოთ გაზის პედალი. ავტომატის შემთხვევაში, ჩააგდეთ ელ-ში და რამდენჯერმე მკვეთრად დააჭირეთ გაზს, ანუ იმპულსურად, დააჭერთ გაუშვებთ, დააჭერთ გაუშვებთ. თუ „პადმატორნი” დაზიანებულია, გაზზე ფეხის დაჭერის ან აშვებისას მცირე ხმა იქნება – თუ ხმა არა, სიცარიელის შეგრძნება მაინც, ეგრეთ წოდებული, ლუფტი. თითქოს რაღაც გადაბრუნდა, გაიდგაფუნა და მერე დაიწყო აჩქარება თუ შენელება. დაზიანებული „პადმატორნით” სიარული ძრავას არ დააზიანებს, მაგრამ ეს არის დისკომფორტი – იმის განცდა, რომ თითქოს ძრავა უნდა ამოხტეს. რიგ ავტომობილებში ამის გამო შეიძლება ძრავა გვერდით იმდენად გადაადგილდეს, რომ სიჩქარეებსაც კი აგდებდეს, შესაძლოა, ვიბრაცია სალონშიც გადმოვიდეს; იმდენად დაზიანებული იყოს ბალიში, რომ რკინა რკინას ედებოდეს. რაც შეეხება შეცვლას, გააჩნია, თქვენს ავტომობილში რომელი „პადმატორნია” დაზიანებული. ის ყველა ავტომობილს რამდენიმე აქვს, ზოგი ძვირი ღირს და რთული გამოსაცვლელია, ზოგი კი იაფი და იოლი გამოსაცვლელიცაა.

скачать dle 11.3