კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ძალა თუ სისუსტე?!

 

უკვე ძალიან ბევრი მამაკაცი დარწმუნდა, რომ ქალი საკმაოდ ძლიერი არსებაა. ქალთა ემანსიპაციის ეპოქაში ბევრი რამ შეიცვალა. მათ გამოსავალიც აღარ აქვთ, რომ არ იყვნენ ძლიერები. თანამედროვე სამყარო მკაცრია და თამაშის მკაცრ წესებსაც აწესებს. არანაირი პრივილეგია ქალებს აღარ აქვთ, კონსტიტუციითაც კი აბსოლუტურად გაუთანაბრდნენ მამაკაცებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაცებივით უნდა იბრძოლონ გადარჩენისთვის. ამიტომაც, ლაპარაკი იმაზე, რომ ქალი სუსტი და დაუცველი უნდა იყოს – ბლეფია, პირფერობა და ფარისევლობა. თუ ქალი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ძალიან სუსტი და დაუცველია, მას ასე აწყობს და კარგადაც თამაშობს, საკითხი კი ასე დგას: თუ ქალი მუშაობს, ცხოვრობს აქტიურად, პრობლემაა, ეყოფა თუ არა სიბრძნე, საჭირო მომენტში თავი სუსტად წარმოაჩინოს?!

ჭკვიანი ქალი არასდროს შეეცდება თავისი ძალაუფლება მამაკაცზე გაავრცელოს, მით უმეტეს, იმაზე, რომელიც უყვარს.

ქალები ყოველთვის, ყველა დროში იყვნენ ძლიერები და ბევრმა მათგანმა მთელი ეპოქა შექმნა. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, როგორ მართოთ საკუთარი შინაგანი ენერგიები, რომ თქვენი სიძლიერე მამაკაცისთვის საყვარელ, მომხიბვლელ სისუსტედ იქცეს.

 

მომხიბვლელობა სიყვარულისა

 

გამოცდილი მამაკაცები ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ, შეყვარებული ქალი ათას ადამიანში გამოარჩიონ. ამბობენ, რომ ის თითქოს ანათებს – თვალებიდან ცეცხლს აფრქვევს, სავსეა ბედნიერებით და ეს ისეთი თვალსაჩინოა, შეუძლებელია, არ მოიხიბლო. ალბათ, შეგინიშნავთ უცნაური  ფაქტი, შეყვარებულ ქალს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვიდრე ჩვეულებრივ, თუნდაც ლამაზ ქალს. მამაკაცები იმასაც აღიარებენ, რომ შეყვარებული ქალი მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს. იქნებ, ყველაფრის თავი და თავი ის არის, რომ სიყვარული ჩვენს ცხოვრებას გაცილებით აზრიანს, საინტერესოსა და შინაარსიანს ხდის, მერე კი ეს ყველაფერში გვეტყობა?!

რა მოხდებოდა, ადამიანებს სიყვარულის ნიჭი რომ არ ჰქონოდათ – ეს არის თემა, რომელიც ძველ აღმოსავლელ სწავლულებს აწუხებდათ. ისინი საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიყვარულის დეფიციტი სამყაროში ჰარმონიულობის ბალანსს არღვევს.

როგორც სიბნელეა აუცილებელი სინათლის დასაფასებლად, ისევე აუცილებელია სიყვარული, რომ გულმოწყალება, სიკეთის გაცემა შეგეძლოთ.

ფაქტი ერთია: სიყვარული, გარდა იმისა, რომ ბედნიერებას გვანიჭებს, მომხიბვლელებსაც გვხდის როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს და ეს ბუნებრივია. სიყვარულს ხომ სქესი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ის ჩვენი მწვანე ბილეთია ბედნიერი მომავლისთვის.


აბსოლუტური ჭეშმარიტება?!

 

რა შედეგები მოაქვს სიყვარულის დეფიციტს სხვა გრძნობებთან მიმართებაში?! – ჩვენ, უბრალოდ, გთავაზობთ ფსიქოლოგთა მოსაზრებებს, დასკვნები კი თავად გააკეთეთ.

* ვალდებულება სიყვარულის გარეშე წარმოშობს გაღიზიანებას და მომავალში – აგრესიას.

* პასუხისმგებლობა სიყვარულის გარეშე ნელ-ნელა ტრანსფორმირდება უცერემონიობასა და ცინიზმში.

* სამართლიანობა სიყვარულის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა სისასტიკის ერთ-ერთი ფორმა.

* გულადობა და გულისხმიერება სიყვარულის გარეშე შობს ფარისევლობასა და სიყალბეს.

* კომპეტენტურობას სიყვარულის გარეშე უკომპრომისობასთან და გულგრილობასთან მივყავართ.

* ღირსება სიყვარულის გარეშე აუცილებლად გადაიქცევა პატივმოყვარეობად და ქედმაღლობად.

* ურთიერთობა უსიყვარულოდ მხოლოდ გათვლაა და ანგარიში, ან, უბრალოდ, თამაში.

* რწმენა უსიყვარულოდ შობს ფანატიზმს.

 

ექსკლუზიურად ქალი!

 

ქალისთვის სილამაზე ჭკუაზე მეტად საჭიროა, თუნდაც იმიტომ, რომ მამაკაცს გაცილებით ეადვილება მისი შეფასება ცქერით, და არა მოსმენით, – ამას ამბობდა ულამაზესი ქალი მარლენ დიტრიხი. ის ყოველთვის ქალების მხარეს იყო და ძალიან გულუხვად აძლევდა რჩევას ყველას. მას უამრავი მეგობარი ქალი ჰყავდა, რომლებიც თვალდახუჭული ენდობოდნენ.

მარლენს სამი ძირითადი პრინციპი ჰქონდა ქალებისთვის და სთხოვდა, ამით ეხელმძღვანელათ, რათა ყოფილიყვნენ ექსკლუზიურად ქალები.

1) გააკეთე ყველაფერი, რათა გამოიყურებოდე მიმზიდველად და საინტერესოდ. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლის ხარ და როგორი მატერიალური მდგომარეობა გაქვს. მთავარია, არ შეანელო სრულყოფილებისკენ ლტოლვის ტემპი.

2) კარგად შეისწავლე მამაკაცის ხასიათის ნიუანსები და მიეცი მას, რასაც მოითხოვს – ეს მარტივი სქემა არასდროს გიღალატებს.

3) არასოდეს გაიხსნა ბოლომდე – დაიტოვე რაღაც, რაც შეუცნობელს გაგხდის. რაღაც უთქმელიც უნდა დარჩეს. კაცებს, შეიძლება, არ მოსწონთ ქალი-გამოცანა, მაგრამ, მისი ამოხსნის ჟინი უკან დახევის საშუალებას არ აძლევთ და, ამიტომაც, თავს ვერ ანებებენ მას.

 

მამაკაცური ხედვა

 

ამბობენ, რომ მამაკაცებს ქალებთან დაკავშირებით ინდივიდუალური, საკუთარი ხედვა აქვთ. ბევრ რამეს საერთოდ ვერ იგებენ და წუწუნებენ, რომ ქალი ასუცნობიანი განტოლებაა. პრინციპში, ამაში ცუდი არაფერია – იყვნენ გაოცებულები და დაინტრიგებულები, მაგრამ პრობლემა ის არის, რასაც ვერ იგებენ – აღიზიანებთ.

მაგალითად, მამაკაცებს უჭირთ გაიგონ და აღიზიანებთ:

* გრძელი ფრჩხილები. რატომ უნდა გაიზარდო იმსიგრძე ფრჩხილი, რომ მოგტყდეს? ეს ხომ ისეთი არაკომფორტული და მოუხერხებელია. განა არის ამაში რამე ლამაზი?!

* რატომ ურჩევნიათ ქალებს, მოისმინონ საკუთარ გარეგნობაზე სასიამოვნო ტყუილი? მაშინ, როცა აბრაზებთ სრულიად უწყინარი სიმართლე. მაგალითად, ასეთი: ძვირფასო, ეგ კაბა საერთოდ არ გიხდება. მოკლე ფეხებს გიჩენს.

* რატომ არ შეუძლია ქალს უბრალოდ თქვას „არა“! ამ ერთი მარტივი სიტყვის თქმას, რატომ ურჩევნია ნახევარსაათიანი, მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი?!

* რატომ ტრანსფორმირდებიან სიყვარულში?! შეყვარებული ქალები რატომ ივიწყებენ, რომ პიროვნებები, ინდივიდები არიან – აქვთ საკუთარი გზა, არჩევნის თავისუფლება და მიზანი.

 

P. S. პრინციპში, იქნებ არის ამაში რაღაც ლოგიკა?!

скачать dle 11.3