კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავარჯიშებს სიზმარი ადამიანის გონებას და როდის ხდება მობილური ტელეფონი ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის მომტანი

რა არის სიზმარი? როდის და რატომ ვხედავთ მას? შეიძლება თუ არა სიზმრების კონტროლი და დასიზმრებით წინასწარმეტყველება? – ეს კითხვები დღემდე დიდ თავსატეხს წარმოადგენს ეზოთერიკოსების, მეცნიერებისა და პარაფსიქოლოგებისთვის, თუმცა, ზუსტი პასუხი ჯერ არ არსებობს. ექიმი-პარაფსიქოლოგების აზრით, სიზმარი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯრედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება და აღგზნება განაპირობებს. ზოგიერთი ეზოთერიკოსის აზრით, სიზმარში ფანტაზია იმას წარმოადგენს, რის მიმართაც დადებითად ვართ განწყობილი; ან, შეიძლება, პირიქითაც მოხდეს – დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს და რისი შიშიც გვაქვს. ვიზუალურად სიზმარი ან შავ-თეთრია, ან – ფერადი. ის ხშირად მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმული, ან, სულაც, ვინმე მოგდევთ, გაქცევა გინდათ და ამას ვერ ახერხებთ. მოკლედ, სიზმრები მრავალფეროვანია და მის სიუჟეტზე ბევრი რამ ახდენს გავლენას. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბატონ დავითს, რომელიც წლებია ამ ფენომენს იკვლევს და უახლოეს მომავალში გეგმავს წიგნის გამოცემას, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი სიზმრების ახსნა და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დავითი: ითვლება, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ ხუთ სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება და, შესაძლებელია, რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ისიც აღარ ახსოვდეს. ამ თემით იყო დაინტერესებული დიდი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდიც, რომელსაც მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი და, ამიტომ, სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები. სწორედ  ზიგმუნდ ფროიდმა წამოაყენა იდეა, რომ სიზმარი გვისრულებს იმ დაფარულ, გაუცნობიერებელ, ხორციელ თუ სულიერ სურვილებს, რომლებიც გონებაში ღრმად გვაქვს ჩაბეჭდილი და ხშირად საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებით მათში. გარდა ამისა, სიზმარი ადამიანის გონებას ავარჯიშებს; ხშირად, შეიძლება, სიზმარში ისეთი რაღაც ამოვხსნათ, მოვიფიქროთ ან გადავჭრათ, რაც ცხადში ჩვენი გონებისთვის შეუძლებელია. ეს ფენომენი მეცნიერებსა თუ ჩვეულებრივ ადამიანებს დიდ თავსატეხს უჩენს. ვერაფრით ხსნიან, როგორ ახერხებენ ადამიანები ძილში დაწერონ ლექსები, მუსიკა, გააკეთონ აღმოჩენები, რაც არცთუ იშვიათად ემართებოდათ ცნობილ ადამიანებს. სავარაუდოდ მთავარი ისაა, თუ რა განწყობა გრჩება სიზმრის შემდეგ და როგორ აისახება ის შენზე.

– არის თუ არა შესაძლებელი სიზმრების კონტროლი და რას ნიშნავს „ღამის გააზრებული ზმანება“? 

– გააზრებული სიზმარი არის ზმანება, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ასეთ დროს ადამიანს შეუძლია, გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან მოახდინოს საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული სიზმრები საკმაოდ რეალური და მკვეთრი შეიძლება იყოს. ხშირად გვინდა, რომ ესა თუ ის სიზმარი აღარ განმეორდეს, ან – პირიქით. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ სიზმრების კონტროლი და, მით უმეტეს, მათი შეკვეთა შეუძლებელია. ზოგიერთის აზრით კი სიზმრის ნაწილობრივი კონტროლი რომ შეძლო, საჭიროა პრაქტიკა. არის რამდენიმე ვარჯიში, როდესაც პირდაპირ ან ირიბად ზემოქმედებ ქვეცნობიერზე; ან – ყურადღების ვარჯიში, რათა ჩაძინების მომენტში არ გამოგეპაროს და ძილის წინ ღრმად შეძლო გონებაში იმის გაცნობიერება, რომ იძინებ და, რაც შეიძლება, შემდგომ მოხდეს, ეს მხოლოდ არარეალური, წარმოსახვა და სიზმარი იქნება.

–  შესაძლებელია თუ არა სიზმრის დახმარებით მომავლის წინასწარმეტყველება?

– ზოგს მიაჩნია, რომ სიზმრები ეშმაკისეულია, ზოგი კი პირიქით – ღვთის გამოგზავნილად მიიჩნევს. პარაფსიქოლოგების ნაწილი გვირჩევს, არ დავუჯეროთ და არ მივაქციოთ ყურადღება, ნაწილი კი აღიარებს, რომ სიზმარი ხშირად გვიწინასწარმეტყველებს, თუ რა მოხდება მომავალში. ხანდახან პირიქითაც ხდება – სიზმარში იმას ხედავ, რაც უკვე იყო, ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე „გულში ჩაგყვაო”. ხშირად იმდენად ვართ დამოკიდებული სიზმარზე და ისე გვჯერა, რომ მომდევნო დღეს გაუცნობიერებლად ვაკეთებთ იმას, რაც სიზმარში ვნახეთ, ანუ, მოსახდენს ჩვენ თვითონ ვახდენთ და რჩება შთაბეჭდილება, თითქოს წინასწარმეტყველები ვართ და წინასწარ ვიცოდით, რაც მოხდებოდა. ზუსტი დასკვნა იმის შესახებ, თუ რა არის სიზმარი და რატომ ვხედავთ მას, არ არსებობს. ჯერჯერობით, მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთი მტკიცე შეხედულება, რომელზეც შევძლებდით დაყრდნობას, ამიტომ, სიზმარი დღემდე მისტიკურ და ამოუცნობ ფენომენად რჩება.

– ბატონო დავით, ვიცი რომ კვლევას ატარებდით მობილური ტელეფონის ზემოქმედებაზე. რა შედეგებამდე მიხვედით? თუ არის ის რეალურად სახიფათო ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

– მობილური ტელეფონი – ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი და საჭირო ნივთი, ძალიან საშიშია. მისი არასწორი ხმარება და გამოყენება, თუნდაც შენახვა, დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. მრავალწლიანი კვლევით დავადგინე, რომ  მართლაც საშიში და ზიანის მომტანია მობილურ ტელეფონთან ადამიანის ახლო კონტაქტი. მოკლედ, წლების წინ დავიწყე საფუძვლიანი კვლევა. გადავწყვიტე, ის სპეციალური აპარატის საშუალებით შემემოწმებინა და გამერკვია, როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე, ზოგადად კი – მისი ვიბრაცია ადამიანის აურაზე. გაზომვას ვაწარმოებდი ბიოლოკაციის მეთოდებით მობილური ტელეფონების სხვადასხვა მოდელზე. გავარკვიე, რომ ნებისმიერი მოდელის მავნე გამოსხივება ვრცელდება: გამორთულ მდგომარეობაში  – 0,6 სანტიმეტრ რადიუსში ჩართულ და მუშა მდგომარეობაში კი – 1 მეტრიდან,  140 სანტიმეტრამდე. მისი ზემოქმედება ადამიანის აურაზე ავი თვალისა და ჯადოს ზემოქმედების ტოლფასია. მობილური ტელეფონი იწვევს ჩვენი აურის დაზიანებას, შემდეგ კი გამჭოლ ნახვრეტებს აჩენს მასზე, რაც, რასაკვირველია, ძალიან საშიშია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად გიდევთ ტელეფონი. მაგალითად, თუ მობილურ ტელეფონს გულის ჯიბით ატარებთ, გულის არეში წარმოიქმნება პათოლოგია; თუ ქამარზე გაქვთ მარჯვენა მხარეს მიმაგრებული (ასე მამაკაცების უმრავლესობა დადის ქუჩაში), იწყება საშარდე ბუშტის ტკივილი. თუ მამაკაცი მობილურ ტელეფონს შარვლის ჯიბით ატარებს, აუცილებლად შეექმნება პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. ნორმალური აურის მქონე ადამიანი, ანუ, როცა აურა 60 სანტიმეტრს აღემატება, ამ ზემოქმედებას ტელეფონის ტარებიდან დაახლოებით ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ იგრძნობს. აურის გასაფართოებლად კი აუცილებელია ვარჯიშების სპეციალური კურსის ჩატარება, რათა პრობლემებს და გაუგებრობებს ადვილად აარიდოთ თავი.

скачать dle 11.3