კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი ნათესავებმა უკრაინიდან საქართველოში და შეხვდებიან თუ არა ისინი ერთმანეთს

49 წლის ნიკოლაი ანატოლის ძე ბევზენკო ეძებდა 75 წლის მარია ონიაშვილს.

ისტორია: ვეძებ მამიდას (ბებიაჩემის დისშვილს), დაახლოებით 75 წლის მარია ონიაშვილს. მამასთან კავშირი 1973 წლიდან არ გვაქვს. იმ დროს მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მამიდა კარგად მახსოვს. ოჯახში შეგვრჩა მარიას ერთადერთი ფოტო, რომელზეც ის ხელმარცხნივაა. მე უკრაინაში ვცხოვრობ და დიდი იმედი მაქვს, რომ მამიდის და მისი ნათესავების პოვნაში დაგვეხმარებით.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულებში“ დაიბეჭდა. ქალბატონი მარია ონიაშვილი ნაპოვნია. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი კვლავ ნიკოლაი ბევზენკოა, რომელიც თავად გაუზიარებს ჩვენს მკითხველს თავის სიხარულს.

– ფიქრობდით, რომ დაკარგულ ნათესავს, რომელთანაც კავშირი 1973 წლის შემდეგ არ გქონიათ, ასეთ მოკლე დროში იპოვიდით?

– პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მთელ თქვენს რედაქციას და თქვენი რუბრიკის თითოეულ მკითხველს. მე ძალიან გახარებული ვარ, რადგან, ჩემი ნათესავი, მარია ონიაშვილი ნაპოვნია. ჩემს განაცხადს როცა ვათავსებდი საიტზე, სულ არ ვფიქრობდი, რომ ჩემს ასეთ ისტორიას მოკლე დროში გამოეხმაურებოდა ვინმე, რადგან, ვიცი, რომ უმრავლეს შემთხვევაში ადამიანის მოძებნას თვეები, ხანდახან კი წლებიც სჭირდება. დღესდღეობით მე უკრაინაში ვარ. საქართველოს ნებისმიერ ქალაქში რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად პირადად გეტყოდით მადლობას. მარია ონიაშვილი ბებიაჩემის დისშვილია, მე მას ძალზე ვაფასებ და ძალიან მინდოდა მისი პოვნა. რთულია, როდესაც ნათესავებთან კავშირი არ გაქვს, არა იმიტომ, რომ დროს ვერ ნახულობ მათთან ურთიერთობისთვის, არამედ, იმიტომ, რომ ისინი შენგან შორს არიან და შენ მათი არანაირი კოორდინატი არ გაგაჩნია. მთავარია, ჩვენ შორის კავშირი აღდგენილია ახლა უკვე ტერიტორიული სიშორე საშიში აღარაა. ყველანაირად გავუფრთხილდები ჩემს ნაპოვნ ნათესავებს და მათთან კავშირს აღარ შევწყვეტ. ძალიან გამიხარდა, როდესაც მითხარით, რომ მარია ნაპოვნია და ის ჩემს ზარს ელოდება.

– აღმოჩნდა, რომ მარიასაც ძალიან უნდოდა თქვენთან დაკავშირება, მაგრამ, მან არ იცოდა თქვენი კოორდინატები.

– დიახ, როგორც გითხარით, მას შემდეგ, რაც მარია ჩვენთან, უკრაინაში, ბოლოს იყო ჩამოსული, ჩვენ შევიცვალეთ საცხოვრებელი მისამართი და, ბუნებრივია, ის ვერ დაგვიკავშირდებოდა. კარგია, რომ არსებობს თქვენი რუბრიკა, რომელიც ხალხს ასე ახარებს.

– აპირებთ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას?

– ძალიან მინდა ჩემი ნათესავების ნახვა, ბოლოს მარია რომ ვნახე, პატარა ვიყავი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდე საქართველოში, მაგრამ, ეს გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამას. მთავარი მაინც ისაა, რომ მე ვიპოვე ნათესავი. ჩემი ოჯახის წევრებს იმედიც კი არ ჰქონდათ მარიას პოვნის, მაგრამ ეს მაინც მოხდა. ახლა ყველანი ძალიან გახარებულები ვართ, ჯერ ერთი იმით, რომ ნათესავი ვიპოვე; მეორეც იმით, რომ, თუ მოვინდომებ, საქართველოში ჩამოსვლასაც შევძლებ.

– სამწუხაროდ, დაკარგულ ადამიანთა რიცხვი ბევრად აღემატება ნაპოვნ ადამიანთა რაოდენობას. რას უსურვებდით მათ, ვინც დღემდე ეძებს თავის ნათესავს?

– მინდა, ყველას ვუსურვო წარმატება ახლობლების მოძებნაში და, რა თქმა უნდა, მოთმინება. სამაგიეროდ, როდესაც პოულობ შენს ახლობელს, ძალიან დიდი სიხარული გეუფლება და მაშინვე გავიწყდება, რამდენი ხანი ეძებდი მას. მარია ონიაშვილის ძებნის შესახებ განაცხადი „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე სამი თვის წინ განვათავსე და ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო (მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებ, რომ მარიას შესახებ 1973 წლიდან არაფერი მსმენია) ჩემი ნათესავის ასეთ მოკლე დროში მოძებნა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა ისტორიის წარმატებით დასასრულებლად და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემი დახმარებისთვის!

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3