კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინელ გოგონასთან ოთო ნემსაძე და რა შანსები არ დაუტოვა მან თავის კონკურენტებსა და მწვრთნელს

ოთო ნემსაძე რომ უკრაინულ „ვოისში“ წარმატებას მიაღწევდა, ალბათ‚ ამაში არავის შეჰპარვია ეჭვი. თუმცა‚ ოთომ „ბრმა ქასთინგზე“ ნამღერით, არტისტიზმით, ემოციურობითა და ენერგიულობით არავინ დატოვა გულგრილი. რაც მთავარია‚ მან ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა და აღაფრთოვანა. ქასთინგისა და რინგების წარმატებულად გადალახვის შემდეგ,  ოთოზე ლამის მთელი უკრაინა ალაპარაკდა და ბევრი გულშემატკივარიც გამოუჩნდა. ასე რომ, წინ უკვე „ლაივ“ კონცერტებია, სადაც ყველაფერს ესემესები გადაწყვეტს.

ოთო ნემსაძე: „ბრმა ქასთინგს” რინგებიც მივაყოლე. ჯერ ეთერში არ გასულა, მაგრამ უკვე ჩატარდა. პირველ რინგზე‚ როგორ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, უკრაინელ გოგონას ვაჯობე. მეორე რინგზე ჰარდ-როკერ თურქ ბიჭს. მეორე შემთხვევაში შანსები 50-50-ზე იყო, ძალიან ძლიერი კონკურენტი მყავდა, მაგრამ‚ ხომ იცი, მე რომ მამაკაცური ქსელები მაქვს – საქართველო რომ დამცინოდა ამ ამბავზე. იქ ეს უფრო მეტად ჭრის და ვაჯობე. ქასთინგებში 13 ათას კაცზე მეტი იღებდა მონაწილეობას. „ბრმა ქასთინგზე“ რამდენი დარჩა‚ არ ვიცი, რადგან დღემდე გადის ეთერში და თან‚ როგორც ვიცი‚ ყველა არ მოხვდა. საბოლოო ჯამში‚ მწვრთნელებთან 18-18-ნი დავრჩით, ანუ სულ – 72. აქედან შემდეგ ეტაპზე გავედით 16. მწვრთნელმა დამაყენა უკრაინელ გოგონასთან – ის გაგდებს ასეთ მდგომარეობაში, ხოლო ტელევიზია სიმღერას გირჩევს. 

– როგორი იყო იმ გოგონასთან შენი შანსები?

– არ მეშინოდა. უფრო სწორად‚ დარწმუნებული ვიყავი, რომ გადავიდოდი მეორე ეტაპზე. რაც შეეხება თურქ ბიჭთან სიმღერას, იქ კი ვნერვიულობდი. ძალიან ნიჭიერია, ძლიერი და სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს. დღეს მე და ის მეგობრები ვართ, ძალიან კარგი ბიჭია. მან იმღერა „აეროსმიტის“ სიმღერა და მე – „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავიდან“ იუდას არია. მწვრთნელი სცენაზე ამოვიდა და მითხრა: შანსი არ დამიტოვეო. ჩვენი დუეტი სხვა დუეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – საკვანძო, თან‚ ბოლოს ვიმღერეთ, ძალიან დაღლილები ვიყავით. ამ შემთხვევაში, მე ავირჩიე სიმღერა. ბოლო დროს ჩემი მწვრთნელი მიჯერებს. ერთი თხოვნა აქვს, რომ მხოლოდ ერთი სიმღერის არჩევის უფლება დაიტოვოს. ანუ, კონცერტზე უნდა, უკრაინული სიმღერა ვიმღერო. რამდენჯერმე მიმღერია უკრაინული სიმღერა, მაგრამ ეს ძალიან მგრძნობიარეა – უკრაინელი ხალხისთვის ისეთი საყვარელი, როგორც დაახლოებით, ქართველებისთვის გოგი დოლიძის სიმღერებია. შესაბამისად‚ ჩემთვის ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ჩემს მწვრთნელს ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავს, თან – ინტერნაციონალური. სხვა გუნდებში ძირითადად უკრაინელები არიან. ანუ, 4 კაცში დავრჩით მე, ერთი ქართველი ბიჭი – მიხეილ კილაძე‚ რომელიც 8 წელია, უკრაინაში ცხოვრობს, ასევე‚ ფრანგი ბიჭი და უკრაინელი გოგონა. 

– ამხელა კონკურსში მაინცდამაინც ქართველთან მოგიწევს შერკინება?

– დავმეგობრდით, ძალიან კარგი ბიჭია, სხვანაირი ხმის ტემბრი აქვს. მაგრამ, უკრაინაში უკრაინელების არ მეშინია და არც შენი მეშინია‚ მიშა! ახლა უკვე ყველაფერი ესემესებზეა. ვფიქრობ პირველი კონცერტიდან არ გავვარდები და მეორეზე – არ ვიცი. მაისის დასაწყისში დაიწყება კონცერტები, ამიტომაც მივდივარ თვის ბოლოს. ორკესტრთან გვექნება რეპეტიციები, გავარჩევთ 8-9 სიმღერას და რომელიც უკეთესი იქნება‚ იქიდან ოთხს ავარჩევთ. ერთი სიმღერის გარდა, ყველა ჩემი არჩეულია.

– ოთხივე მწვრთნელი შემოგიტრიალდა, მაგრამ შენ სვიატოსლავ ვაკარჩუკი აირჩიე, თან თქვი, რომ თავიდანვე ასე გქონდა გადაწყვეტილი. 

– სვიატოსლავ ვაკარჩუკი ჯგუფის „ოკეან ელზის“ სოლისტია – ძალიან ცნობილი და წარმატებული. თამამად შეუძლია‚ ნებისმიერ დღეს მაყურებლით გაავსოს სტადიონი. არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთში, ევროპაში, ამერიკაშიც აქვს კონცერტები. ისეთ მუსიკას წერენ, მღერიან, რომ დიდი სიამოვნებით ვუსმენ. თან‚ ახალგაზრდაა, ის მუხტი აქვს, რაც მასში უფრო მაინტერესებს, ვიდრე მისი მუსიკალურობა. თან, ერთადერთია, ვისი სახელიც ვიცოდი. სხვებისთვის როგორ უნდა მიმემართა, ისიც კი არ ვიცოდი. თან‚ თავიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ თუ შემობრუდნებოდა, მასთან უნდა წავსულიყავი. თან‚ ძალიან იაქტიურა, როგორც კი მობრუნდა, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი. სხვათა შორის‚ არც მიფიქრია, რომ ოთხივე მწვრთნელი შემომიბრუნდებოდა, თუმცა‚ რაღაც წარმატებას რომ მივაღწევდი‚ ამაში დარწმუნებული ვიყავი. თან‚ ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა ჩემს გამოსვლას, არ მეგონა. უკრაინაშიც ბევრს ლაპარაკობენ ამ თემაზე. უკრაინულ ბლოგებზე, საიტებზე წერენ,  ტელევიზიებში საუბრობენ ჩემზე: „გრუზინ პრიცელილსია ნა პობედუ“. ჩემს ხასიათს უსვამენ ხაზს. უკრაინულ ესტრადაზე ემოციური შესრულება ძალიან აკლიათ, სულ მუხტს ელოდებიან და მიიღეს კიდეც. სიმართლე გითხრა‚ იქ რას ლაპარაკობენ, ამას ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. მიხარია, რომ საქართველოში ჩემს გამოსვლას ამხელა ემოცია მოჰყვა, ამდენი ადამიანი მგულშემატკივრობს. ჩემ შესახებ ამდენი დადებითი კომენტარი ჯერ არ წამიკითხავს და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია‚ სხვა ქვეყანაში ვთქვა – მე ქართველი ვარ, საქრთველოდან. უკრაინაშიც ძალიან უყვართ ქართველები და მოკრძალების გრძნობა აქვთ: „გრუზინამ ნადო უვაჟატ“. 

– როდესაც უკრაინელების წინაშე მღერი, თუ ითვალისწინებ მათ ხასიათს, მუსიკისადმი დამოკიდებულებას, გემოვნებას?

– არაფერი გამითვალისწინებია. ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც იმის უფლება დამრთეს,  ისეთი სიმღერა მემღერა, რომელსაც უკრაინის 100 პროცენტი არ უსმენს. მითხრეს: ამას მაინც უყურებენო... რაც მთავარია‚ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, მოეწონათ. 

– როგორი ურთიერთობა გაქვს მწვრთნელთან?

– ძალიან კარგი ადამიანია. სხვა მწვრთნელებისგან განსხვავებით, 24 საათი ჩვენთან ერთად არის, შეკრული გუნდია. ხშირად დავდივართ გასართობ ცენტრებში, რეპეტიციებზე სულ ერთად ვართ, ვსაუბრობთ, ბევრს ვმუშაობთ. დიდი გამოცდილება აქვს და ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან. ვისწავლე, რომ უფრო მეტი უნდა იმუშაო, ვიდრე შეგიძლია. სანამ არ დაეცემი და მოკვდები, არ უნდა გაჩერდე. ზოგადად‚ მიყვარს‚ როცა რაღაცას ვაკეთებ და ზედ ვაკვდები, მაგრამ ახლა უფრო მეტი და მეტი  მინდა, ვაკეთო. რაც უფრო ბევრს აკეთებ, მით მეტს ითხოვ საკუთარი თავისგან. ბევრ მუსიკოსთან მიმუშავია და ეს ძალიან მეხმარება. მაგრამ, იქ ტემპი აჩქარებულია, ყველაფერი ძალიან მალე უნდა გააკეთო. მაგალითად‚ „ბრმა ქასთინგზე“ ნახევარ საათში გავაკეთე ეს სიმღერა. რაც ძალიან კარგია – სწავლობ სწრაფად მუშაობას. ბევრი კონკურსანტი იყო და შესაბამისად‚ სწრაფად ვაკეთებდით ყველაფერს. მწვრთნელი ყველა ტურის წინ მეუბნება, რომ ძალიან კარგად უნდა ვიმღერო. თან‚ ბევრი ადამიანი ელოდება ჩემს გადასვლას სხვა ტურებში და მეც მაქსიმალურს ვაკეთებ. 

– სად დადიხართ ძირითადად გასართობად?

– პირველად ვიდექი ციგურებზე და ძალიან გაუკვირდათ – ასე კარგად როგორ დგახარო. მეგონა‚ სულ ძირს ვეგდებოდი, მაგრამ მშვენივრად ვიდექი და ძალიან მომეწონა. რესტორნები, ბარები,  მოკლედ‚ იქაურობა აკლებული გვაქვს. არ ვიწყენ, კარგად ვერთობით, მაგრამ‚ როცა სამუშაო დღეა, დილის 9 საათიდან ღამის 3 საათამდე იქ ვართ. თან‚ პავილიონები ქალაქიდან მოშორებითაა. ეს ბორშჩიც ამოვიდა ყელში. არა, ვხუმრობ ძალიან გემრიელია. აი, ფრენა მართლა ამომივიდა ყელში. მგზავრობას და სასტუმროს ისინი უზრუნველყოფენ, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა კონკურსანტისთვის. მაგრამ‚ მხოლოდ მე დავფრინავ, ისინი მატარებლით დადიან. 

– ხალხი გცნობს უკვე?

– კი, ქუჩაში მცნობენ. ჩემი გუნდიდან ყველაზე პოპულარული ვარ, რადგან ჩემს ვიდეოს ყველაზე მეტი გამოხმაურება ჰქონდა, ბევრი ნახვა აქვს ინტერნეტში და ამ გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თან‚ ყველაზე ძლიერი გუნდი გვყავს. ყველა ძლიერი კონკურსანტი სვიატოსლავთან წამოვიდა, რადგან ბევრს უყვარს. ეს‚ რა თქმა უნდა‚ უკეთესია. თუმცა‚ ბევრმა მითხრა: სხვა გუნდში წასულიყავი, უფრო მარტივი იქნებოდა ფინალში გადასვლაო. თუ გამოვარდნაა, ბარემ თავიდან გამოვვარდე‚ არ ჯობია? ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ‚ იმედია‚ საქართველოდანაც იქნება დამესიჯება შესაძლებელი და ჩემი ხალხი კიდევ ერთხელ დამიდგება გვერდში. 

– უკრაინელ გოგონებშიც გახდებოდი პოპულარული.

– რას მეუბნები, მაგათ ერთი გოგონები, „პერცოვკა“ და ბორშჩი არ უვარგათ, დანარჩენი ყველაფერი კარგი აქვთ. როგორ შეიძლება ნებისმიერი „გრუზინი“ არ იყოს უკრაინაში პოპულარული. ეს არ არის მითი, დიდ პატივს გვცემენ, ძალიან ვუყვარვართ, ოღონდ ყველას არა‚ რა თქმა უნდა.

– „იურმალის“ შესარჩევ ტურშიც იღებდი მონაწილეობას, მაგრამ ვერ გახვედი.

– საერთოდ არ ვნანობ, რატომ უნდა ვნანობდე იმას, რაც გავაკეთე? არ იყო, ალბათ‚ წელს ჩემი კონკურსი, ან იქით წელს არ იქნება ჩემი კონკურსი. თუმცა‚ საქართველი ღირსეულად წარდგება „იურმალაზე“ და წარმატებას ვუსურვებ!

скачать dle 11.3