კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფანდი არ გაუვიდა გია ბაღაშვილს მეუღლესთან და რა არის მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი აღმოჩენა

გია ბაღაშვილი და მისი მშვენიერი მეუღლე – თამუნა ტაბატაძე საკმაოდ დატვირთულები არიან როგორც შემოქმედებითად, ისე ოჯახში. მათ ორი პატარა ქალიშვილი ჰყავთ – ნინი და ლიზა ბაღაშვილები. როგორია მათი შემოქმედებითი და პირადი ცხოვრება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო გია, დავიწყოთ თქვენი შემოქმედებით. რა სიახლეები გაქვთ?

გია ბაღაშვილი: საკონცერტო მიმართულებით ორ პროექტზე ვმუშაობთ: ერთი არის „იუმორინა 2013“ – ახალი პროგრამა, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაიმართება. ადრე კონცერტებს მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვმართავდით; რამდენიმე წელია, რაც საახალწლო „იუმორინასაც“ ვაკეთებთ, საახალწლო თემატიკაზე აგებულს. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ზაფხულის დასაწყისშიც ჩავატაროთ „იუმორინა“, ასე რომ, ამჟამად ვმუშაობთ ამ პროგრამაზე. გარდა ამისა, წელს ანსამბლ „ივერიის” 45 წლის იუბილეა. ამასთან დაკავშირებით კონცერტის ჩატარებას გვიან შემოდგომაზე ვვარაუდობთ. ვმუშაობ სატელევიზიო პროექტზეც, ჯერჯერობით მოსამზადებელი სამუშაოები გვაქვს, მიმდინარეობს პროექტის დახვეწა. გარდა ამისა, ვმუშაობ ჩემი აღმზრდელის, გამოჩენილი ქართველი ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ კუკური ჭოხონელიძის მონოგრაფიაზე, რომლის დამთავრებაც მან, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. თავისუფალ დროს კი ვცდილობ, ვიმუშაო საკუთარ მონოგრაფიაზე, რომელსაც რამდენიმე წელია, ვამზადებ.

– საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ. ოჯახს რა დროს უთმობთ?

– ამაზე თამუნა უფრო დაზუსტებით გიპასუხებთ, თუმცა, შეძლებისდაგვარად, ჩემი აზრით, არც ოჯახს ვაკლებ დროს. თამუნას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, თუ მე ვახერხებ ასპროცენტიან ჩართვას საქმეში, ეს მისი ძალიან დიდი დამსახურებაა. პირველ ყოვლისა, ახერხებს იმას, რომ თავიდან ბოლომდე მომარიდოს ის ყოფითი თემები, რაც ოჯახშია; მაგრამ, მისი თანადგომა ამით არ შემოიფარგლება, ის პროფესიულადაც ძალიან მეხმარება – ეს ეხება სატელევიზიო საქმიანობას, საკონცერტო პროდიუსინგს, ზოგადად ნებისმიერ თემაზე მუშაობას... ის სრულფასოვნად არის ჩართული ყველა ამ საქმეში. ძალიან გამიმართლა, ასეთი მეუღლე რომ შემხვდა. საკმაოდ რთულია შემოქმედი ადამიანის ცოლობა. თვითონ რომ საოცრად მიდგას გვერდში, ეს მე ვიცი და მე რამდენად ვუდგავარ, ამაზე თავად ისაუბროს (იცინის).

თამუნა ტაბატაძე: მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დატვირთულია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა საკონცერტო და სამეცნიერო საქმიანობა მოითხოვს მისი ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრირებას, მაინც ახერხებს ჩემთვის და ბავშვებისთვის დროის გამონახვას. ეს ძალიან დიდი სიხარულია ჩემთვის, ვგრძნობ, რომ თვითონაც სიამოვნებს ეს ყველაფერი.

– როგორც ვიცი, სწავლობ და შენც არანაკლებ დატვირთული გრაფიკი გაქვს. ადვილად ახერხებ ოჯახისა და სწავლის შეთავსებას?

გია: მე გეტყვით როგორც, ღამეების თენების ხარჯზე (იცინის).

თამუნა: დიახ, ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, მარკეტინგის განხრით. ძალიან საინტერესოა ჩემი პროფესია და, სხვათა შორის, ჩემი და გიას სამუშაო ენები დაემთხვა ერთმანეთს – რუსული, ინგლისური, გერმანული. გერმანული ენის სწავლა ახალი დაწყებული მაქვს და გია მეხმარება ხოლმე. ძალიან ბევრჯერ ღამეც კი გაუთენებია ჩემთან ერთად მეცადინეობაში. ნამდვილად ძნელია ოჯახისა და სწავლის ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ, გიას მხრიდან მორალური და ფიზიკური მხარდაჭერა ამის ძალას მაძლევს. გია არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შემიძლია, თამამად დავეყრდნო. გარდა ამისა, ჩვენი მშობლები ძალიან გვიწყობენ ხელს და, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის.

გია: პატარებსაც არ დავუკარგოთ თავიანთი წვლილი, რადგან, ღამით გადასარევად სძინავთ – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ორივეს სძინავს მამაპაპურად, ჯანმრთელად.

თამუნა: ერთადერთი ის არის, რომ დილის 6-ზე იღვიძებენ, რძეს მიირთმევენ და ისევ იძინებენ.

გია: მე გეტყვით ახლა თამუნას რეჟიმს: დილის 6 საათამდე მეცადინეობს, მერე ბავშვებს აჭმევს და მხოლოდ მერე ახერხებს დაძინებას (იცინის).

თამუნა: გია სწავლაში ძალიან მიწყობს ხელს, რადგან, თვითონ არის ზრდაზე მომართული ადამიანი, რაც ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და აღმოჩენაა. მას თვითონ აქვს ინტერესი, რომ პროფესიულად განვვითარდე.

გია: ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ, ადამიანი, განურჩევლად სქესისა, აუცილებლად უნდა მიისწრაფოდეს თვითრეალიზაციისკენ. მით უმეტეს მას, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს და ვისთვისაც სიკეთე გინდა, რასაკვირველია, უნდა შეუქმნა ის პირობები, რომ თავს ბედნიერად გრძნობდეს და ამის შემადგენელი განუყოფელი კომპონენტი არის თვითრეალიზება. თვითრეალიზებასაც, თავის მხრივ, რამდენიმე მიმართულება აქვს და მათგან უპირველესია პროფესიული კუთხით განვითარება. მე, პირიქით, ძალიან მიხარია ის, რომ თამუნა თვითონ არის მონდომებული და აქტიურად ჩართული ყველაფერში. მე, მაგალითად, ასეთ თანამშრომელს ხელიდან არ გავუშვებ (იცინის).

– რაც შეეხება პატარებს, ძალიან დაკავებული მშობლები ჰყავთ. ხომ არ გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ უფრო ხშირად იყოთ მათთან?

– ჩვენ მაინც ვცდილობთ და, საერთო ჯამში გამოგვდის, რომ უმეტესი დრო მათთან ერთად ვიყოთ დღის განმავლობაში სახლში, ან, ისინი იყვნენ ჩვენთან ერთად. მართალია, ამას თამუნა უფრო ხშირად ახერხებს, მაგრამ, მეც ვცდილობ, არ მოვაკლო ყურადღება. ამ მხრივ კარგია ის, რომ ჩემი სამუშაო გრაფიკი არ მოითხოვს მუდამ სამსახურში ყოფნას. ჩემი საქმიანობა ხშირად საწერ მაგიდასთან ჯდომას, ფიქრს, ლეპტოპთან მუშაობას საჭიროებს და ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ოჯახურ გარემოში, ცოლ-შვილთან ერთად გიხარია. ასე რომ, უმეტესწილად ჩემი ოფისი სახლშია. 

– როგორი მეუღლე და მამაა გია?

თამუნა: გია არაჩვეულებრივი მეუღლეა, ძალიან თბილი და ყურადღებიანი. ძალიან გვანებივრებს მეც და პატარებსაც. როცა გია სახლში არ არის, ისე ენატრებათ ბავშვებს, ტელეფონს მომიტანენ ხოლმე – მამას დავურეკოთო. ცალკე კოალიცია აქვთ მამასთან (იცინის). ნინი, ჩვენი უფროსი ქალიშვილი, უარს გვეუბნება ხოლმე ჭამაზე, ცოტა პრეტენზიული მჭამელია. ტკბილეული უყვარს ძალიან – ეს გენეტიკურია ალბათ (იცინის), სასარგებლო საკვები კი, რომელიც აუცილებელად უნდა მიიღოს, დიდად არ მოსწონს. ერთხელ გიამ მითხრა, მე ვაჭმევო. მეც, დავთანხმდი და სხვა ოთახში გავედი. როცა უკან დავბრუნდი, თეფში ცარიელი დამხვდა. ცოტა დავეჭვდი, რადგან, ნინი ასე წრაფად არ მიირთმევს ხოლმე (იცინის). თურმე, მამიკოს და შვილს საჭმელი გადაუყრიათ.

გია: მთლიანად არ გადაგვიყრია, ნახევარი პატიოსნად მიირთვა ნინიმ და მეორე ნახევარი, რომელიც აღარ უნდოდა, მოვიშორეთ თავიდან (იცინის). ჩვენ ჩვენი მეთოდი გვაქვს ჭამის – ვთამაშობთ ხოლმე მუსიკის გამოცნობას. ამ გამოცნობა-გამოცნობაში ნახევარი მიირთვა, მაგრამ, საკმაოდ დიდი ულუფა იყო, თან, გვინდოდა დედას გული გაგვეხარებინა, მაგრამ, არ გამოგვივიდა – მიგვიხვდა, არ გავიდა ჩვენი ეს ფანდი (იცინის). სხვათა შორის, ნინიმ პატარაობიდან დაგვარქვა სახელები: მე ვარ ,,მამიკომი” და თამუნა –  ,,დედიკომი”.

თამუნა: ნინი საკმაოდ ცელქი ბავშვია და ძალიან ინტერესიანი, განსაკუთრებით – მუსიკის მიმართულებით. ყველაფერი აინტერესებს და ყველაფერს თავის ნებაზე გვილაგებს (იცინის).

გია: დაალაგებს თამუნა თაროებს, ნინი მივა და აურევს. ყველაფერი ორ მეტრ სიმაღლეზეა ხოლმე ატანილი, ძირითადად კიბით ვსარგებლობთ (იცინის).

თამუნა: ლიზა უფრო მშვიდი და თვინიერი ბავშვია, ძალიან ღიმილიანი. მასაც ძალიან უყვარს მუსიკა, განსაკუთრებით კი – ხალხური სიმღერები და ანსამბლ „ივერიის” რეპერტუარი. ჩემთვის ეს განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან, მე თვითონ ანსამბლ „ივერიის” სიმღერებზე ვარ გაზრდილი.

გია: მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, ამაზე, შევეცადეთ, თავიდანვე გვეზრუნა: ორივეს სულ პატარაობიდან ვასმენინებთ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს. ურთულეს ქართულ მრავალხმიანობას ნაზიარები ბავშვის სააზროვნო პროცესები, როგორც მუსიკაში, ისე მუსიკის მიღმა, ბევრად უფრო აქტიურად წარიმართება. ნინი ახლა არის 2 წლის და 9 თვის, ამ ბოლო დროს შევეპარეთ კლასიკურ მუსიკასაც და ეს ყველაფერი ხდება თამაშ-თამაშით. განსაკუთრებით მოსწონს მოცარტი, აქვს საყვარელი კომპოზიციებიც: შტრაუსის ვალსი, მენდელსონის მარში ,,ზაფხულის ღამის სიზმრიდან”.

– ბატონი ჯემალი, ალბათ, ძალიან უყვართ შვილიშვილებს.

თამუნა: ნინის და ლიზას ძალიან დიდი კონკურენცია აქვთ ბაბუაზე. „ბაბუკა” დაარქვეს და, სახლში რომ შემოდის, ჩხუბი აქვთ იმაზე, რომელი ჩაეხუტება პირველი (იცინის). გიჟდებიან, ისე უყვართ. ბაბუკაც სულ ეთამაშება მათ. ზაფხულში კი, როცა საგურამოში ვართ, საღამოობით კონცერტებს უტარებს ხოლმე და ახალ-ახალ სიმღერებს ასწავლის. 

скачать dle 11.3