კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე მდიდარი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას კაპიტალი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, თუმცა, ეს თანხა არც ისე ბევრია, თუკი თვალს გადავავლებთ ამერიკის ისტორიაში ათი ყველაზე მდიდარი პრეზიდენტის კაპიტალებს. სია ჟურნალმა „უოლ სთრით ჯორნალმა” შეადგინა და დღეს მის ქართულ ვერსიას გთავაზობთ.

 

უილიამ ჯეფერსონ (ბილ) კლინტონი – სუფთა კაპიტალი: 55 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1993-2001; რიგითობა – ამერიკის 42-ე პრეზიდენტი.

სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, კლინტონი მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი არ გახლავთ და მას არც მაღალშემოსავლიანი სამსახური ჰქონდა სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე არჩევამდე. გადასახადების გამოკლებამდე, საპრეზიდენტო ვადაში კლინტონმა 125 მილიონი დოლარის გამომუშავება მოახერხა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი მან თავისი გამოსვლებით გამოიმუშავა, მაგრამ, 2008 წელს კლინტონის კაპიტალმა მნიშვნელოვანი კლება განიცადა, რადგან, 15 მილიონამდე დოლარი მისი მეუღლის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაზე დაიხარჯა.

ფრანკლინ დელანო რუზველტი – სუფთა კაპიტალი: 60 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1933-1945; რიგითობა – ამერიკის 32-ე პრეზიდენტი.

თავისი კაპიტალი რუზველტმა მემკვიდრეობით და სარფიანი ქორწინებით მიიღო. 32-ე პრეზიდენტს 800 აკრი მიწა ჰქონდა სპრინგფილდში, ასევე, უძრავი ქონება ჯორჯიის, მენისა და ნიუ-იორკის შტატებში. 1919 წელს ფინანსური კატასტროფისგან რუზველტი დედამ იხსნა. პრეზიდენტად არჩევამდე რუზველტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში.

ჰერბერტ კლარკ ჰუვერი – სუფთა კაპიტალი: 75 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1929-1933; რიგითობა – ამერიკის 31-ე პრეზიდენტი.

დაობლებული ჰუვერი ფეხზე ბიძამ დააყენა, რომელიც ექიმად მუშაობდა. პრეზიდენტობამდე ჰუვერი სამთო-მომპოვებელი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა  და 17 წლის განმავლობაში მას ამერიკაში ერთ-ერთი უმაღლესი ხელფასი ჰქონდა. თავის საპრეზიდენტო ხელფასს ჰუვერი მთლიანად ქველმოქმედებას ახმარდა, ასევე, მან დააფუძნა „ჰუვერის სახლი” მონტერეიში (კალიფორნია).

ლინდონ ბეინს ჯონსონი – სუფთა კაპიტალი: 98 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1963-1969; რიგითობა – ამერიკის 36-ე პრეზიდენტი.

ლინდონის მამა მაშინ გაკოტრდა, როცა ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლინდონმა ტეხასის შტატში, ბლანკო ქაუნთიში, 1 500 აკრი მიწა შეიძინა, სადაც დაფუძნდა და სახლი აიშენა, რომელსაც მოგვიანებით „ტეხასის თეთრი სახლი” უწოდეს. მეუღლესთან ერთად ლინდონ ჯონსონი ფლობდა ქალაქ ოსტინის ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიას, გარდა ამისა, ჯონსონებს ჰქონდათ საქონლის ფერმა და ჰყავდათ მცირე ზომის თვითმფრინავი. 

ჯეიმს მედისონი – სუფთა კაპიტალი: 101 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1809-1817; რიგითობა – ამერიკის მე-4 პრეზიდენტი.

ჯეიმს მედისონი ვირჯინიის შტატის უმსხვილესი მიწათმფლობელი იყო. მას ჰქონდა 5 ათას ჰექტრამდე მიწა და, ასევე, უძრავი ქონება მონპელიეში, რაც მან სახელმწიფო მდივნად და  პრეზიდენტად მუშაობის პერიოდში დააგროვა. სიცოცხლის ბოლო წლებში მედისონი, პლანტაციებზე  ფინანსური კრიზისის გამო, ქონების დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ, სასწაულებრივად გადაურჩა გაკოტრებას. 

ენდრიუ ჯექსონი – სუფთა კაპიტალი: 119 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1829-1837; რიგითობა – ამერიკის მე-7 პრეზიდენტი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო, იგი მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი პრეზიდენტი გახდა. ჯექსონი დაოჯახების შემდეგ გამდიდრდა; ასევე, მან მნიშვნელოვანი კაპიტალი დააგროვა სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში. ჯექსონს ჰქონდა საკუთარი სასახლე და 1 050 აკრი მიწა, სადაც 300-მდე მონა მუშაობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ჯექსონი გაკოტრდა და დიდძალ ვალებში გადავარდა.

თეოდორ რუზველტი – სუფთა კაპიტალი: 125 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1901-1909; რიგითობა – ამერიკის 26-ე პრეზიდენტი.

თეოდორ რუზველტი მდიდარ ოჯახში დაიბადა და თავისი კაპიტალის დიდი ნაწილი მშობლების დახმარებით დააგროვა. იგი მესაქონლეობაში იყო ჩართული და დროის უმეტეს ნაწილს გლეხებთან ერთად მუშაობაში ატარებდა. თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი რუზველტმა სახელმწიფო სამსახურში გაატარა. მისი კუთვნილი მიწის ფართობი ლონ-აილენდზე (235 აკრი მიწა) სამაგორის მთაზე, ამერიკაში უძვირეს კერძო საკუთრებად ითვლება, რომელიც მის შთამომავლებს ეკუთვნით.

თომას ჯეფერსონი – სუფთა კაპიტალი: 212 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1801-1809; რიგითობა – ამერიკის მე-3 პრეზიდენტი.

თომას ჯეფერსონმა მამისგან მემკვიდრეობით რამდენიმე ათასი აკრი მიწის ფართობი და რამდენიმე ათეული მონა მიიღო. ჯეფერსონის სახლი – მონტიჩელო, რომელიც ვირჯინიის შტატში 5 ათასი აკრი მიწის ფართობზე გაშენებულ  პლანტაციაზე მდებარეობდა, თავისი დროის არქიტექტურული შედევრი იყო. საპრეზიდენტო თანამდებობაზე დანიშვნამდე ჯეფერსონი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში აბანდებდა ფულს, სიცოცხლის ბოლო წლებში კი ვალებში ჩავარდა.

ჯორჯ ვაშინგტონი – სუფთა კაპიტალი: 525 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1789-1797; რიგითობა – ამერიკის პირველი პრეზიდენტი.

ჯორჯ ვაშინგტონის პლანტაცია მაუნთ-ვერნონში ხუთი სხვადასხვა სამეურნეო ნაწილისგან შედგებოდა. პლანტაციის საერთო ფართობი 8 ათასი აკრი იყო და მასზე 300 მონა იყო დასაქმებული. ვაშინგტონის მეუღლე, მართა ვაშინგტონი, ასევე მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ. ვაშინგტონი, ამერიკის სხვა პრეზიდენტებთან შედარებით, ყველაზე დიდ ხელფასს იღებდა: მისი ანაზღაურება წელიწადში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს შეადგენდა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი – სუფთა კაპიტალი: 1 მილიარდი დოლარი (ვერ მოესწრო მამის მემკვიდრეობას); პრეზიდენტობის წლები: 1961-1963; რიგითობა – ამერიკის 35-ე პრეზიდენტი.

ჯონ კენედი შეძლებულ ოჯახში დაიბადა, მისი მეუღლე კი, სულაც, ნავთობმაგნატის შთამომავალი იყო. ჯონის მამა, ამერიკის უმდიდრესი ადამიანი, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების სახელმწიფო კომისიის პირველი თავმჯდომარე გახლდათ. თავისი ქონების დიდი ნაწილს კენედები ტრასტიდან იღებდნენ, რომლის ორგანიზატორები მისი ოჯახის წევრები იყვნენ. 

скачать dle 11.3