კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს უმდიდრესი სამეფო ოჯახების წევრები

2012 წლის ბოლოს გერმანულმა ჰერალდიკურმა ალმანახმა „ალმანახ დე გოტმა” მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მონარქებისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ქართულენოვან ვერსიას „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალი – ელიზაბეთ მეორე

ასაკი: 85 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 1952; კაპიტალი: 60 მილიარდი გირვანქა სტერლინგი.

ბრიტანელი მონარქის პირადი კაპიტალის დადგენისას დათვალეს ბუკინგემის სასახლის, კენსინგტონის სასახლის, სენ-ჯეიმსისა და ჰოლირუდის სასახლეების, უინძორის ციხესიმაგრისა  და სხვა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, მათ შორის, სამეფო ოჯახის საკუთრებაში არსებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციების ფასი და სხვა. თანხა მართლაც რომ შთამბეჭდავია და პირველი ადგილი რეიტინგში ელიზაბეთ მეორეს მომავალ წელსაც გარანტირებული ექნება.

 

საუდის არაბეთის მეფე – აბდალა იბნ აბდელ აზიზ ალ საუდი

ასაკი: 87 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 2005; კაპიტალი: 63,2  მილიარდი დოლარი.

საუდის არაბეთის მეფის შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობია, რომელსაც ქვეყნისთვის ერთ დღე-ღამეში 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოაქვს. გარდა ამისა, მეფე ფლობს მსოფლიოში უძვირეს საჯინიბოს, სადაც საუკეთესო ცხენები ჰყავდა თავმოყრილი. მეფის საკუთრებაშია, ასევე, არაერთი ცნობილი მარკის რარიტეტული ავტომობილებისგან შემდგარი ფარეხი.

 

აბუ-დაბის ემირი, შეიხი – ხალიფა იბნ ზაიდ ალ-ნაჰიანი

ასაკი: 64 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 2004; კაპიტალი: 47,4  მილიარდი დოლარი.

აბუ-დაბის შეიხი და გაერთიანებული არაბული საემიროების მოქმედი პრეზიდენტი ემირი ჰალიფას კაპიტალს, ასევე ნავთობი განაპირობებს. გარდა ამისა, ემირი წარმატებით ახორციელებს ინვესტიციებს მსოფლიო ეკონომიკაში.

 

ტაილანდის მეფე – პჰუმიპონ ადულიადეტი

ასაკი: 84 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 1946; კაპიტალი: 44,24  მილიარდი დოლარი.

ტაილანდელი მონარქი არა მხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მეფეა, იგი, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარჯველია. მისი თაოსნობით 3 000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროექტი განხორციელდა ტაილანდში, რაზეც მილიარდობით დოლარი დაიხარჯა. ტაილანდის მეფის საკუთრებაშია, აგრეთვე, ძვირფასი თვლების კოლექცია.

 

დუბაის ემირი, შეიხი – მოჰამედ იბნ რაშიდ ალ-მაკტუმი

ასაკი: 62 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 2006; კაპიტალი: 39,5  მილიარდი დოლარი.

დუბაის ემირი და გაერთიანებული არაბული საემიროების პრემიერ-მინისტრი, საუდის არაბეთის მეფის მსგავსად, ძვირად ღირებული საჯინიბოთია ცნობილი. რა თქმა უნდა, ნავთობი და ინვესტიციები უცხოურ ეკონომიკებში მისი შემოსავლის კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს.

 

ბრუნეის სულთანი – ჰასანალ ბოლკიაჰი

 ასაკი: 65 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 1967; კაპიტალი: 37,9  მილიარდი დოლარი.

ბრუნეის სულთნის ქონებას წარმოადგენს 6 000-მდე სხვადასხვა მარკის ძვირად ღირებული ავტომობილები და ისტანა ნურულ იმანის სასახლე, რომელიც  200 ათას კვადრატულ მეტრზეა  გაშენებული და შეიცავს 1 788 აპარტამენტსა და 257 სააბაზანო ოთახს. ნავთობი, ასევე, სულთნის შემოსავლის დამატებითი წყაროა.

 

ნიდერლანდების დედოფალი ბეატრიქსი

ასაკი: 74 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 1980; კაპიტალი: 15,8  მილიარდი დოლარი.

ნიდერლანდების დედოფალი ბეატრიქსი 30 აპრილს გადადგება ტახტიდან და ადგილს თავის შვილს, პრინც უილემ-ალექსანდერს დაუთმობს, ამიტომ, ის უკანასკნელად ფიგურირებს მდიდარი მონარქების რეიტინგში. დედოფალი ცნობილია საიუველირო ძვირფასეულობითა და ხელოვნების ნიმუშებით, ჰოლანდიის სამეფო ოჯახი, ასევე, ფლობს კომპანია „როიალ დაჩ შელის” აქციათა პაკეტს.

 

ქუვეითის ემირი საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი

ასაკი: 82 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 2006; კაპიტალი: 14,2  მილიარდი დოლარი.

ქუვეითელი მონარქის შემოსავლის ძირითადი წყარო გაყიდული ნავთობია, საიდანაც იგი ყოველწლიურად, სტიპენდიასავით იღებს 188 მილიონ დოლარს. ემირი, ასევე, დაინტერესებულია ინვესტიციებით და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესპროექტების განხორციელებით არის დაკავებული.

 

ყატარის ემირი – ჰამად ბინ ხალიფა ალ-ტანი

ასაკი: 60 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 1995; კაპიტალი: 11,05  მილიარდი დოლარი.

ყატარის მოქმედი ემირი პროგრესულად მოაზროვნე მონარქია, რომელმაც, პირველმა არაბულ სამყაროში, ქალებს ხმის მიცემის უფლება დაუბრუნა. ყატარი მდიდარია ნავთობით, ეს კი  ემირის შემოსავლის ძირითადი წყაროა, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს არაერთი პროექტი მსოფლიო ეკონომიკაში.

 

ომანის სულთანი – კაბუს იბნ საიდ ალბუსაიდი

ასაკი: 71 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 1970; კაპიტალი: 9,4  მილიარდი დოლარი.

ომანის სულთნის მილიარდიანი კაპიტალის შევსების წყარო ნავთობია. იგი ასევე ფლობს ძვირად ღირებული იახტების კოლექციას და 1972 წელს აშენებულ სასახლეს კასრ ალ-ალამს.

 

ბაჰრეინის მეფე – ჰამად იბნ ისა ალ-ხალიფა

ასაკი: 62 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 2002; კაპიტალი: 5,5  მილიარდი დოლარი.

საჯინიბოების კიდევ ერთი მოყვარული არაბი მონარქი. ბაჰრეინის მეფის შემოსავლის ძირითადი წყაროც, ისევე, როგორც სხვა არაბული ქვეყნების მონარქებისა, ნავთობია. აგრეთვე, ის იღებს დივიდენდებს უცხოეთში დაბანდებული ინვესტიციებიდან.

 

ლიხტენშტეინის მთავარი – ჰანს-ადამ მეორე

ასაკი: 67 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 1989; კაპიტალი: 6,3 მილიარდი დოლარი.

ევროპის ჯუჯა-სახელმწიფოს მთავრის შემოსავლის ძირითადი წყაროა საოჯახო ბანკი LGT. ამის გარდა, ოჯახი ფლობს რამდენიმე სასახლეს ავსტრიაში, ხელოვნების ნიმუშების კოლექციას და 20 ათას ჰექტარ მიწას.

 

ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი – ანრი

ასაკი: 56 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 2000; კაპიტალი: 4,7  მილიარდი დოლარი.

საბანკო აქტივები: ოქროს ფონდი და უძრავი ქონება – სულ ეს არის ლუქსემბურგის ჰერცოგის შემოსავლის წყარო, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება არაბული სამყაროს ნავთობ-მაგნატ შეიხებსა და ემირებს. ცნობისთვის, ჰერცოგი ანრი ბუნების დაცვაზე ხარჯავს მნიშვნელოვან თანხებს, მაგალითად, უნიკალური ჰალაპოგოსის კუნძულების გადარჩენაზე.

 

მონაკოს მთავარი – ალბერ მეორე

ასაკი: 53 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 2005; კაპიტალი: 3,95  მილიარდი დოლარი.

მონაკოს მთავრის, ალბერ მეორის ძირითად კაპიტალს ხელოვნების ნიმუშების კოლექცია შეადგენს. აგრეთვე, ის ფლობს რამდენიმე ანტიკვარულ ავტომობილსა და საფოსტო მარკების კოლექციას. მონაკოს სამეფო ოჯახის შემოსავლის წყაროა, ასევე, სამორინეებიდან შემოსული თანხა.

 

ისმაილიტ-ნიზარიტების იმამი – აგა ხანი მეოთხე

ასაკი: 75 წლის; ტახტზე ასვლის თარიღი: 1957; კაპიტალი: 3,1  მილიარდი დოლარი.

იმამი აგა ხანი ისმაილიტ-ნიზარიტების სათვისტომოს მეთაურია. სათვისტომო ძირითადად ინდოეთში, ომანში, სირიაში, ტაჯიკეთსა და ზანზიბარში ცხოვრობს. არარსებული ქვეყნის მონარქს „მის უდიდებულესობას” უწოდებენ და ის სხვა მონარქებთანაა გათანაბრებული. იმამი ფლობს სასტუმროებს, ავიაკომპანიებს, საჯინიბოებსა და სხვადასხვა საწარმოს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

скачать dle 11.3