კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოსალოცები

და საძირკველმორყეულები

ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ხელისუფლებამ აგვისტოს ომის გამოძიება გადაწყვიტა (მე რომ მკითხოთ, არც გამოლოცვა გვაწყენდა: აგვისტო ომებად დაგვებედა). იმ მარტივი მიზეზით, რომ მთავარსარდალი მაშინაც და ახლაც პრეზიდენტია, სავსებით ბუნებრივია, რომ მისი დაკითხვაც იგულისხმება. უფრო ზუსტად, იგულისხმებოდა, ვინაიდან, მთავარსარდალი სააკაშვილი გადაჭრით ამბობს უარს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე (შესაძლოა, პრინციპით, მე მხოლოდ ჩემს გიტარაზე ვუკრავო), რადგანაც, სწამს, რომ ასეთი ძიება ანტისახელმწიფოებრივია.

თავის მხრივ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ბ-ნი დავითაია განმარტავს, რომ, რაკი მის კომისიას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება არ ჰქონდა, ერთი ხელით ამ ინიციატივას მიესალმება, ხოლო, მეორე ხელით ისიც გვაფრთხილებს, რომ პროკურატურამ საშიშ ზღვარზე უნდა გაიაროს (ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე არ შეექმნასო!).

რაც შეეხება სახელმწიფოებრიობას: სამხედრო ექსპერტების თქმით, მცირე, თან საკუთარ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედროთა დიდი რაოდენობა (მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ ვერ უზრუნველყო ცხედრების გამოტანა, რის გამოც ისინი აგვისტოს მზემ დააზიანა და მათ ამოსაცნობად გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება გახდა აუცილებელი) მოწმობს, რომ მათგან ყოველი მესამე ცოცხლად, ანუ დაჭრილი მიატოვეს ბრძოლის ველზე.

ხოლო, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ დროის მცირე მონაკვეთში (სულ რაღაც 16-წლიან შუალედში) ორი ომი გვქონდა და ორივე წავაგეთ, რის შედეგადაც გაეროს მიერ 1992 წელს აღიარებული საქართველოს საზღვრებში უკვე სამი წარმონაქმნია, მე რომ მკითხოთ, სახელმწიფოებრიობა ისეა შერყეული, ამ პერმანენტულ დამარცხებებში გარკვევამ იქნებ ოდნავ მაინც გაგვიმაგროს სახელმწიფოს საძირკველი. 

скачать dle 11.3