კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მივა – არ მივა

საინტერესო შემადგენლობა – პრეზიდენტის მოლოდინში

მართალია, კოჰაბიტაციის მადლით, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მისვლას პარლამენტში მწვანე აენთო, თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს დიადი აქტი, შესაძლოა, ვერც შედგეს!

ვერშედგომის მიზეზი მთლად ილიასეულიც არ არის (როგორ შევეყრები მე ჩემს პარლამენტს და როგორ შემეყრება ის მე, რას ვეტყვი ახალს მე ჩემს პარლამენტს ან ის რას მეტყვის მე), რადგან, ბიძია-ბაბუის არ იყოს, უკვე ისეთები აკადრეს ერთმანეთს, ამას დამოყვრებაც ვეღარ უშველის.

ასეა თუ ისე, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პიონერულ მზადყოფნაშია პრეზიდენტის სამასპინძლოდ (როგორც კი მისთვის სასურველ დროს შეარჩევს, მზად ვართ, მოვუსმინოთო), თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

უფრო მეტიც, აწ უკვე უმცირესოელი ბ-ნი წიკლაური ჩვეულებისამებრ შეთრთოლებული ხმით გვაუწყებს, რომ, მისი აზრით, დასაფიქრებელია, ღირს თუ არა პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა (დაფიქრება, უდავოდ, ყოველთვის მისასალმებელია, ამდენად, ადრეც არ გვაწყენდა – არც მათ, არც ჩვენ).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 2007 წელს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტი გვარწმუნებდა, 2008 წელს საქართველოს აქვს სრული შანსი, გახდეს „ნატოს“ სრულფასოვანი წევრიო, ხოლო, რეალურად, 2008 წლის 26 აგვისტოს რფ-მ ჩვენს ტერიტორიაზე კიდევ ორი სახელმწიფო აღიარა, აშკარაა, რომ პოლიტიკურ პროგნოზებში მოიკოჭლებს, ამიტომაც, თუ მაინც დააფასებს პარლამენტის მიწვევას, იქნებ გვეთხოვა, რომ პროგნოზებისგან თავი შეეკავებინა, იმ მარტივი მიზეზით, რომ პირიქით გვიხდება?!

скачать dle 11.3