კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აწვალებს ხოლმე გოგონებს ფიზიკურად „მისტერ ვალენტინი“ და რა ჭორები გავრცელდა მასზე კონკურსის შემდეგ

„მისტერ ვალენტინის” კონკურსის გამარჯვებულ ბერდია თორფურიას საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესი აქვს. ბავშვობიდან ცეკვავს ქართულ ხალხურ ცეკვებს, სწავლობს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამჟამად უკვე სამოდელო სააგენტო „ბესთ მოდელსის” მოდელია. ინტერვიუში ბერდია თავად გვიამბობს, თუ როგორი გოგონები მოსწონს, როგორია მისი ცხოვრების სტილი და რას აპირებს მომავალში.

 

ბერდია თოფურია: ბავშვობიდან დავდივარ ქართულ ხალხურ ცეკვებზე – 14 წელია, ვცეკვავ. ამჟამად ვარ ოსეთის ანსამბლ „ნართების” მოცეკვავე. გასტროლებზე დავდიოდი სხვადასხვა ქვეყანაში: საბერძნეთში, ბულგარეთში, თურქეთში. ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე. „მისტერ ვალენტინის” კონკურსამდე სამოდელო სფეროში არანაირი გამოცდილება არ მქონია.  თავიდან ცოტა მეშინოდა, რადგან, სხვა კონკურსანტები საკმაოდ გამოცდილები იყვნენ და არც ვფიქრობდი გამარჯვებაზე. საქართველოში მოდელ ბიჭებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ამიტომ, ვფიქრობ, უცხოეთში წავიდე და სამოდელო კარიერა იქ განვაგრძო.

– რატომ გადაწყვიტე „მისტერ ვალენტინის” კონკურსში მონაწილეობის მიღება?

– ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ჩემი ინიციატივით არ მომხდარა, იქ უბრალოდ, მეგობრების დაჟინებული თხოვნით მივედი. ყველა მეუბნებოდა, რომ ფიზიკური მონაცემები ხელს გიწყობს და აუცილებლად უნდა გახვიდე კონკურსზეო. დავთანხმდი მეგობრებს და მივედი. ფინალში გამოიკვეთა ორი ლიდერი, მე და მახო მაჭარაშვილი. ხმებიც შესაბამისად გაიყო. ორივეს თანაბარი შესაძლებლობები გვქონდა, მაგრამ, ჟიურის გადაწყვეტილებით მე გავიმარჯვე. ძალიან კარგი საჩუქრები მივიღე: გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სოლარიუმის აბონემენტი, დივიდი ფლეიერი, ორკაციანი საგზური ეგვიპტეში, ხუთასლარიანი ვაუჩერი. ცეკვის გამო ჯერ ვერ წავედი ეგვიპტეში, ზაფხულში აუცილებლად წავალ.

– როგორ ფიქრობ, რა კრიტერიუმით აგირჩიეს შენ?

– კონკურსის მოთხოვნები იყო ასეთი: სიმაღლე, მამაკაცურობა, სიარულის მანერა. ალბათ თითოეული მათგანი დავაკმაყოფილე, რადგან, გავიმარჯვე. იმასაც ამბობდნენ, რომ „ჩაწყობილი“ იყო კონკურსი, მაგრამ, რასაკვირველია ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მოდელი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, ეფიქრათ, რომ ეს ტიტული ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომ „ჩავაწყვე“, მაგრამ, ამ კონკურსამდე არც ერთ სააგენტოში არ ვყოფილვარ, ასე რომ, ჩემთვის არაფერს წყვეტდა, გავიმარჯვებდი თუ არა. კიდევ ამბობდნენ, რომ არ ვიმსახურებდი „მისტერ ვალენტინის” ტიტულს, რადგან, ელამი ვარ (იცინის) არადა, ელამი ნამდვილად არ ვარ. კიდევ ბევრ სხვა ნაკლს იმიზეზებდნენ, მოკლედ, ათასი ჭორი დადიოდა.

– კონკურსის შემდეგ თუ მიიღე შემოთავაზებები სამოდელო სააგენტოებიდან?

– დიახ, მივიღე რამდენიმე შემოთავაზება. ბათუმში კეთდება ახალი პროექტი, სადაც მიმიწვიეს, თუმცა, ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა სახის პროექტია. ასევე, გავდივარ „ფეშენ-ვიქზე”. მივიღე შემოთავაზება რამდენიმე სარეკლამო რგოლში. კონკურსის შემდეგ კონტრაქტი დავდე კახი ხაბეიშვილის სამოდელო სააგენტო „ბესთ მოდელსთან“ და, როცა ჩემთან რაიმე წინადადება აქვთ, ჯერ ამ სააგენტოს უკავშირდებიან და მათგან ვიგებ მე.

– გარდა იმისა, რომ მოდელი გახდი, კიდევ თუ შეიცვალა რამე შენს ცხოვრებაში ამ კონკურსის შემდეგ? 

– უფრო პოპულარული გავხდი გოგონებში (იცინის). მანამდეც არ მაკლდა ყურადღება მათი მხრიდან, მაგრამ, ახლა უფრო გააქტიურდნენ. ძალიან ბევრი წერილი მხვდება „ფეისბუქზე“. ძირითადად ისე ხდება, რომ, როდესაც რაღაცას მიაღწევ, რაიმე ტიტულს აიღებ, უფრო განსაკუთრებული და პოპულარული ხდები. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ცოტა მაღიზიანებენ არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცები (იცინის). ძალიან ხშირად მწერენ, მირეკავენ, კომპლიმენტებს მეუბნებიან. როცა ხვდებიან, რომ თავიდან ვიშორებ, შემდეგ გოგოს სახელით მწერენ, მირეკავენ და გოგოს ხმით მელაპარაკებიან (იცინის). ამ დროს ძალიან ვგიჟდები და თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ერთხელ რომ ავუხსნი, ხომ უნდა გაიგონ ჩემი აზრი ამის შესახებ, ეს მართლა ძალიან მაღიზიანებს. კონკურსის შემდეგ განსაკუთრებით მომრავლდნენ (იცინის). თავიდან უფრო მეშლებოდა ამაზე ნერვები, ახლა უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას. კონკურსის შემდეგ ჩემი ცხოვრების სტილიც შეიცვალა. მოდის სფეროში უფრო გავერკვიე. ახლა უფრო აქტიური წესით ვცხოვრობ, ვიდრე მანამდე. შეიძლება ითქვას, ერთით მეტი საქმე გამიჩნდა, პროფესიულადაც უფრო დავკავდი.

– რაც შეეხება დასვენებას, გართობას, როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

– კლუბებში დავდივარ. ძირითადად აქტიურად ვისვენებ ხოლმე. ძალიან მიყვარს პარასკევი და შაბათი, რადგან, ეს არის კლუბის დღეები და ყოველთვის იქ დავდივარ, სახლში ვერ ვჩერდები. ძალიან მიყვარს ცეკვა, მუსიკა, მეგობრებთან ერთად ყოფნა. ყოველდღე ვვარჯიშობ, ფორმაში რომ ვიყო. ძირითადად, არაფერს ვგეგმავ ხოლმე, ყველაფერი სპონტანურად ხდება ჩემს ცხოვრებაში. დილით, შეიძლება, მეგობრებმა დამირეკონ და სადმე წავიდეთ. არასდროს არ ვგეგმავ როდის სად წავალ.

– გოგონებთან ურთიერთობისას აქტიური ხარ თუ მათგან ელი ხოლმე აქტიურობას?

– გააჩნია სიტუაციას. შეიძლება, ვიაქტიურო, ოღონდ, გადაჭარბებულად არა. თუ ძალიან მომწონს, შეიძლება, საჩუქარი გავუკეთო, სიურპრიზი მოვუწყო. ხშირად ფიზიკურად ვაწვალებ ხოლმე გოგოებს (იცინის).

– როგორი გოგონები მოგწონს?

– ეს ცოტა რთული თემაა (იცინის). ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს – შეიძლება, ქერა მომეწონოს, ან – შავგვრემანი. მთავარია, ეშხიანი იყოს, ფერებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რაღაცით მიმიზიდოს და დამაინტერესოს. ცოტა განსხვავებული აღქმა მაქვს: შეიძლება, მომეწონოს გოგო, რომელიც სხვებს არ მოსწონთ, მაგრამ, მასში ისეთი რაღაც დავინახო, რითიც მოვიხიბლო. მთავარი გარეგნობა არ არის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათს – ცოტა ეშმაკი გოგოები მომწონს (იცინის). განათლებასაც ვანიჭებ მნიშვნელობას, მაგრამ, ისეთი განათლებულიც არ უნდა იყოს, რომ მე გადამფაროს (იცინის).

– შეყვარებული არ გყავს?

– შეყვარებული არ მყავს, მაგრამ, არის ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ვისთანაც გარკვეული გრძნობები მაკავშირებს.

– შენთან ურთიერთობა ადვილია?

– არა, ჩემთან ურთიერთობა ადვილი მართლა არ არის, ძალიან რთული ხასიათი მაქვს. ხშირად წვალდებიან გოგონები ჩემს ხელში (იცინის). ძალით კი არ ვაწვალებ, უბრალოდ, ასე გამოდის ხოლმე. ძალიან ეჭვიანი ვარ, მეგობრებზეც კი ვეჭვიანობ. ცოტა ფეთქებადი ხასიათი მაქვს – შინაგანად ვფეთქდები ხოლმე, მაგრამ, უმეტესად ვცდილობ, თავი გავაკონტროლო. როდესაც ადამიანი ისეთ რაღაცას აკეთებს, რაც ჩემში არ ზის, ძალიან ვღიზიანდები. ვერ ვიტან ტყუილს. თუ ვინმე მატყუებს, წყობიდან გამოვდივარ, მაგრამ კონტროლს არასდროს ვკარგავ. მე ვცდილობ, არასდროს ვთქვა ტყუილი, ყოველ შემთხვევაში, ისე არ მოვიტყუო, რომ ვინმეს ზიანი მივაყენო. ზოგადად ცივი და უხეში ადამიანი არ ვარ. საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ, ზოგადად, დადებითად მახასიათებენ ხოლმე მეგობრები.

– სამომავლოდ რას აპირებ, რა გეგმები გაქვს?

– ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, რა პროფესიას გავყვები. კარგი იქნება, თუ მოდის სფეროში მივაღწევ წარმატებას და საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავალ. თუ შემომთავაზებენ რამე წინადადებას, აუცილებლად დავთანხმდები და სამოდელო კარიერას უცხოეთში გავაგრძელებ.

 

скачать dle 11.3