კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მალავდა გიორგი ნაზღაიძე საკუთარ ნასამართლეობას და ვის გამო იჯდა ის ციხეში

როგორც შევიტყვე, გიორგი ნაზღაიძე‚ 2 წლის წინ ბათუმში მომხდარი ჩხუბის გამო, რამდენიმე დღე ციხეში იჯდა. გიორგიმ მეგობრების დახმარებით, კარგად შეძლო ამ ამბის დამალვა და მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, როგორც კი 2-წლიანი პირობითი სასჯელი მოუხსნეს. 

გიორგი ნაზღაიძე: ამ ეტაპზე დიდად არ ვარ დაკავებული, თუმცა რაღაცეებს ვაკეთებ. რადიოში ორი გადაცემა მაქვს: „ცოტა ყავა და ბევრი ჭორი“ და „თეთრი ღამეები“, რომელიც მე და თამუნა მუსერიძეს მიგვყავს. 7 აპრილს ამერიკაში მივფრინავ (ინტერვიუ ჩაწერილია 3 აპრილს – ავტორი) და შეიძლება‚ საქორწინო მუსიკამაც გაიჟღეროს, ამას იქ გადავწყვეტთ. საქართველოში მერე გვინდა ქორწილის გადახდა. ჩემგან‚ ხომ იცი‚ სიურპრიზები არ არის გასაკვირი. წინასწარ დაგეგმვა არ მიყვარს, შეიძლება‚ უცებ რაღაცამ დამარტყას თავში და გავაკეთო. 

– როგორც მარისთვის, შენთვისაც რთული იქნება ცალ-ცალკე ყოფნა.

– კი, რთულია, რადგან ხან ის არის ცუდად და მე მხოლოდ ტელეფონით ვუდგავარ გვერდში, ხან მე ვერ ვარ კარგად და როცა მიჭირს, ისიც ტელეფონით მამხნევებს. როდესაც ამ ურთიერთობას ვიწყებდით, მაშინვე ვიცოდით‚ რას უნდა ჩავჭიდებოდით, რა სირთულეები იქნებოდა. შესაბამისად‚ ამ ყველაფერს გაგებით ვუდგებით და გვინდა, ეს ამბავი‚ საბოლოო ჯამში‚ დაგვირგვინდეს ძალიან კარგი ამბით: ბავშვით. ორივეს ძალიან გვინდა ბავშვი. მარი სულ ამბობს, შენ უნდა დაგემსგავსოსო. მე ვეუბნები: შენ რატომ არ უნდა დაგემსგავსოს-მეთქი? რა მნიშვნელობა აქვს‚ ვის დაემსგავსება, მთავარია‚ ჯანმრთელი დაიბადოს.

– ინტერვიუზე ცხვირზე „გიპსდადებული“ მოხვედი. პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაიკეთე?

– ამასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა. ამბობენ, რომ ავარიაში მოვყევი, ვიჩხუბე. სინამდვილეში‚ ცხვირზე რაღაც პრობლემა მქონდა და მოვიშორე, ანუ ქირურგიული ოპერაცია გავიკეთე და არა პლასტიკური. შეიძლება, ცოტა შემეცვალოს ფორმაც. ვაპირებ იმიჯის შეცვლას. მალე სხვა იმიჯით წარვდგები საზოგადოების წინაშე: უფრო სოლიდურად ვიცვამ, აზროვნებაც შემეცვალა.

– დაღვინდი კიდეც?

– დავღვინდი კიდეც და დავჭკვიანდი. ხომ გაგიგია: სიყვარულმა გადარია ტარიელიო...

 – ცოტა ხნის წინ მითხარი, რომ 2 წლის განმავლობაში „პირობითი“ გქონდა, რომელიც ახლახან მოგეხსნა და საკმაოდ კარგად გაასაიდუმლოე.

– „სვაბოდაზე ვარ ბრატცი“... 2 წლის განმავლობაში ამ ამბავს ვმალავდი. მეგობრებმაც ისე დამალეს, ვერავინ ვერაფერი გაიგო. 2 წლის წინ ბათუმში‚ ზღვაზე მომივიდა ჩხუბი. სახეში ჩამარტყეს ხილის ასორტის თეფში. მოკლედ‚ გადამეკეტა. ბუნჩულა ადამიანი ვჩანვარ, მაგრამ ისეთი სასტიკი ცემა-ტყეპა ატყდა, რომ „ბუიოკიდან“ ვაგდებდი („ბუიოკზე“ იყო ეს რესტორანი). შემდეგ მე წამიყვანეს საავადმყოფოში, სახეზე იარები მქონდა, გამიკერეს. ბოლოს მათ ჩემზე საჩივარი დაწერეს და დამიჭირეს. 2 დღე განყოფილებაში ვიყავით მე და ჩემი 2 მეგობარი. გვეუბნებოდნენ: თქვი‚ ვინ იყო, თქვიო... მაგრამ ჩვენ არაფერს ვამბობდით. ამის მერე 48 საათით წინასწარ დაკავების იზოლატორში ვიყავით. შემდეგ სასამართლომ განაჩენი გამოგვიტანა: 3-დან 5-წლამდე მიშვებდნენ ციხეში. ერთი დღე ბათუმის ციხეშიც აღმოვჩნდი – ბათუმის ზონაზე ვიყავი, მთაში რომ არის‚ მწვერვალზე. გარდა ამისა‚ გირაოს თანხა იყო გადასახდელი. 

– ადრეც შეგმთხვევია მსგავსი რამ?

– თურქეთში შემემთხვა მსგავსი რამ, იქაურ პატრულს წიხლი ჩავარტყი, დამიშავა რაღაც. დამიჭირეს, ერთი ღამე მაყურყუტეს და მერე გამომიშვეს. მაგრამ, ბათუმში რთულად იყო საქმე – სასამართლომ განაჩენი გამომიტანა, ციხეში გამიშვეს. იზოლატორში რომ ვიჯექი‚ 48 საათის განმავლობაში თითქმის მარტო აღმოვჩნდი: მე, ეს ოთახი, განაჩენი და ღმერთი. ჩემს ცხოვრებას მთლიანად გადავხედე: რამდენი შეცდომა დავუშვი, რამდენი რამ ვერ გავაკეთე, ვერ მოვასწარი. მივხვდი, რომ ცუდზე არ უნდა დავხარჯო დრო, ნაგავ ადამიანებზე. ციხეზე რომ გადამიყვანეს ფული უნდა გადამეხადა და არ ვიცოდი‚ დროზე ჩამოვიდოდა თუ არა – ამაზე ვნერვიულობდი.

– რა თანხაზე იყო საუბარი?

– საკმაოდ დიდ თანხაზე. ჩემი ოჯახის, მეგობრების დახმარებით თანხა ჩამოვიდა ბათუმში და გამათავისუფლეს, თუმცა‚ „პირობითი“ დამრჩა. ზონაზე რომ შევედი, ჩემ გარდა კიდევ 33 პატიმარი იყო. ზოგმა ტელევიზორიდან მიცნო: ნაზღაიძეს აქ რა უნდაო. ერთი ჩემი ნაცნობიც აღმოჩნდა, რომელმაც თქვა: ვაიმე, ნაზღაიძე შენ აქ არ გელოდებოდითო. რომ ნახეს, ტრავმირებული ვიყავი, ნაკერები მქონდა, ადამიანურად მომექცნენ, გვერდში დამიდგნენ, საწოლიც კი გამითავისუფლეს. არ მომიწია ფეხზე დგომა, მშვიდობიანად გამიმასპინძლდნენ. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. არავინ თქვას, რომ ციხეში ცუდი ადამიანები სხედან. იქ ბევრი ისეთი ზის, ვინც არ უნდა იჯდეს. 

– რაზე იჩხუბე? ტყუილად ხომ არ ჩაგარტყამდნენ თეფშს. შენი ენის გამო ხომ არ მოხდა ყველაფერი? 

– არა, არა... ჩემს მეგობრებთან ერთად ვიჯექი. გვერდით მაგიდასთან ნასვამები ისხდნენ, გაურკვეველი მიზეზების გამო მათი მხრიდან ბილწსიტყვაობა წამოვიდა, მერე – ჩვენიდანაც. ავდექი, მივედი მაგიდასთან, თეფში მომხვდა სახეში. ამის მერე არ ვმალავ და არც არასდროს დავმალავ, რომ ვცემე იმ ადამიანს და თან, ძალიან ნასიამოვნები ვარ, რომ ვცემე. დაცვამ ერთხელ რომ გამიყვანა, მერე უკან შემოვვარდი, უფლება რომ მოეცათ, კიდევ ვცემდი. თან, ჭრილობის გამო სულ სისხლით ვიყავი მოსვრილი. რომ ჩამივარდეს შანსი, ახლაც სიამოვნებით გადავაგდებდი „ბუიოკიდან.“ საჩივარი, რომ შეიტანეს ჩემზე, მერე ჩემმა მეგობრებმაც შეიტანეს საპირისპირო სარჩელი, ამიტომაც მას უფრო დაუმძიმეს ბრალი: ცივი იარაღის გამოყენებით დაუმძიმდა ბრალი. მოკლედ‚ 2 წლის განმავლობაში მქონდა პირობითი და ძალიან კარგად დავმალე ეს ყველაფერი. თუმცა‚ დიდი რისკიც იყო, როცა პრობაციის სამსახურში მაინც გცნობს ყველა. ყოველ ხუთშაბათს მივდიოდი, თან‚ ან ძალიან ადრე, ან ძალიან გვიან, რომ ცოტა ხალხი ყოფილიყო. ვცდილობდი‚ სათვალე გამეკეთებინა, ქუდი დამეხურა, ისეთი რამ ჩამეცვა, კისერზე ჩემი შტრიხ-კოდი არ გამოჩენილიყო. შევდიოდი და „ლაიქს“ ვაკეთებდი.

– რატომ არ გინდოდა, რომ საზოგადოებას შეეტყო ამის შესახებ? 

– შეიძლება‚ კარიერაზე ემოქმედა. მაინც საქართველოა და ვერავინ გაარკვევს, ვინ არის დამნაშავე და ვინ – არა. მეორეც‚ არ მინდოდა იმიტომ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს. ხომ ამბობენ, რომ სკანდალებს ვიგონებ, სკანდალებში ვეხვევი, პირველად ცხოვრებაში სიჩუმე ვარჩიე. ამით ხალხს ვაჩვენე, რომ ძალით არაფერს ვქმნი, არ ვიგონებ. საერთოდ არ გამჩენია სურვილი, რომ ეს ამბავი ხმამაღლა მომეყოლა. „100 გრადუსი ცელსიუსი“ რომ გადიოდა, ნახევარ გადაცემას მითმობდნენ, ამის შესახებ რომ მომეყოლა, მაგრამ უარი ვთქვი. ჩემ გარშემო არიან ჩემი მშობლები, მეგობრები, ვისაც არ უნდოდა‚ ეს ამბავი გავრცელებულიყო და არც გავავრცელე. ერთი კვირის წინ ვიყავი ბათუმში და მოკლედ „სვაბოდაზე“ ვარ, „ლაიქების“ გარეშე. მეყოფა „ფეისბუქზე“ რომ ვაკეთებ „ლაიქებს“, ახლა პრობაციაშიც რომ არ ვაკეთო. თან‚ რომ მივდიოდი უცხოეთში, ფულის გადახდა მიწევდა და ახლა თავისუფალი ვარ: როცა მინდა, სადაც მინდა‚ იქ წავალ – ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

– ამ ორი წლის განმავლობაში‚ ალბათ‚ სულ ფრთხილობდი.

– კი, პატარა დარღვევაც რომ მქონოდა‚ პირველი მე დამიჭერდნენ. ყალთაბანდი არ ვარ, მაგრამ სიფრთხილეს ვიჩენდი. თუ მე ვერ ვიჩენდი, ჩემი მეგობრები ისე აკეთებდნენ, რომ წინ თვითონ მიდიოდნენ, მე კი უკან მტოვებდნენ: შენ გაჩერდი, ჩვენ ვჩხუბობთო. მეც ხანდახან დებილივით მიწევდა დგომა. არ მყავს ისეთი დებილი ძმაკაცები, ეთქვათ: წამო, გიო, და შარში გაეხვიე ისევ...

– ამ ყველაფრის შესახებ მარიმაც იცოდა?

– თავიდან არ იცოდა, სადამდეც შემეძლო‚ ვუმალავდი. მქონდა იმის შიში, რომ ამერიკაში მცხოვრებ გოგონას შეიძლება‚ არ გაეგო კარგად... ჩვენი გოგონებისთვის უფრო სამარიაჟოა. მერე ცოტა შევაპარე: ბათუმში ვიჩხუბე, ცოტა პრობლემები მქონდა-მეთქი. მეორე კვირას ვუთხარი: განაჩენი გამომიტანეს და მხოლოდ შემდეგ კვირას გავუმხილე, რომ პირობითი მქონდა. საკმარისად გაოცდა, თუმცა მერე დაწყნარდა, რადგან ყველას შეიძლება შეემთხვას ასეთი რამ.

скачать dle 11.3