კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ყიდულობენ მატილდა მიურატის ხელნაკეთ ნივთებს საქართველოში უცხოელები და რატომ არ უნდა მას საფრანგეთში დაბრუნება

მატილდა მიურატისა და ლევან მესროფაშვილის ოჯახში უკვე სამი უსაყვარლესი ბავშვი იზრდება, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ როგორც ქართულად‚ ისე ფრანგულად. ამ მშვენიერ ოჯახში დიდ ყურადღებას აქცევენ ორივე ქვეყნის მნიშვნელოვან და საინტერესო ტრადიციებს. უკვე დიდი ხანია‚ მატილდა ჯერ მუყაოსგან, ახლა კი უკვე ქაღალდებისგან და მავთულებისგან ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა, ძალიან ლამაზ სათამაშოებს, სხვადასხვა ნივთს, როგორც საკუთარი შვილებისთვის, ისე – გასაყიდად.

მატილდა მიურატი: მიყვარს ეს საქმე, ტექნიკა და რომ არ გავაკეთო‚ არ შემიძლია. ახლა მავთულებით დავიწყე სხვადასხვა ნივთის გაკეთება და ძალიან მომწონს; ქაღალდებისგანაც ხომ ვაკეთებ. ახალი გამოფენისთვის ვემზადები, სადაც გამოიფინება ქაღალდისგან დამზადებული ცხოველები‚ ასევე‚ მავთულის ნივთებიც. თითქმის ყველაფერს ვაკეთებ. იმ ტექნოლოგიით, რომელსაც მე ვიყენებ‚ საფრანგეთში ბევრი მუშაობს, საქართველოში კი ჯერ არ მინახავს. ამიტომაც, ვფიქრობ‚ საინტერესო იქნება. სახლში ხომ კიდებენ ცხოველების ფიტულების თავებს, ასეთებსაც ვაკეთებ, ოღონდ, ქაღალდებისგან. სხვადასხვა ზომის არის, მაგრამ, ალბათ‚ უფრო პატარებს გავაკეთებ. „შერატონში“ ყოველ წელს ტარდება ახალი წლის ბაზრობა და იქ მაქვს ჩემი მაგიდა. კარგი გამოფენაა, ყოველთვის ბევრი ხალხია. გაზაფხულზეც ტარდება ისეთივე გამოფენა, ოღონდ „რედისონში“ და იქაც მქონდა ჩემი მაგიდა. ბოლოს მავთულისა და ქაღალდის ნამუშევრები მქონდა გამოფენილი. ჩემი შვილები უკვე მეხმარებიან. პატარა, რომელიც ჯერ მხოლოდ 2 წლის არის, იღებს ქაღალდებს, წებოს უსვამს და აწებებს. 

ლევან მესროფაშვილი: სამივე ბავშვი ჩართულია საქმეში, მე უშუალოდ სამუშაო პროცესს ვუყურებ. ამ ყველაფრით უფრო უცხოელები ინტერესდებიან. ეს ნამუშევრები ეკოლოგიურად სუფთაა, პლასტმასისგან, რეზინისგან განსხვავებით‚ არ იწვევს გარემოს დაბინძურებას. ევროპაში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ – ცდილობენ, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა იყოს და გარემო არ დააბინძუროს. ეს ერთგვარი აქციაც არის. ვნახოთ‚ მატილდა ამ საქმეს რამდენად სერიოზულად განავითარებს – ეს მისი არჩევანია, მაგრამ, ის ფაქტი, რომ თვითონ მოსწონს და ბავშვებსაც უხარიათ, უკვე ძალიან კარგია.

– შენ არ ეხმარები მეუღლეს?

– არ მაქვს მაგის დრო, სამაგიეროდ‚ ბავშვებს მუსიკაში და ენებში ვამეცადინებ. ინსტრუმენტალისტი ვარ, ბევრ ინსტრუმენტზე ვუკრავ, ვმღერი კიდეც. ადრე ჯგუფიც მქონდა, მაგრამ, განათლებას მივაქციე დიდი ყურადღება,  ვუკრავდით: ჯაზ-როკს, ფანქს, ბლუზს, სოულს, რომელიც საქართველოში არ არის კომერციული; თან‚ დიდი ხანია‚ ბანკში ვმუშაობ და, ამიტომ, მუსიკის განხრით საკუთარ თავს ვერ ვხედავდი. თუმცა‚ ჩემი ყველაზე დიდი გატაცება მაინც მუსიკაა. სამივე ბავშვს აქვს მუსიკალური ნიჭი და, ვცდილობ‚ ამ კუთხით განვავითარო. 

მატილდა: ძალიან მიყვარს სიმღერა. ბავშვები კარგად მღერიან, ლევანი ამეცადინებს. სახლში ყოველდღე ცოცხალი კონცერტები გვაქვს.

ლევანი: საღამოს ფარდებს ავწევთ ხოლმე, ზოგჯერ კარიც ღია გვაქვს და, მუსიკის ხმა რომ ისმის, ხალხს ბარი ჰგონია, ღამის კლუბი და შემოდიან ხოლმე. 

მატილდა: სულ უფასო კონცერტები მაქვს, ცოცხალი შესრულებით. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეუღლე მყავს. ფილარმონიაში წასვლაც აღარ გვჭირდება: ჩემი შვილები ხან ქართულად მღერიან, ხან – ფრანგულად. ორივე ენაზე თავისუფლად ლაპარაკობენ, მღერიან და ძალიან მიხარია.

– ასეთ ახალგაზრდებს უკვე სამი შვილი გყავთ.

– ახალგაზრდა უნდა იყო, რომ გაზარდო ბავშვები, რადგან, ამას ძალიან დიდი ენერგია უნდა. სულ მიკვირს‚ ამას როგორ ახერხებს ცოტა ასაკში შესული ხალხი, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ. რამდენიმე წელიწადში დიდები იქნებიან და ჩვენც გვექნება იმის დრო, რომ გავერთოთ. 

– ახერხებთ ცოლ-ქმარი სადმე ერთად წასვლას?

ლევანი: როგორ არა, ჩვენთან, აგარაკზე. ზაფხულიდან ბავშვებთან ერთად ვაპირებთ ველოტურების მოწყობას – ბავშვებს უნდა შეუყვარდეთ ბუნება. 

მატილდა: მთელი ჩემი ბავშვობა სულ ასეთ ტურებს მიწყობდა დედა – მივდიოდით ხოლმე ველოსიპედით. სპორტია და ძალიან კარგია. როდესაც საქართველოში ჩამოვედით ოჯახით, მშობლებთან ერთად განვაგრძობდით ჯანსაღი წესით ცხოვრებას. უბრალოდ‚ ველოსიპედებით ნაკლებად დავდიოდით, რადგან, დედას ეშინოდა‚ სამეგრელოში ცუდ გზებზე მანქანა არ დამჯახებოდა და ამიტომაც ამიკრძალა ველოსიპედით სიარული. ბავშვობიდან სულ მასწავლიდნენ ხელსაქმეს: ფარდებს, ტახტის გადასაფარებლებს მე ვკერავ ხოლმე დედასთან ერთად. ჩემი მშობლები მკაცრებიც იყვნენ, მაგრამ, ბევრი რამის უფლება მქონდა, არ ვიყავი შეზღუდული. ყველაზე კარგი პერიოდი, რაც კი დღემდე მახსოვს, ეს არის სამეგრელოში გატარებული წლები. დღეს‚ იმის გამო, რომ კომპიუტერია, ტელევიზორია, რა თქმა უნდა‚ აქედან ბევრ კარგ რამეს იგებ, მაგრამ, ბევრი რამ დაიკარგა. როცა ზუგდიდში ჩამოვედით, არც დენი იყო და არც საერთოდ არაფერი. სამაგიეროდ‚ მეგობრები ვიყავით ერთად, ხშირი კონტაქტი გვქონდა. ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს, კარტს, ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. დღეს ეს ყველაფერი იკარგება. ხშირად ვთამაშობდით ასეთ თამაშს: ვითომ კაფე გვქონდა, მშობლები მოდიოდნენ, ყავას ვუდუღებდით, ფულს ვახდევინებდით და მერე იმ ფულით ან სხვა რაღაცას ვაკეთებდით, ან კანფეტებს ვყიდულობდით – ჩვენი ბიზნესი გვქონდა. მაშინდელ მეგობრებთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველაზე საინტერესო ის იყო, რასაც საფრანგეთში ვერ ნახავ: სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთმანეთთან და-ძმებივით ახლოს ვიყავით, დიდი ოჯახივით. არ ვნანობ, რომ ჩემმა მშობლებმა ჩამომიყვანეს ზუგდიდში, სადაც არ იყო არც შუქი, არც გაზი, არც წყალი და, საერთოდ არაფერი. ამ ყველაფრით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ალბათ, საფრანგეთში რომ დავრჩენილიყავი, არ ვიქნებოდი ისეთი ადამიანი, როგორიც ახლა ვარ. ვხედავდი‚ რა ხდებოდა სამეგრელოში, ბევრი ლტოლვილი ჩამოდიოდა. რადგან სახლ-კარი არ ჰქონდათ, ამიტომ, სკოლებში ცხოვრობდნენ და ორი-სამი თვე ვერ წავედით სკოლაში. დედაჩემს ჰქონდა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის დახმარებით საფრანგეთიდან კონტეინერებით ჩამოდიოდა ტანსაცმელი, სხვა საჭირო ნივთები და მეგობრებთან ერთად ვარიგებდი; ვნახულობდი‚ ხალხი როგორ პირობებში ცხოვრობდა, რა ჰქონდათ გამოვლილი და ამან ჩემს პიროვნებაზე დიდად იმოქმედა.

ლევანი: მატილდას დღემდე არ უყვარს საკუთარი ვინაობის აფიშირება ბავშვებსაც ვუშლით ასეთ რაღაცეებს. ცოტა ხნის წინ სტუმრები გვყავდა, ჩემს სიმამრს მიმართავდნენ: „პრინც“, „პრინც“. უფროს ბიჭს გაუკვირდა, მოვიდა და მკითხა: პაპა პრინციაო? ავუხსენით‚ რაში იყო საქმე. რამდენიმე კვირის წინ ნაპოლეონის ნივთების გამოფენა იყო და ჩვენ მთელი ოჯახით მიგვიწვიეს, რადგან, მიურატების ნივთებიც იყო გამოფენილი. ტელევიზორშიც იყო და ბავშვებმა გაიგეს. დემეტრე ცოტათი აღიქვამს ყველაფერს. თინათინსაც, ზოგჯერ, სკოლაში რომ ეტყვიან‚ მასწავლებლები – ლამაზი პრინცესა ხარო, ის პასუხობს: ნუ მეძახით ასე, მამიკო მიშლისო. 

მატილდა: მეც არ მიყვარს ასეთი რაღაცეები, მაგრამ, ბავშვებმა უნდა იცოდნენ ყველაფერი, დროთა განმავლობაში გაიგებენ. მე ყოველთვის ყველას ვეუბნებოდი, რომ სახელით მოემართათ, თუმცა‚ ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ  „პრინცესა“ დაეძახათ. 

ლევანი: ყველა მიურატი ძალიან უბრალო ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სასახლეში ცხოვრობს და მიმტანები, მძღოლები, მზარეულები ჰყავთ. 

მატილდა: ჩვენს ოჯახებში ყოველთვის ასწავლიან, რომ არავინ განასხვავონ ერთმანეთისგან – ყველა ადამიანი თანასწორია. ჩვენ, ნათესავებს, ოჯახში ასეთი ტრადიცია გვაქვს: ყოველ წელს შვილებს ეუბნებიან: რა სათამაშოც არ გინდათ (ოღონდ, გაფუჭებული არ უნდა იყოს), შევაგროვოთ, „წითელ ჯვარში“ მივიტანოთ და სხვა ბავშვებს ვაჩუქოთო. პატარაობიდანვე უნდა მიხვდნენ, რომ სხვა ბავშვებს ეს ყველაფერი არ აქვთ და მათაც სჭირდებათ, უნდათ. 

ლევანი: მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ, ტრადიციულ, ღვინის ტექნოლოგების ოჯახში გაზრდილი, თუ ოფიციალური მიზეზი არ გვქონდა, შუადღეს ღვინოს არასდროს ვსვამდით, შეიძლება‚ საღამოს დაგველია. მიურატების ოჯახში კი მიღებულია, შუადღის სადილზე ორი-სამი ჭიქა საუკეთესო ღვინო ისმევა. რაც ამათი სიძე გავხდი, მეც მივეჩვიე ამ ტრადიციას. 

– არასდროს გიფიქრიათ საცხოვრებლად საფრანგეთში გადასვლაზე?

მატილდა: არც ერთი წუთით არ მიფიქრია. აქ მყავს მეგობრები, ოჯახი, აქ ვარ გაზრდილი და, მიმაჩნია, რომ ქართველი ვარ, და არა ფრანგი. თან‚ იმ დონეზე ქართველად მივიჩნევ თავს, რომ ქართულად მესიზმრება. მახსოვს‚ პირველად რომ ვნახე სიზმარი ქართულად, იმ დროს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა. ქართულად უფრო ხშირად ვსაუბრობ და უფრო მომწონს ქართულად ლაპარაკი. ნამდვილად, უფრო მეტად ქართველი ვარ, ვიდრე ფრანგი.

скачать dle 11.3